კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ხშირად მიშრება ტუჩები, მე კი ჩვევად მაქვს მისი ენით დასველება. ამის გამო ჩნდება ბზარები და კანიც მისკდება. ძალიან მტკივნეულია და ცუდი შესახედი. რით შეიძლება, ის სწრაფად მოვირჩინო?
პასუხი: ტუჩების გამოშრობას იწვევს მათი არასაკმარისი დატენიანება, ასევე ქარი და მზე. შედეგად, კანი სკდება და იქერცლება, ჩნდება მცირე ბზარები. ამას ხელს უწყობს მათი ხშირი გალოკვა. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ვაზელინის ან აბუსალათინის ზეთის საფუძველზე დამზადებული, ტუჩის ბალზამის გამოყენება. კარგია, ასევე თაფლის, ხაჭოს ნიღბის გაკეთება. ბალზამის ან ჰიგიენური ტუჩსაცხის გამოყენება განსაკუთრებით საჭიროა მზეზე, სიცივეში ან ქარიან ამინდში ყოფნისას.
კითხვა: შეიძლება თუ არა SPH-ის შემცველი კრემის გამოყენება ღამით?
პასუხი: კანი არ საჭიროებს მზისგან დაცვას ღამით, მაგრამ ინგრედიენტები, რომლებიც ულტრაიისფერ სხივებს აბრკოლებს, არ არის ზიანის მომტანი კანისთვის, ამიტომ, ასეთი კრემის გამოყენება ღამითაც შეიძლება.
კითხვა: სახის კანზე თვეში რამდენჯერმე დიდი ზომის მუწუკი გამომდის. მითხრეს, რომ ამას კბილის პასტის წასმა შველის. კონკრეტულად, რა შემადგენლობის, ფერის პასტაა უკეთესი და როდის წავისვა?
პასუხი: კბილის პასტას აქვს კანის ცხიმის შეწოვის უნარი. ამიტომ, პასტის მუწუკზე დადების შემდეგ მუწუკის მოცულება მცირდება. პასტა თეთრი ფერის უნდა იყოს და ის ძილის წინ უნდა წაისვათ პრობლემურ ზონაზე.


скачать dle 11.3