კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ბუბა მირცხულავა: არსებობს გოგო, რომლის სიტყვა ჩემთვის კანონია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, 21 წლის ბუბა მირცხულავა, მიუხედავად პატარა ასაკისა, უცხო ადამიანებისთვის საკმაოდ ცნობილი და საყვარელი გახდა.  ხშირად უკვირთ, მისი გმირი ბაქარივით გამოწყობილი რატომ არ დადის ქუჩაში და სპორტულად ჩაცმულს რომ ხედავენ, გაოცებულები აკვირდებიან. ბუბა წელს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტს ამთავრებს და როგორც თავად ამბობს, უნდა, თავისი პროფესიით დაიწყოს მუშაობა. ახლახან მან მოპედი შეიძინა. მართალია, ამ ტრანსპორტის გამო, ნერვების ხარჯზე ფინანსები და დრო დაზოგა, მაგრამ დედის გინებაც „დაამუღამა“.
  ბუბა მირცხულავა: არის მიზეზი, რატომაც მიყვარს ზაფხულის პერიოდი და არის მიზეზი, რატომაც არ მიყვარს. არ მიყვარს იმიტომ, რომ სიცხე მაწუხებს და მიყვარს იმიტომ, რომ დასვენებისა და ძალების აღდგენის დროა, რუტინული ცხოვრების გადახალისების პერიოდი.
– სად და როგორ აღიდგინე ძალები და რუტინული ცხოვრება როგორ გადაიხალისე?
– ბათუმში დავისვენე. მარტო წავედი დასასვენებლად, მაგრამ მერე ჩემი ძმაკაცი ჩამოვიდა ოჯახით და მათთან ერთად ვიყავი. მუსიკა და სეირნობა – ეს იყო ჩემი დასვენება წელს. ზოგადად, არ მიყვარს ზღვის სანაპიროზე წამოწოლა და გარუჯვა. ძირითადად, ღამით დავდიოდი ქუჩებში და გრილ ჰაერს ვსუნთქავდი. ასე რომ, მე ენერგეტიკას ზაფხულის ღამისგან ვიღებ და არა მზისგან. ყველა მზეს ელოდებოდა, რომ წამოწოლილიყო და „დაზაგრულიყო“, მე კი ზღვიდან იმაზე თეთრი ჩამოვედი, ვიდრე რეალურად ვარ (იცინის).
– ალბათ, ყველა გცნობდა, გაჩერებდა და გესიყვარულებოდა.
– სხვათა შორის, ცნობადობასა და პოპულარობას დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეებიც აქვს. დადებითი ისაა, რომ ბევრი ადამიანის სიყვარულს ვგრძნობ და მათი ღიმილი მაბედნიერებს. მოდიან, გეხუტებიან, შენთან ფოტოს იღებენ... უარყოფითი კი ისაა, რომ ხანდახან გინდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მშვიდად ჯდომა, ფიქრი და ამის საშუალება არ გაქვს.
– ეს გასაგებია, მაგრამ ზაფხულის პერიოდი რომ გართობასთანაც და სასიყვარულო ფლირტაობებთანაც ასოცირება?
– როცა ვისვენებ, მაშინ ფლირტაობა და გოგოები არ „მოსულა“ (იცინის).
– ბუბა, ამ ზაფხულს მოპედი შეიძინე და ამით, მგონი, ბავშვობის ოცნება აიხდინე. რამდენად ხარ ექსტრემის მოყვარული და რა რეაქცია აქვს ხალხს, ჩაფხუტიანს რომ გხედავენ?
– ბავშვობიდან ზომიერად ექსტრემალი ვიყავი და ასეთად დავრჩი. მაგალითად, წელს „ციცინათელაში“ ვიყავი და ბევრ ატრაქციონზე ვერ დავჯექი, შიში ვერ დავძლიე და ვერ გავრისკე. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ველოსიპედი, მანქანა არასოდეს მყვარებია და არც ახლა მიყვარს. არ დამავიწყდება, ბავშვობაში ჩემს მეგობარს გამოვართვი „სკეიტბორდი“, ვერ დავიჭირე, გადავხტი, გამივარდა და გავუტეხე. ისე შემეშინდა, ექსტრემი კი არა, იმაზე ვფიქრობდი,ღმერთო, კიდევ კარგი მანქანას არ შევუვარდი-მეთქი. მოკლედ, როგორც გითხარით, არ მიყვარს მანქანა, ველოსიპედით შორ მანძილს ვერ გავივლიდი და მოპედის ყიდვა გადავწყვიტე. ჩაფხუტიდან დანახული მოძრაობა კი, სულ სხვა აღმოჩნდა (იცინის). ინდიელივით დავდივარ თბილისის გზებზე თავზე ჩაფხუტდახურული.
– ჩვენს გზებზე ეს ტრანსპორტი არ არის უსაფრთხო...
–  ისეთი საცობებია და ისეთებს აკეთებენ მძღოლები, ჯერ ერთი კვირაა, რაც დავჯექი და უკვე, დედის გინება დავიწყე და „დავამუღამე“.  დავაკვირდი და ეგრეთ წოდებულ, „პავაროტნიკებს“, ანუ ციმციმას, მძღოლების უმრავლესობა არ იყენებს და ეს დიდ საფრთხეს ქმნის გზებზე. მართალია, არ არის ადვილი მოპედით სიარული, მაგრამ დროისა და ფინანსების დაზოგვა, ნერვების ხარჯზე მომიწია (იცინის).
