კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 „ფორსაჟი“ – სეპარატისტულად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ გეოგრაფიაში ორიანი!

  მას შემდეგ, რაც ოსმა სეპარატისტებმა ულტიმატუმი წამოგვიყენეს – „იუჟნაია ოსეტიას“ „გოსგრანიცა“ დაარღვიეს ქართველებმა და საგუშაგოს იშენებენო და, თუ არ დაანგრევენ, ყველა ზომას გამოვიყენებთო, თანაც - კანონით მინიჭებულსო (და მერე რა, რომ ამ „კანონს“ რუსის ტანკები უქმნიან), ოსურ სოცქსელებში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, რასაკვირველია, „მტრედი“ სეპარატისტების „ფაშისტი“ ქართველებსგან თავდაცვისა და ქართველებისთვის ჭკუის სწავლების მიმართულებებით.
  საქმე იქამდეც კი მივიდა (არადა ჩვენს დე-ფაქტო ტერიტორიაზე მაინც, რასაც გვინდა, იმას ავაშენებთ), რომ სეპარატისტებმა საერთაშორისო დამკვირვებლები მოითხოვეს (ანუ ალაგ-ალაგ დასავლეთი, ვინაიდან საერთაშორისო დამკვირვებლებს აგერ უკვე 10 წელზე მეტია, ცხინვალთან არ აკარებენ, ცხადია, იმიტომ რომ მათ არ დაინახონ თვალნათლივ სეპარატისტ-ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულები, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ გვაბრალებენ) იმის საჩვენებლად, რომ ქართველები არღვევენ საერთაშორისო შეთანხმებების პირობებს.
  მეორე მხრივ, იმთავითვე ცხადი იყო, თვით იმ რუკებითაც კი, რომლებითაც ოკუპანტები და სეპარატისტები „იუჟნაია ოსეტიას“ „გოსგრანიცას“ ავლებენ, საგუშაგოს იმ სოფელში ვაშენებდით, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ამდენად, უსაფუძვლო აჟიოტაჟი გარკვეული მიზნით შეიქმნა, დიდი ალბათობით, საქართველოს ხელისუფლების, საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების რეაქციის მოსასინჯად.
  ულტიმატუმს რომ სადაზვერვო მიზანი ჰქონდა, ისიც მიანიშნებს, რომ მაშინვე დაივიწყეს (როგორც კი თბილისმა არ შეასრულა), უფრო მეტიც, თავადვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 4 სექტემბერს ოსი „დეპუტატები“ ადგილზე გაეცნენ ვითარებას და დაადგინეს, რომ ქართული საგუშაგო შენდება მათი „გოსგრანიციდან“ 50 მეტრის მოშორებით, ოღონდ შეშფოთებით შენიშნეს, რომ ასე ახლოს ქართული ბლოკპოსტის განთავსება „საფრთხეს“ უქმნის მათ „სახელმწიფოს“ (ცხადია, საფრთხეს შეუქმნის უპრაგონოდ ქართველების გატაცებას).
  იმის გათვალისწინებით, რომ კარგა ხანია, ვიცით სეპარატისტთა სიმამაცისა და ქართული მიწით გაუმაძღრობის სული და გული რუსის ტანკებია და იმისიც,  რომ მუდმივად რუსის ტანკი იქ ვერ იდგება, ზედაც – ჩრდილო კავკასიელებთან რთული ურთიერთობის ფონზე, ბრმისთვისაც ნათელია, რომ კავკასიიდან რუსის გასვლის შემდეგ როგორც კავკასიონს იქით, ისე აქეთ ოსები მარტოდმარტონი რჩებიან. ჰოდა, „გოსგრანიცაზე“ ჩხირკედელაობის ნაცვლად, უმჯობესია, დაფიქრდნენ, რა შედეგი შეიძლება, მოუტანოს მათ ქართველებთან ხიდების დაწვამ არც თუ შორეულ მომავალში!


скачать dle 11.3