კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 იდუმალი უნარები

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  გაინტერესებთ გაიგოთ, რა გამოგდით ყველაზე უკეთ? მაშინ შეარჩიეთ ცხოველი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგწონთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ არჩევანი თქვენს იდუმალ უნარებს გამოავლენს.
  მაშ ასე, რომელი ცხოველი ან ფრინველი მოგწონთ – ვეფხვი, კუ, ცხენი, მგელი,  თუთიყუში თუ  დელფინი?
  ვეფხვი – თქვენი ფარული უნარებია სიმამაცე და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების ნიჭი. ისე ადვილად გამოგდით  ყველაფერი, რომ თავადვე გიკვირთ. არ გეშინიათ სირთულეების და თქვენი მიზნისკენ დაჟინებით მიიწევთ. მოგწონთ  გამოწვევები და როგორც წესი, იმარჯვებთ კიდეც.
  კუ – თქვენი დამალული თვისება სიკეთეა – სულ მზად ხართ სხვებს დაეხმაროთ, ყოველთვის ისმენთ მათ პრობლემებს და ითავისებთ. საერთოდ, ადამიანებთან მორცხვი ხართ და ცდილობთ, ემოციები არ გამოხატოთ.
  ცხენი – თქვენი მთავარი თვისებებია ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა. სამსახურში ყველა წესს იცავთ და დავალებებს წარმატებით ასრულებთ. ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ საუბარი,  უცხოებთანაც კი.
  მგელი – თქვენი საიდუმლო თვისება მაღალი სტანდარტებია, რომლებსაც საკუთარ თავს უყენებთ. ყველაფერს ზედმიწევნით ხარისხიანად აკეთებთ. მაქსიმალისტი ხართ. თქვენთვის მიუღებელია დაბალი სტანდარტები.
  თუთიყუში – თქვენი ყველაზე მომგებიანი უნარია კომუნიკაბელურობა. ადვილად ამყარებთ კონტაქტს უცხოებთან. ადამიანებთან ყოფნა სიხარულს განიჭებთ. იუმორის შესანიშნავი გრძნობა გაქვთ და გარშემო ყველას ამხიარულებთ.
  დელფინი – თქვენი საიდუმლო თვისება გონებაა და ცხოვრების აქტიური წესი, კარგად არეგულირებთ კონფლიქტებს, აფასებთ მეგობრობასა და ადამიანურ ურთიერთობებს. სხვებს ეხმარებით ყველაზე რთულ დროს, სწორედ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.   

скачать dle 11.3