კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ ამოვიცნოთ ჰიპოგლიკემია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ადამიანის ორგანიზმს, განსაკუთრებით, თავის ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სისხლში შაქრის მუდმივი შემცველობა სჭირდება. ჰიპოგლიკემია სისხლში შაქრის დაბალი შემცველობაა. ჰიპოგლიკემიას უფრო და უფრო ხშირად იხსენიებენ საუკუნის დაავადებად. წინათ ითვლებოდა, რომ ის მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით, სიმსუქნით, პანკრეასის პათოლოგიებითა და ალკოჰოლიზმით დაავადებულებს ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო წლების გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჰიპოგლიკემია საკმაოდ ხშირად ვითარდება მრავალი ქალური დაავადების (უწინარეს ყოვლისა, წინარემენსტრუაციული სინდრომისა და სარძევე ჯირკვლების პათოლოგიის) ფონზე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია დამოკიდებულია საკვების შემადგენლობასა და ორგანიზმის იმ სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რომლებიც სისხლში შაქრის კონცენტრაციის მოწესრიგებაში მონაწილეობს. ჰიპოგლიკემია შეიძლება, ნებისმიერ მათგანში მომხდარმა დარღვევამ გამოიწვიოს.
  ქალებს სისხლში შაქრის შემცველობის დეფიციტი არასწორი კვების (დიეტების) გამო ჯერ კიდევ მოზარდობისას უყალიბდებათ. მოწიფულ ასაკში დაავადების განვითარების პროვოცირებას მეტწილად სიმსივნური დაავადებები, ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები განაპირობებს.
ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის გავრცელებული მიზეზებია:
* შაქრის დამწევი საშუალებების დოზის გადაჭარბება (ტექნიკური შეცდომა ინსულინის შეყვანისას, ინიექცია სხეულის ისეთ ნაწილში, საიდანაც ინსულინი უკეთ შეიწოვება, ინსულინის შეყვანა ან ტაბლეტების მიღება ორჯერ);
* კვების გამოტოვება ან ნახშირწყლების (პურის ერთეულებით) მცირე ოდენობით მიღება, ინსულინის ინიექციებსა და კვებას შორის დიდი ინტერვალი;
* ჩვეულთან შედარებით მომატებული ფიზიკური აქტივობა (განსაკუთრებით – სპორტული);
* ალკოჰოლის მიღება.
გარდა ამისა, განასხვავებენ:
* ალიმენტურ (კვებით) ჰიპოგლიკემიას, რომელიც ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ და გამოწვეულია გლუკოზის შეწოვის დარღვევით;
* გვიან ჰიპოგლიკემიას ანუ შეყოვნებულ ინსულინურ რეაქციას, რომელიც მოზრდილთა დიაბეტის ადრეულ სტადიებში გვხვდება;
* ჰორმონულ ჰიპოგლიკემიას, რომელიც გამოწვეულია ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის უკმარისობით;
* ფუნქციურ ჰიპოგლიკემიას (მისი მიზეზი დაუდგენელია).
  შედარებით იშვიათად ჰიპოგლიკემიის მიზეზი შეიძლება, იყოს პანკრეასის სიმსივნე, ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება. სისხლში შაქრის მკვეთრი დაცემა შესაძლოა, ორსულობამ, ფაღარათმა, შიმშილმა ან ხანგრძლივმა ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს. ქალებს ჰიპოგლიკემიის შეტევები განსაკუთრებით მენსტრუაციის წინა პერიოდში აწუხებთ (ზოგს არასასიამოვნო შეგრძნებები მენსტრუაციამდე 10 დღით ადრეც ეწყება).
ზოგჯერ ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ჰიპოგლიკემიის მთავარი სიმპტომია მუდმივი დაღლილობა: რაც უფრო მეტს ისვენებს ადამიანი, მით უფრო მეტად იღლება და ითენთება. დღისით ძლივს დგას ფეხზე, ღამით კი უძილობა აწუხებს. სხვა ნიშნებია: თავბრუ, კანკალი, მხედველობის გაორება, თვალთ დაბნელება, მოუსვენრობა, ხასიათის შეცვლა, გულისცემის გახშირება, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გაძლიერებული ოფლდენა, კუნთების სისუსტე და ადვილად დაღლა, ჩხვლეტის შეგრძნება ტუჩებსა და თითებში.
скачать dle 11.3