ყოველთვის ვცდილობ, დისტანცია დავიჭირო და ფრთხილად ვიარო. ჩაფხუტის მიღმა ასი ყური და თვალი გამოვიბი (იცინის). რაც შეეხება მოპედს და ცალ ფეხს სამარეში, არ აქვს მნიშვნელობა, რას მართავ – ფეხით მოსიარულესაც და მანქანის მძღოლსაც შეიძლება ისეთი შეემთხვეს, რომ ვერც წარმოიდგენს.
– ანუ ეს ყველაფერი ბედისწერის ამბავია?
– ბედისწერის ნაწილობრივ მჯერა. არჩევანს ჩვენ, ადამიანები ვაკეთებთ და რაც მოჰყვება მას, ბედისწერას მივაწერთ. არ აქვს მნიშვნელობა, რას მართავ, მთავარია, სიფრთხილე გამოიჩინო, წესები არ დაარღვიო და თუ შენივე დაუდევრობით რამე მოხდა, მერე ეს ბედისწერას არ დააბრალო. ძალიან მომწონს ჩემი მოპედი და იმედია, ერთმანეთის სიცოცხლეს გავუფრთხილდებით (იცინის).
–  სამეგობრომ თუ დაასველეთ და „მონათლეთ“ შენი შენაძენი?
– კი, როგორ არა. ვიყიდე თუ არა, იმ დღესვე დავასველეთ და „მოვნათლე“ სამეგობრო წრეში (იცინის).
– სერიალიდან გამომდინარე, ბევრს ფულიანი ჰგონიხარ და მათ იდეაში, შავ „ჯიპში“ უნდა იჯდე, მძღოლის გვერდით, გაჭიმული. რა რეაქციები აქვთ, მოპედზე შემომჯდარს რომ გხედავენ?
– კი, სერიალის გმირთან, ბაქართან მაიგივენებ, ბევრს ფულიანი ვგონივარ და უკვირთ (იცინის). ზოგი მწერს: ფული არ გიჭირს შენ და იქნებ ჩამირიცხო 50 ლარი „აჭარაბეთზეო“. შუქნიშანზე გაჩერებული ვიყავი, გვერდით მანაქანა ამომიდგა, მძღოლმა მომისიგნალა და გადმომძახა: მაგარი მსახიობი ხარ,
გამიკვირდა, მოპედით  რომ დაგინახე, შავი „ჯიპის“ მძღოლად, შარვალ-კოსტუმში  ჩაცმულს აღგიქვამდიო (იცინის). თან, ჩაფხუტს რომ მოვიხსნი და თმაგაწეწილს დამინახავენ, ფიქრობენ: რა გაუჭირდა ასეთი, შავი „ჯიპიდან“, მოპედზე რომ გადაჯდაო (იცინის).
– ბოლო, სერიებში ბაქარი საკმაოდ გააქტიურდა სასიყვარულო რომანებში და ფლირტაობებში. რეალურად რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში და თუ იქონია ბაქარის გმირმა შენს ცხოვრებაზე, იმიჯზე და ურთიერთობებზე გავლენა?
– ბაქარმა ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია. ის რომ არ ყოფილიყო, არ მექნებოდა ხალხის ამხელა სიყვარული, ცნობადობა, ამდენი ღიმილი და პატივისცემა. სასიამოვნოა, როცა მისაღები ადამიანი ხარ და უცნობი ადამიანები დადებითი ენერგეტიკითა და პოზიტივით გავსებენ. მაგრამ, ჩემს იმიჯზე ვერ იქონია გავლენა და რომ მხედავენ შორტებითა და მაისურით, უკვირთ. ჰგონიათ, ჩემი გმირივით, სულ პიჯაკ-შარვალში და თეთრ პერანგში უნდა ვიყო გამოწკეპილი (იცინის). რაც შეეხება სიყვარულს, ადრე მიყვარდა, მაგრამ ახლა არ ვარ შეყვარებული. თუ ვინმე გამოჩნდება, აუცილებლად გეტყვით. ზოგადად, ცხოვრებაში, გამიმართლა, თუმცა, რამდენადაც იღბლიანი ვარ, იმდენად – უიღბლოც.
– უიღბლო რატომ?
– უიღბლო იმიტომ, რომ რაღაცები სხვა რაღაცების ხარჯზე გამოდის და მარტივად არაფერი ხდება. წარმატება ჩემთან ფეხი-ფეხზე გადადებით არ მოსულა და მგონი, არც არავისთან მოდის. საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე, ამას კი რაღაცების გავლა, საკუთარ თავზე მუშაობა და ბევრი შრომა სჭირდება.
– შენი წარმატება ადრეულ ასაკში ვისი დამსახურებაა, როგორც თავად ამბობ, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრის?
– ჩემი ყველა წარმატება ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ჩემს ცხოვრებაში არსებობს გოგო, რომელიც ყველაზე მეტად მგულშემატკივრობს – ესაა ჩემი პატარა და ანა, რომელიც შვიდი წლისაა და ჩემი ცხოვრების მთავარი გოგოა. მისი სიტყვა ჩემთვის კანონია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება (იცინის). უნდა ნახოთ, როგორ უხარია, სკოლაში რომ ვაკითხავ, ამაყობს ჩემი ძმობით (იცინის). ერთხელ მითხრა: რომ ვამბობ, „ბუბას და ვარ“, ვერ ხვდებიან, ვინ ხარ და მერე ვეუბნები, ბაქარის და ვარ-მეთქი და ყველა ხვდებაო (იცინის).

скачать dle 11.3