კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 „ბოლივუდიდან“ „ჰოლივუდამდე“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ჰუმანიზმის ხიბლი

  ისევ და ისევ არა ჩვენი დამსახურებითა და ძალისხმევით, არამედ ბუნებრივად, საქართველოს პეიზაჟებითა და ხედებით არა მხოლოდ „ბოლივუდი“, არამედ „ჰოლივუდიც“ კი დაინტერესდა თბილისის ქუჩებით (იმას გარდა, რომ იაფიც ვუჯდებით) და, მართალია, თბილისის ქუჩებში უკვე მინავლდა ვნებათაღელვა „ფორსაჟის“ გადაღებების გამო, მაგრამ მე ცოტა სხვა რამ მინდა, გიამბოთ.
  იმ მარტივი მიზეზით, რომ ქუჩის ძაღლები გადაღებების ადგილებიდან თავშესაფარში გადაიყვანეს, „ფორსაჟი 9-ის“ რეჟისორი სპირო რაზატოსი და გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრი ხელდამშვენებულნი ესტუმრნენ. გადასაღები მოედნიდან მათივე უსაფრთხოების მიზნით დროებით გადაყვანილ ძაღლებთან ერთად, სხვა ცხოველებიც მოინახულეს, სააგენტოს მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნენ და ოთხფეხებს სათამაშოები და საკვები მიუტანეს.
  გილიოტინაზე შემიძლია, დავდო თავი, რომ მსგავსი იდეა არც ერთი ჩვენი თანამოქალაქის თავში არც კი გაკრთებოდა, არათუ მომწიფდებოდა და შემდეგ ქმედებაში გადავიდოდა. რაც აჩენს ეჭვს (სხვა მიზეზებთან ერთად), რომ, თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ ბუნებისადმი მოპყრობას, არც ისაა გამორიცხული, რომ ვაჟა-ფშაველა ჩამოგვართვან.


скачать dle 11.3