კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 სიყვარული შემთხვევით

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  ხომ ამბობენ, ყველაფერს ბედისწერა მართავსო. მოდი და ნუ დაიჯერებ, როცა ერთ წუთში ისეთი რაღაც შეიძლება მოხდეს, რაზეც არც კი გიფიქრია. აი, მაგალითად, გიყვარს, უფრო მეტიც, დარწმუნებული ხარ რომ „ის“ სწორედ „ის“ არის, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდებოდი. მაგრამ ერთ დღეს აღმოჩნდება... რა აღმოჩნდება? კარგი კითხვაა, თითქოს მარტივი, მასზე პასუხის გაცემა კი რთულია. ასე რომ, ძალიან დარწმუნებულიც ნუ იქნებით, რომ ადამიანი, რომელიც ახლა გვერდით გყავთ, ხვალ სხვას არ გადახვევს ხელს. თქვენთან კი ახალი სიყვარული მოვა...
  თვითმფრინავმა დინჯად აკრიფა სიჩქარე. მისი სწრაფად მბრუნავი ბორბლები საფრენ ბილიკს ასცდა და ხომალდის „ცხვირმა“ ჰაერის ნაკადი ხმაურით გააპო.
  თიკოსთვის შედარებით სიახლე იყო მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა. სტიუარდესად შემთხვევით დაიწყო მუშაობა. უფრო სწორად, არასოდეს უოცნებია ამაზე. მოდელის კარიერა უფრო მომხიბლავი იყო მისთვის. რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ როცა ერთხელ, დამწყები დიზაინერის ჩვენების დროს კულისებში აღმოჩნდა, მიხვდა – ეს მისი საქმე არ იყო. ვერაფრით შეძლებდა ამ საზოგადოებაში ინტეგრირებას. არაფრისმთქმელი სახეები, ყალბი ურთიერთობები, შური... საკუთარ თავს გამოუტყდა, მე ამათნაირი ვერასოდეს ვიქნებიო და გადაწყვიტა, უფრო საინტერესო საქმისთვის მოეკიდა ხელი, ისეთისთვის, შემოსავლიანიც რომ ყოფილიყო. სოციალურ ქსელში განცხადება ამოიკითხა – კარგი გარეგნობის, ინგლისური ენის მცოდნე, გამბედავ გოგონებს ეძებდნენ... გასაუბრებაზე უთხრეს, რომ ბორტგამცილებლის ვაკანსიისთვის მომზადებას სთავაზობდნენ. არც უყოყმანია. მირიანი კი იმ ავიაკომპანიის მარკეტინგის უფროსი, რომელმაც თიკო გასაუბრებაზე მიიწვია, პირველივე შეხვედრისას მოიხიბლა ეფექტური ქალიშვილით. არც უცდია, ეს აღფრთოვანება დაემალა. დაჰპირდა, რომ სამსახური გარანტირებული ექნებოდა, პაემანიც დაუნიშნა. თიკოც დათანხმდა. მარტო იმიტომ არა, რომ სამუშაო სჭირდებოდა. მოეწონა მირიანი.
  პაემანმა დამაკმაყოფილებლად ჩაიარა. იმდენად დამაკმაყოფილებლად, რომ ერთ კვირაში გოგო ახალგამომცხვარი ბოიფრენდის ფეშენებელურ აპარტამენტებში გადაბარგდა, სამსახურიც დაიწყო და როცა პირველად ბორტზე აღმოჩნდა, ერთგვარი სიამაყის გრძნობაც გაუჩნდა – ასე მარტივად შეძლო კარიერა და პირადი ცხოვრება „დაელაგებინა“.
  თვითმფრინავმა სიმაღლე აიღო და გასწორდა. თიკომ სალონი მოათვალიერა. მგზავრები მშვიდად ისხდნენ. სასმლის ჩამორიგების დრო იყო. მამაკაცის ხმამ სალონის ბოლოში მოუსწრო:
– ყავას არ მომიტანთ?
თიკო ნელა შეტრიალდა. მოეჩვენა, რომ ეს ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა კაცი ცოტა თავხედურად უღიმოდა.
