კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 17 ნოემბერს, დილის 6 საათზე. რომელი პროფესია ავირჩიო, რომ წარმატებული ვიყო?
პასუხი: თქვენთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, საგამოძიებო საქმე, მედიცინიდან – რეანიმატოლოგია, გინეკოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა. პედაგოგიკა, ფილოსოფია და ფსიქოლოგია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2007 წლის 29 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე. რომელი პროფესიებია, მისთვის სასურველი და მიაღწევს თუ არა წარმატებას უცხოეთში?
პასუხი: პროფესიებიდან მისთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგია, აუდიო, მობილური, ვიდეო და ზოგადად, საკომუნიკაციო სისტემები, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პედიატრია. რაც შეეხება უცხოეთს, ის მისთვის დიდი წარმატების მომტანი არ არის. თუმცა, არც ცუდია. შეუძლია, ძალები მოსინჯოს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ მხარეში, ჰოლანდიაში, თურქეთში, პოლონეთში, რუსეთში, კანადაში, სლოვაკეთში. ეს ქვეყნები განსაკუთრებით მისაღებია მისთვის.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 25 მარტს, დილის 7 საათზე. რომელი სფეროა ჩემთვის მისაღები და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან იქნება ჩემი ქორწინება ბედნიერი?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებულია შემდეგი სფეროები: გასართობი ინდუსტრია, საკუთარი კაზინო ან რესტორანი, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო ან საგამომცემლო ინდუსტრია, ხელოვნება, დიზაინი, არქიტექტურა, კოსმეტიკური საქმიანობა, იურისპრუდენცია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია. სასიყვარულო პარტნიორად კი, თქვენთვის კარგია ურთიერთობა თევზების, სასწორის, მშვილდოსნის, მერწყულის, ტყუპების ან ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.
კითხვა: დავიბადე 1966 წლის 11 ივნისს. უცხოეთის რომელ ქვეყანაში მირჩევთ წასვლას, სად უფრო გამიმართლებს?
პასუხი: თქვენთვის უცხოეთი კოსმიური მისია არ არის, თუმცა არც ცუდია – საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: პოლონეთი, უკრაინა, კვიპროსი, ირლანდია, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, ბელგია, მოლდოვეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილოეთი ნაწილი, ბულგარეთი, ისრაელი, დანია, გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, კუნძულები კორსიკა და სიცილია, ასევე, ნორვეგია, კუბა, შვედეთის დასავლეთი ნაწილი, მექსიკა, უნგრეთი.
კითხვა: დავიბადე 1971 წლის 22 დეკემბერს. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: თქვენ რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, სწორად უნდა აირჩიოთ ის სფერო, სადაც იმოღვაწევებთ. მაგალითად, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივიანობა. თქვენს კარმულ მისიას უკავშირდება ასევე ის, რომ წარმოაჩინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. იყოთ მშვიდობისმოყვარე, დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, დიპლომატიას. დაიცავით სამართლიანობა, ეცადეთ, გქონდეთ სტაბილური პარტნიორული ურთიერთობა.
скачать dle 11.3