კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 რომელი დაავადების დროს რომელი ქვის სამკაული უნდა ატაროთ

  ასტროლოგიურ ქვებს აქვთ უნარი, ზემოქმედება მოახდინონ ადამიანის ორგანიზმზე და კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ იმოქმედონ. მკურნალის ენერგია ყველა ქვას არ გააჩნია, ამიტომ, თუ გეცოდინებათ რომელი ქვა რომელ დაავადებას ებრძვის, ადვილად შეძლებთ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას. ზოგადად, ასტროლოგიური ქვები პლანეტების ენერგეტიკასა და ვიბრაციას ფლობენ და ამის საშუალებით შეუძლიათ, განკურნონ ბევრი დაავადება. მათი აურა კი სხეულის ბალანსს აღადგენს.
  აქატი – ამ ქვის ტარება ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებს, ებრძვის ვირუსებს, მფლობელს დიდი ხნით უნარჩუნებს ჯანმრთელობას და ორგანიზმში სასიცოცხლო ძალებს აღადგენს.
  ამეთვისტო – ამ ქვის ტარება ორგანიზმში სტრესსა და დაძაბულობას ხსნის.
  ლაზურიტი – ეხმარება ადამიანს უძილობის დაძლევაში, ებრძვის კანისა და სისხლის დაავადებებს.
  ზურმუხტი –  აღადგენს და აძლიერებს ძვლოვან ქსოვილს.
  ტურმალინი – ნდობისა და სიმტკიცის ქვაა, ადამიანიდან განდევნის შიშებსა და უარყოფით აზრებს.
  ფირუზი – ხელს უწყობს თირკმლის დაავადებისგან განკურნებას. უებარი დამხმარეა მაღალი არტერიული წნევის, დიაბეტის დროს.
  წითელი მარჯნის სამკაულის სახით ტარება სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებიც სისხლის დაავადებების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, რადგან მისი სხეულთან კონტაქტისას, ქვის წითელი ენერგია ორგანიზმში აღწევს.
  მთვარის ქვა – მისი ტარება კარგია ფსიქიკური დარღვევებისა და გასტრიტის დროს.
  აქვამარინი – ასუფთავებს გონებას, ახდენს ემოციების ბალანსს, კარგია გულისა და სისხლძარღვების დაავადების დროს.
  ავანტიურინი – კარგია ძვლებისა და სახსრების გასამაგრებლად. ავითარებს ინტუიციას და ხსნის სტრესს, ასევე, იცავს ორგანიზმს უარყოფითი ენერგიისგან.
  ქრიზოპრაზი – ააქტიურებს გულის ჩაკრას, ხსნის გულის შეტევებისა და ინსულტის რისკებს.
  ციტრონი – არეგულირებს წნევას და ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით ავსებს.
  კვარცი – ხსნის გაღიზიანებასა და დაძაბულობას, კარგია კანის დაავადებების სამკურნალოდ.
  მარგალიტი – ჯანმრთელობის დამცველი და ენერგიის მომცემი ქვაა. მისი ტარება კარგია დეპრესიული ადამიანებისთვის. ეს ქვა ასუფთავებს უარყოფით ენერგიულ ჩაკრას და ხელს უწყობს ორგანიზმში პროცესების გააქტიურებას.
  ვეფხვის თვალი – ხელს უწყობს სხეულისა და ემოციების დაბალანსებას, აწესრიგებს მეტაბოლიზმს.
  მალაქიტი – წმენდს ჩაკრებს ორგანიზმში, კარგია მისი ტარება რეპროდუქციული პრობლემების მოსაგვარებლად.
скачать dle 11.3