– ხუთ წუთში დავიწყებთ სასმლის დარიგებას. ყავაც შეგიძლიათ, შეუკვეთოთ.
– მე ახლა მინდა და პირადად თქვენ რომ მომიტანოთ...
თიკომ დააპირა, რამე ისეთი ეთქვა, რაც მის თავმოყვარეობაზე პოზიტიურად აისახებოდა, მაგრამ უფროსი სტიუარდის მკაცრი მზერა შენიშნა და ნაძალადევად გაიღიმა.
– ახლავე მოგიტანთ.
***
... მირიანთან მისი ურთიერთობა, შეიძლება, იდეალური არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ, მშვიდად მიედინებოდა. მირიანი ზოგჯერ ძვირფას საჩუქრებსაც ჩუქნიდა. გამორიცხული არც ის იყო, ერთ დღეს გული და ხელი შეეთავაზებინა გოგოსთვის. უარს არ იტყოდა და ცოლადაც გაჰყვებოდა. საქორწინო ბეჭედსაც დიდი სიხარულით მოირგებდა არათითზე. თუმცა მირიანს ერთხელაც არ უთქვამს, რომ უყვარდა. თიკო ამას ტრაგედიად არ მიიჩნევდა, მაგრამ სწყინდა, ჩუმად, გულის სიღრმეში, ისე რომ საკუთარ თავთანაც არ აღიარებდა. მირიანს შეეძლო, ორი-სამი დღით გაუჩინარებულიყო და არც ეთქვა თიკოსთვის, სად იყო და რისთვის. თიკო ამასაც „მშვიდად“ ეგუებოდა – იმ არგუმენტით, რომ ჯერ ცოლი არ იყო. შესაბამისად, არც უკმაყოფილების გამოთქმის უფლება ჰქონდა.
თიკომ მაგარი მუყაოსგან დამზადებულ ჭიქაში ხსნადი ყავის ფხვნილი ჩაყარა, ცხელი წყალი დაასხა და პლასტმასის კოვზით მოურია. მერე ერთჯერადი შაქრის პაკეტი აიღო და მგზავრისკენ გაემართა. თავაზიანი ღიმილი, ჩვეულებრივ რომ ახლდა მის ყველა ჟესტს, ამჯერად ხელოვნული გრიმასა უფრო იყო... და მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი – თვითმფრინავი შექანდა, ეტყობა, ტურბულენტურ ზონაში შევიდა. თიკომ თავი ვერ შეიკავა, ყავით სავსე ჭიქა ხელში შეუთამაშდა, თითებიდან გასხლტა და მგზავრს მხარზე  „დაემხო“. ბუნებრივია, რომ ცხელმა სითხემ კაცს მარტო ტანსაცმელი არ დაუსველა. გამწარებულმა მთელი ხმით იბღავლა და წამოხტომას შეეცადა, თუმცა ღვედმა არ გაუშვა. თვითმფრინავი ისევ შექანდა, თიკოც შექანდა და ერთ წამში მგზავრის მუხლებზე აღმოჩნდა. უხერხულობამ  და სირცხვილმა თიკოს სახე აუწვა. კაცის ცხელ სუნთქვას ყელზე გრძნობდა, როგორც კი ადგომა მოახერხა, ტანსაცმელი შეისწორა და მობოდიშება დაიწყო.
– მაპატიეთ... ძალიან ვწუხვარ... მგონი, კოსტიუმი გაგიფუჭეთ.
– ჰმ, კოსტიუმი გამიფუჭეთ? მხოლოდ კოსტიუმი? მთელი კანი რომ მეწვის, ეს არაფერი? თანაც სულაც არ აღმოჩნდით ისეთი მსუბუქი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანხართ.
– ღმერთო, როგორ ვწუხვარ... რით გამოვასწორო ჩემი უნებლიე დანაშაული?
– ცივი წყალი მოიტანეთ და ახლა ეგ დამასხით, საშინლად მეწვის.
– ცივი წყალი გიშველით, მართლა?
– მართლა ასეთი გულუბრყვილო ხართ თუ თამაშობთ. იმედია, ყავა შაქრიანი მაინც არ იყო, ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა.
