კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რატომ ვერ ეგუებოდა საკუთარ სხეულს ნუკი კოშკელიშვილი და რა აკვიატებისთვის სთხოვდა მას ქმარი თავის დანებებას

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ნუკი კოშკელიშვილი  ზაფხულს ყოველწლიურად საქართველოში ატარებს. ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია და ოჯახთან ერთად მთელი სეზონი საქართველოს სხვადასხვა მხარეში გაატარა. მისი ოჯახური იდილიისადმი ინტერესი ყოველთვის დიდია, ამიტომ ნუკისა და ბენის წყვილი გამუდმებით ყურადღების ცენტრშია. ერთი წლის წინ მათ ოჯახს ახალი წევრი, პატარა ოლივერი შეემატა (ფოტოები ეკუთვნის Ninuca photography-ს).
  ნუკი კოშკელიშვილი: ოლივერის დაბადების შემდეგ, ხანდახან ვერ ვხვდები, ეს ერთი წელი უცებ გავიდა თუ, პირიქით – ნელა. უცებ, ალბათ, იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვი გაიზარდა და თავისი ხასიათითა და ყველაფრით უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია. ნელა, იმ მხრივ, რომ ველოდებოდი, როდის დაიწყებდა გვერდზე გადაბრუნებას, ხოხვას, სიარულს და ასე შემდეგ. ამ ერთმა წელმა ძალიან შემცვალა, სულ სხვა ადამიანი ვარ. შევიცვალე შინაგანად, აზროვნებით, გონებით, პრიორიტეტებით. ოლივერი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა ჩემთვის. ვიდრე ბავშვი გამიჩნდებოდა, მანამდე ვფიქრობდი, როგორც „ციგნის ბავშვებს“ ზრდიან, მეც ისე გამეზარდა ჩემი შვილი, რომ ჯანმრთელი და ძლიერი ყოფილიყო. მაგრამ რეალობა სულ სხვანაირი ყოფილა, ყველაფერს ძალიან  ემოციურად ვუდგები – რომ  დააცემინებს ხოლმე, ცუდად ვხდები.
– თავიდან მარტოს გაგიჭირდა ბავშვის მოვლა?
– მიუხედავად იმისა, რომ სულ ბავშვებთან მქონდა შეხება, გამიჭირდა. მყავდა პატარა და და ჩემთვის არ იყო სიახლე პამპერსის გამოცვლა, ბავშვის მოვლა... თურმე, შენი საკუთარი შვილი სულ სხვა რამ არის. არის მეორე მომენტიც, როცა მარტო ხარ და მარტო ზრდი, ყველაფერი გიმარტივდება იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად იცი, რა დროს რა უნდა გააკეთო, შენს ნებაზე გაქვს ყველაფერი მოწყობილი. ამერიკაში სახლი მთლიანად გადავაკეთე და ყველაფერი ბავშვის საჭიროებებს მოვარგე – ღობეებიც კი მქონდა ოთახებში გაკეთებული, რომ უსაფრთხოდ ეხოხა, ევლო, შესაბამისად, მეც მშვიდად ვიყავი და არ მეშინოდა. თბილისში კი ასე არაა, მაგრამ ძალიან ბევრს ნიშნავს დამხმარე. აქ მაქვს შესაძლებლობა, ბავშვის გარეშე გავიდე გარეთ, თუნდაც ოთახიდან ოთახში. ყველას მინდა ვუთხრა, რომ თუ დამხმარე გყავთ, დედა, დედამთილი თუ სხვა, აუცილებლად გააჩინეთ შვილები. ბავშვზე კარგი და სასწაული ამქვეყნად არაფერია.
– ბენი როგორი მამაა? რამდენად ჩართულია ბავშვის მოვლაში?
– ფანტასტიკური მამაა. ბენი ჩართულია ყველაფერში, რაც კი ბავშვს უკავშირდება. ისევე უვლის ოლივერს და უკეთებს ყველაფერს, როგორც მე. მისთვის არ წარმოადგენს პრობლემას პამპერსის გამოცვლა, ბავშვის ბანაობა, გასეირნება და ასე შემდეგ.
– ამ ყველაფერს მის მოვალეობადაც თვლი თუ მიიჩნევ, რომ ბავშვის გაზრდაში გეხმარება?
– არა, ეს არ არის დახმარება, ეს არის მოვალეობა, რომელიც მშობელმა შვილის წინაშე უნდა შეასრულოს. მართალია, ძირითადი საქმე, რაც ბავშვს ეხება, მე მაკისრია და ეს, შეიძლება ითქვას, ჩემი სამსახურია, მაგრამ ბენი ყველაფერში აქტიურადაა ჩართული, არა იმიტომ, რომ მე დამეხმაროს, არამედ, როგორც მამა. არის შემთხვევა, როცა ბავშვის დატოვება მჭირდება ან რამე მსგავსი, ამაზეც არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
– ორსულობის დროს წონაში მოიმატე და ძალიან განიცდიდი, თუმცა ახლა შესანიშნავად გამოიყურები. დიეტის დამსახურებაა?
