კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ჟოლოს სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ჟოლოს სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ის გამოიყენება გრიპის, გაციების სამკურნალოდ, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას, აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას და სხვა.
  ჟოლო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კენკრაა, მას ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ და ამბობენ, რომ კიბოს უჯრედებსაც ებრძვის.
  ჟოლოსგან ამზადებენ სიროფს სხვადასხვა წამლის გემოს გასაუმჯობესებლად. ნაყოფი შეიცავს 10 პროცენტამდე შაქარს, 2 პროცენტამდე ორგანულ მჟავას, C, A, B ვიტამინებს. მისგან ამზადებენ მურაბას, კომპოტს, სიროფს, მარმელადს, ლიქიორს, ღვინოს, გამაგრილებელ სასმელებს.
  გაციების დროს ოფლის მოდენის მიზნით დასალევად ამზადებენ ნაყოფის წყლით გამონაწვლილს: 2 სუფრის კოვზ ხმელ ნაყოფს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. 20 წუთის შემდეგ ფილტრავენ და 2-3- ჭიქას სვამენ 1-2 საათის განმავლობაში.
  ჟოლოს ფოთლებში აღმოჩენილია ნაწლავებისა და საშვილოსნოს მუსკულატურის მასტიმულირებელი და სპაზმოლიტური მოქმედების ნივთიერებები.
  ფოთლების ნახარშს ხალხურ მედიცინაში იღებენ ხველის, ყელის ტკივილის, ციებ-ცხელების დროს, ხოლო გარეგან სახმარად – ფერისმჭამელებისა და მუწუკების მოსაცილებლად. ყვავილების ნახარშით კი წითელ ქარსა და თვალის ანთებას მკურნალობენ. ახლად შეგროვილი ნაყოფის ჭამას ურჩევენ ეგზემის მკურნალობისთვის.
  ტიბეტურ მედიცინაში ფოთლების ან ნაყოფების გამონახარშს ურჩევენ ნევრასთენიის, ნევრიტის დროს და სიცხის დამწევ საშუალებად.
ჟოლოს ფოთლები რეკომენდებულია, როგორც შემკვრელი საშუალება ფაღარათის დროს.
  ჟოლოს სიცხის საწინააღმდეგო თვისება კუჭ-ნაწლავის კატარის დროსაც ვლინდება. მასვე ურჩევენ კუჭში სისხლჩაქცევის, მენორარგიის, სასუნთქი ორგანოების დაავადებისა და კანზე გამონაყრის სამკურნალოდ.
  ყველა ამ შემთხვევაში იყენებენ წყლით გამონაწვლილს: 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (გაციებისას სვამენ ცხელ მდგომარეობაში). მასვე იყენებენ პირსა და ყელში გამოსავლებად ღრძილებისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ.
ბავშვისთვის ჟოლოს წვენის მიცემა უკვე 5-6 თვიდან შეიძლება, თავიდან – 4-5 წვეთის, მერე თანდათან გაზრდით რამდენიმე კოვზამდე (პედიატრთან შეთანხმებით). ჟოლოს წვენი ასევე, კარგია რაქიტის სამკურნალოდ, მასში შემავალი ოქსიოდანტები ხელს უწყობს ბავშვის ჩასახვას, კარგია ორსულობის დროს.
  ჟოლო, ბევრი სხვა კენკროვანისაგან განსხვავებით, თერმული დამუშავებისას სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. სწორედ ამიტომ ჟოლოს მურაბა ოდითგანვე სურდოსა და გაციების დროს უებარ საშუალებად ითვლებოდა. იმისათვის, რომ ჟოლომ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებები შეინარჩუნოს, სასურველია, მურაბის მოხარშვის პროცესში ნახევარი ჭიქა ახალგამოწურული ჭარხლის წვენი დაუმატოთ. ასე მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები არ დაიშლება და პირველადი სახით შენარჩუნდება.
скачать dle 11.3