– რა გავაკეთო, რომ ჩემი უნებლიე დანაშაული გამოვასწორო? – მექანიკურად გაიმეორა თიკომ.
შეიძლება, მგზავრს მისი გულწრფელობა არ მოეწონა. შეიძლება, მართლა ძალიან დაეწვა კანი ცხელი ყავისგან, მაგრამ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარად არ ჰქონდა სტიუარდესასთვის პატიების სურვილი. ეს ხელების მკვეთრი ჟესტიკულაციით გამოხატა კიდეც.
თიკო მიხვდა, მგზავრთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. უკანმოუხედავად გაიარა სავარძლებს შორის  და ფარდის მიღმა როცა აღმოჩნდა, იგრძნო, როგორ უკანკალებდა მთელი სხეული.
– რა მოხდა? – ჰკითხა ტატამ, ჭრელთვალება, დიდმკერდიანმა, მასზე ბევრად სტაჟიანმა და გამოცდილმა სტიუარდესამ.
– მგზავრს ცხელი ყავა გადავასხი.
– რას ამბობ?
– არ მინდოდა, მართლა.
– მჯერა, ხდება ხოლმე. საჩივრის დაწერას ხომ არ აპირებს?
თიკომ შეშფოთებით შეხედა.
– ასეთი რაღაც შეიძლება?
– არ იცოდი? სპეციალური განყოფილება არსებობს. მგზავრთა პრეტენზიებზე რეაგირების.
– ღმერთო, ახლა რა მოხდება? თუ საჩივარი დამიწერა, ეგრევე გამიშვებენ სამსახურიდან.
ტატამ ჩაიცინა და მხრები აიჩეჩა.
– შენ სულ ტყუილად გეშინია.
– რატომ? შენ ფიქრობ, რომ არ დაწერს საჩივარს?
– არა, მაგაში დარწმუნებული ვერ ვიქნები, ძალიან მკაცრი გამომეტყველება აქვს. ის ყავა ცხელი იყო?
თიკომ ამოიოხრა.
– ძალიან, იმ წუთს ადუღდა წყალი.
– საწყალი. მაშინ მესმის მისი...
– ტატა, ახლა რაზე ვლაპარაკობთ, მე რა მეშველება?
ტყუილად ნერვიულობ. მირიანი რისთვის გყავს? სწორედ შენი ბოიფრენდი განიხილავს მაგ საჩივრებს. ასე რომ, არაფერიც არ მოხდება.
– ჰო? რა ვიცი... მირიანს ვერც ვეტყვი ამას.
– მერე, ნუ ეტყვი. რას გაიგებს? წამოდი, სასმელების დარიგების დროა, თორემ დაეშვა თვითმფრინავი და ეგაა. ისე კარგი ტიპია, თან, ძალიან მაგრად აცვია – „გუჩის“ პერანგი...
– ვის? ა, ჰო... არც შემინიშნავს.
– რას შენიშნავდი, ყავა გადაასხი. კარგი, ნუ იძაბები, დაიკიდე...
***
თიკო თვალებდახუჭული იჯდა დივანზე. რეისმა დაღალა. ინციდენტმა მაინც ააფორიაქა, მართალია, დაზარალებულ მგზავრს მეტად აღარ შეუწუხებია და არც უკმაყოფილება გამოუხატავს, მაგრამ შინაგან დისკომფორტს ვერაფერი მოუხერხა.
– გძინავს? – მოესმა მირიანის ხმა და თვალები გაახილა. კაცი რაღაცნაირად, მსუბუქი ირონიით უღიმოდა.
– არა, ვისვენებ. დავიღალე, თან ხვალ ისევ რეისში მივდივარ.
– რატომ, ახლა არ ჩამოხვედი?
– მარინამ მთხოვა, მის მაგივრად წავიდე რეისში... ბავშვი ჰყავს ავად.
– ცუდია... – მირიანი გვერდით მიუჯდა და ხელი მუხლზე დაადო. – ვიფიქრე, ორი-სამი დღით სადმე წავიდოდით. ცოტას დავისვენებდით. მერე ერთი თვით მივდივარ მივლინებაში.
