კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 მითბუნებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

„არ ხიბლავს, მაგრამ ეშინია“?!

  მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში ხმის უფლება დაიბრუნეს (რუსეთის ფედერაციას ვგულისხმობ) და მერე რა, რომ ბლომად ფულიც დახარჯეს, პრ. პუტინი საერთაშორისო სარბიელზეც გამოჩნდა.
  იქით ტრამპი შეეხუმრა, აქეთ – მაკრონი და ლამის „დიდ რვიანშიც“ კი მიიპატიჟეს, იმის პარალელურად, რომ პრეზიდენტ ერდოღანთან აქვს ისეთი სიამტკბილობა და აღებმიცემობა, ერთმანეთის რაკეტებიც  რომ ჩაუცვივდეთ თვალებში, თითსაც არ ამოისვამენ. თანაც – ყირიმიც ისევ ანექსირებული აქვს, დონბასსა და ლუგანსკშიც თვითაღიარებულებს ეხმარება და ჩვენი ტერიტორიები ხომ აქვს და აქვს ოკუპირებული.
  მართალია, რიგით უწევდა, მაგრამ ამავე კონტექსტისაა, რომ სექტემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის როლს რუსეთი შეასრულებს (მანამდე პოლონეთი უძღვებოდა), მაგრამ მაინც ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოების სრულუფლებიანსა და სრულფასოვან წევრად აღიარებენ.
  აქედან გამომდინარე კი, ვვარაუდობ (სულო ცოდვილო!), რომ, როგორც ჩანს, ჭრის რუსული საყველპურო თეზა (ქმარი გირტყამს, ესე იგი, უყვარხარ), იმიტომ რომ, რაც მეტად თავნებობს, მით მეტად ეთბუნებიან.



скачать dle 11.3