კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ გახდა სპარტაკიადის ჩემპიონი არსენ მეკოკიშვილი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე არსენ მეკოკიშვილი 42 წლის იყო, როდესაც თავის უამრავ საჩემპიონო ტიტულს საბჭოთა კავშირის სპარტაკიადის ჩემპიონობაც მიამატა. ამას კი ერთი პრეისტორია უძღოდა წინ. მიუხედავად სპორტისთვის „ბებრული“ ასაკისა, მეკოკიშვილის ეშინოდათ იმ რუსსაც, ვისაც არსენთან ფინალი უნდა ეჭიდავა, მის მწვრთნელებსაც და რუს „უფროსობასაც“, რადგან არ უნდოდათ, რომ „ბებერ“ ქართველს ახალგაზრდა, პერსპექტიული რუსი მოჭიდავე „გაეფარჩაკებინა“.  ამიტომ, მათ ვერაგულ ფანდს მიმართეს: არსენს საკვებში ძლიერი კუჭის ასაშლელი წამალი შეურიეს და ქართველი გოლიათი მთელი ღამე ტუალეტში დარბოდა... გათვლა მარტივი იყო, არსენს ძალები გამოეცლებოდა, თან, უძინარი იქნებოდა და ჭიდაობა გაუჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, უძინარმა და ძალაგამოლეულმა ქართველმა ფალავანმა აწონაზე, რომელიც შეხვედრამდე ნახევარი საათით ადრე იყო დანიშნული, წამითაც კი არ დააგვიანა. ამის მერე არსენ მეკოკიშვილი საჭიდაო დარბაზის ქვევით მდებარე ბნელ, ნესტიან, სარდაფში ჩაიტყუეს და გამოკეტეს. კომბინაცია მარტივი იყო – მეკოკიშვილი ფინალზე არ გამოცხადდებოდა და ჩემპიონი მისი მეტოქე რუსი გახდებოდა... მიუხედავად არნახული მზაკვრობისა, მეკოკიშვილმა ფოლადის მძიმე კარი გაამტვრია და იმ დროს გამოცხადდა ხალიჩაზე, როდესაც შეხვედრის დაწყებამდე წუთი რჩებოდა. არსენ მეკოკიშვილმა თავისი მეტოქე ძალიან მალე სუფთად დაამარცხა და მას შემდეგ, რაც ჩემპიონად გამოაცხადეს და ოქროს მედალი ჩამოჰკიდეს, სასტუმროში დაბრუნდა და როგორც კი ოთახში ფეხი შედგა, გულწასული დაეცა. საქმე კი ის იყო, რომ ძალაგამოცლილ არსენს ფოლადის კარის გამომტვრევის დროს ლავიწის ძვალი გაუტყდა და ასეთი მძიმე ტრავმის მიუხედავად მაინც ჩემპიონი გახდა.

скачать dle 11.3