– ჰო? კარგი იქნებოდა, მართლა, ორი-სამი დღით... აუზი, სასტუმრო, რელაქსი... მაგრამ მარინას უარს ვეღარ ვეტყვი. დავპირდი.
– რა გაეწყობა, – მირიანმა მეორე მუხლზეც დაადო ხელი. მერე ორივე ხელით თავისკენ მოქაჩა და დივანზე გადააწვინა...
ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა თიკო პატარა ჩემოდნით მირიანის ფეშენებელური ბინიდან გამოვიდა. ჩვეულებრივ, ავიაკომპანიის მანქანა აკითხავდა ხოლმე. ამჯერად, რადგან მისი ცვლა არ იყო და მძღოლისთვის დარეკვა დაავიწყდა, რომ არ დაგვიანებოდა, ტექსის გამოძახება დასჭირდა. აეროპორტისკენ მიმავალი მირიანის წინადადებაზე ფიქრობდა. ეს ამბავი კარგად ენიშნა. ადრეც ყოფილან ერთად ქალაქგარეთ სასტუმროში, მაგრამ წინა ღამის კაცისგან წამოსული ინიციატივა სხვანაირად მოეჩვენა. „ეტყობა, უნდა, ცოლობა მთხოვოს და ამიტომ მეპატიჟებოდა. რაღა ახლა გაუხდა ავად მარინას ბავშვი. რა გამოვიდა, მე ჩამოვალ და ის წავა. რა თქვა, ერთი თვით მივდივარო? ესე იგი, კიდევ გადაიდება. თითქმის ერთი წელია, ერთად ვართ და საამისოდ ძლივს მომწიფდა სიტუაცია. მირიანის ამბავი რომ ვიცი, მეორედ კიდევ როდის დადგება ამ განწყობაზე... უცნაური ტიპია მირიანი – ცოტათი უემოციო, თუმცა ვუყვარვარ თავისებურად, მაგრამ მაინც... ვიცი, რომ ზოგჯერ საშინლად უემოციოა, თუმცა უარესებიც არსებობენ. სამაგიეროდ, მის გვერდით სტაბილურობის განცდა მაქვს. ეს კი მნიშვნელოვანია...“
  თიკოს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ  მისი ილუზიები მირიანთან მიმართებაში რამდენიმე საათის შემდეგ რადიკალურად შეიცვლებოდა, ყველაფერი ხელის ერთი მოსმით დაინგრეოდა. შეიძლება, ეს სულაც ამინდის ბრალი იყო, რომელმაც არ გაითვალისწინა მირიანის „სათუთი“ გრძნობები და საიდუმლო არ შეუნახა.
  აეროპორტში ექვსსაათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ ავიაკომპანიის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რისკზე არ წასულიყვნენ და რეისი კიდევ ოთხი საათით გადაედოთ. ამასობაში მარინას ბავშვსაც დაუკლო სიცხემ. თიკოს დაურეკა, შემიძლია, მოვიდე და ჩვეულებრივ შევასრულო ჩემი მოვალეობაო. თიკოს ისე გაუხარდა, ანგარიშმიუცემლად დასტაცა ხელი ჩემოდანს და პირველივე ტაქსი გააჩერა. ალბათ, აჯობებდა, ჯერ მირიანისთვის დაერეკა... უსიამოვნებას თავიდან მაინც ვერ აიცილებდა, მაგრამ რაღაც დროით გადადებდა.
... იცით, რა გვტკენს გულს ყველაზე ძალიან? იმედგაცრუება. როცა კონკრეტულ ადამიანზე ან მოვლენაზე დიდ იმედს ვამყარებდით. სირაქლემას პოზაში  ისე ვყოფილვართ, ვერც კი მივმხვდარვართ. რატომ ვაბრალებთ ხოლმე ადამიანები ჩვენი სისულელეებით გამოწვეულ პრობლემას უიღბლობას? თუ ერთხელ მაინც ყველაფერზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავიღებთ, ბედნიერებასაც ვიპოვით და თავისუფლებასაც...