– კი. 22 კილოგრამი მქონდა მომატებული და 3 კილოგრამი დამრჩა, ჩემს წონას, რომ დავუბრუნდე. ჯამში, ერთი წელი დამჭირდა, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავი. ძალიან განვიცდიდი, რადგან ჩემს ახალ სხეულს ვერ ვეგუებოდი. თან, ბევრი ქალი ვიცი, რომელმაც მომატების შემდეგ წონა ვეღარ დაიკლო და ესეც მაშინებდა. ახლა კი ვფიქრობ, რომ სულ ტყუილუბრალოდ ვნერვიულობდი და ისეთი მძაფრი რეაქცია არ უნდა მქონოდა. დავიკელი ნელა, რადგან ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა. ვცადე სხვადასხვა დიეტები, თუმცა ყველაზე მეტად სწორმა კვებამ გაამართლა და შედეგი მომცა. თუ სწორ კვებას ვარჯიშსაც შეუთავსებთ, ბევრად კარგი იქნება, მაგრამ მე არ შემიძლია ვარჯიში. დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ არასწორი მესიჯი გავუგზავნე საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მშობიარობის შემდეგ ქალს რომ წონა რჩება, რაღაც პერიოდი ეს ბუნებრივია და ამას არ სჭირდება პანიკა, უბრალოდ, მაშინ სტრესის ქვეშ ვიყავი. პირიქით, ამ დროს უნდა წაახალისო ადამიანი, რადგან დროთა განმავლობაში აუცილებად დაიბრუნებ შენს წონასა და ფორმებს.
– ბენის როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამასთან დაკავშირებით?
– ბენი ყოველთვის მეუბნებოდა, რა გინდა საკუთარ თავთან, მშვენივრად ხარ და შეეშვი ამ აკვიატებასო.
ეს მისთვის ცოტა სასაცილოც კი იყო. კიდევ კარგი, ნახევარზე მეტს ვერ იგებდა, რა სტატუსებს ვაქვეყნებდი წონასთან დაკავშირებით (იცინის).
– ბავშვის დაბადებამ შეცვალა თქვენი ურთიერთობა?
– მხოლოდ და მხოლოდ, უკეთესობისკენ. ახლა გვყავს საზრუნავი, რომელსაც ძალიან დიდი სითბო და სიყვარული სჭირდება, შესაბამისად, ჩვენც უფრო მეტ სიყვარულს გავცემთ ერთმანეთის მიმართ.
– მამაკაცები ეგოისტები არიან და ვერ ეგუებიან, როცა ბავშვს უფრო მეტ ყურადღებას უთმობ, ვიდრე მათ. თქვენს შემთხვევაში როგორაა?
– ზოგადად, ყველა კაცი ეგოისტია, მათ შორის, ბენიც, მაგრამ ჩემი ქმარი არ არის იმ ასაკში, რომ მსგავსი რაღაცები ვერ გაიგოს. მას კარგად ესმის, რომ ბავშვს სჭირდება დრო, ენერგია, ყურადღება. ბავშვის გამო რთული პერიოდი არ გვქონია. ურთიერთობა ეტაპებისგან შედგება. ამბობენ, კრიტიკული პერიოდი შვიდი წლის შემდეგ იწყებაო და ჩვენ ჯერ ოთხი წელია, რაც ერთად ვართ.
– ზაფხული საქართველოში გაატარეთ. როდის ბრუნდებით ამერიკაში?
– როგორც ყოველ წელს, წელსაც ზაფხული საქართველოში გავატარეთ და ბევრი ლამაზი და საინტერესო ადგილი მოვინახულეთ. სამჯერ ვესტუმრეთ კახეთს და უზომოდ კმაყოფილები ვართ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავათვალიერეთ. ვიყავით მარტვილში და ულამაზესი ოკაცეს კანიონი ვიხილეთ, გუდაური და ყაზბეგიც დავლაშქრეთ. ახლა გეგმაში გვაქვს თუშეთი და სვანეთი. ბევრი მეკითხება: რატომ არ მივდივარ უცხოეთში. რატომღაც ასეთი ხასიათი მაქვს, ჯერ ჩემი მინდა ვიცოდე და ვნახო და მერე წავიდე სხვაგან. ბენისაც მოსწონს და უყვარს საქართველო, ამიტომ ჯერ აქაც ბევრი გვაქვს სანახავი. რაც შეეხება ამერიკას, დაახლოებით, ათ დღეში ვბრუნდები. მივეჩვიე იმას, რომ უკვე იქაც ჩემი სახლია და მომენატრა იქაურობა.
– მუშაობას აპირებ თუ ბავშვის გამო წელსაც თავს შეიკავებ?
– ჯერ ოლივერი პატარაა და ვფიქრობ, თავს შევიკავებ. ცოტა რომ წამოიზრდება, მაგ საკითხს მერე მივხედავ.


скачать dle 11.3