ფიქრებში გართული, ისე მიუახლოვდა მირიანის პრესტიჟულ სახლს, რომ ვერც მიხვდა. ფეშენებელურ კორპუსს ლამის რომ გასცდა, მაშინღა წამოიყვირა. მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა და თავისთვის, უკმაყოფილოდ რაღაც ჩაილაპარაკა. ამინდი ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. ცივი წვიმის წვეთებმა და ქარმა სახე აუწვა თიკოს. ჩემოდანს ხელი სტაცა და სადარბაზოსკენ სირბილით გააგორა. კარისკაცმა რაღაცნაირი თანაგრძნობით შეხედა, როცა კარს უღებდა. თიკოს კი ერთი სული ჰქონდა, მირიანს როდის ეტყოდა, რომ ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა. რომ ახლა დრო ჰქონდა და შეეძლო, მასთან ერთად უიქენდი გაეტარებინა... მაგრამ...
გასაღები მაინც რომ არ ჰქონოდა...
  საძინებელი ოთახის ზღურბლზე მეხდაცემულივით იდგა, გაშეშებული, გამშრალი და გაფითრებული (მეხის დაცემა იყო ის, რაც დაინახა). ცოტა შორს რომ წავიდეთ, ანუ ფირივით უკან რომ გადავახვიოთ თიკოს ცხოვრების ერთი პერიოდი, აღმოვაჩენთ, გოგოს, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში თითქოს ემეგობრებოდა... ეს მეგობრობა არც იყო, უფრო კომუნიკაცია იყო, მოდელობას რომ აპირებდა, აი, მაშინდელი. მირანდას მთავარი ღირსება მისი უგრძელესი ფეხები იყო და შთამბეჭდავი მკერდი. გონებრივი შესაძლებლობები კი – ზუსტად უკუპროპორციული ამ ღირსებებისა. მერე თიკო დიდხანს ახსენებდა, როდის ან როგორ მოახერხა მირანდამ მირიანთან დაახლოება. ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ, რომელიღაც ახალი ბრენდის პრეზენტაციაზე. მირანდამ შენიშნა პირველმა და მისკენ გამოკეკლუცდა. ერთმანეთი მოიკითხეს. მირიანი გააცნო – ისე, ზოგადად. დარწმუნებულიც კი იყო, რომ მისმა პარტნიორმა დიდად ვერც შეამჩნია გოგო. მოტყუვდა და ახლა ამის შედეგს საკუთარი თვალით ხედავდა.
მირანდამ ხმადაბლა წამოიკივლა და ზეწარი თავზე წაიფარა. მირიანი ოდნავ გაწითლდა, მაგრამ არც დაბნეულა და არც თავის მართლება დაუწყია. თიკოს თვალი თამამად გაუსწორა და მშვიდად წარმოთქვა.
– ძალიან გთხოვ, ისტერიკა არ ატეხო. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ახლა ეს წავა და ჩვენ დავილაპარაკოთ.
– სალაპარაკო არაფერია. მე მე მივდივარ... – თიკოს ცრემლები ახრჩობდა. მისთვის სულერთი იყო, ვინ იქნებოდა მირანდას ადგილას. „ეს, ალბათ, სულ მღალატობდა, უბრალოდ, მე შტერი ვერაფერს ვხვდებოდი“, – გაიფიქრა და გული მოუკვდა. ერთი ხელი ისევ ჩემოდნის სახელურზე ჰქონდა ჩავლებული.
– სისულელე არ გააკეთო და არ წახვიდე. ეს ის არ არის, რასაც ფიქრობ. იმის თქმა მინდა, რომ სერიოზული არაფერი ხდება. შენთან ყველაფერი სხვანაირადაა.
– ჰო, რა თქმა უნდა, სხვანაირადაა, – თიკომ დაუფარავი სიძულვილით შეხედა მირიანს. მერე მზერა მირანდაზე გადაიტანა, – იცოდე, ეს საზიზღარი ტიპი შენც მიგატოვებს...
მირანდამ წამწამები დაახამხამა.
– მე... მე.. თიკო... მე შენი წყენინება არ მინდოდა, გეფიცები.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3