კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რამ შეიძლება, აქციოს თქვენი სახლი უბედურების კერად და როდის გეჩვენებათ, რომ ყველა სტუმარი ავი განზრახვით მოდის თქვენთან

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  ძალიან ბევრ ადამიანს იტაცებს ამბები, ფილმები და მათ შორის, რა თქმა უნდა, ხალხური გადმოცემები, თქმულებები და რაც მთავარია, მინიშნებები თემაზე, რომელიც ჩვენს უმთავრეს სამყოფელს, სახლს ეხება. მისტიკური სახლი, იდუმალებით აღსავსე ციხესიმაგრე, სადაც მოჩვენებებსა თუ მის მეპატრონეთა საუკუნეების წინ გარდაცვლილ ლანდებს დაუდევს ბინა, მხოლოდ ფილმებისა და ლეგენდების სიუჟეტი როდია. ჩვენს თანამედროვესაც შეიძლება, ეწვიოს სახლში არამიწიერი არსებები, მოხდეს უცნაურობანი, ნეგატიური ენერგიით აივსოს იქაურობა და ეს ყველაფერი აისახოს პატრონზეც. ამიტომ, რომ გავარკვიოთ, რა ნიშნებით ამოვიცნოთ სახლში ენერგიისა თუ არამიწიერი ავი სულების არსებობის შესახებ, რათა შემდეგ უწმინდური ძალის გაწმენდაზე ვიზრუნოთ, რჩევისთვის სპეციალისტს მივმართეთ. ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარინა დ. გაგვარკვევს ამ ყველაფერში.   
– მძაფრსიუჟეტიანი ფილმები მისტიკურ თემაზე შეიძლება ბევრს იტაცებდეს, მაგრამ არა მგონია, ასეთ სახლში თავად მოუნდეს ვინმეს ცხოვრება...
– რა თქმა უნდა, ამგვარი რეალური ამბები ნამდვილად არავის გაართობს. როცა ბინა სავსეა ნეგატივით, ის უარყოფითად მოქმედებს სახლის პატრონზეც და ოჯახის დანარჩენ წევრებზეც. ზოგჯერ ამ ყველაფერმა შეიძლება, სახლი უბედურების კერადაც კი აქციოს. ამიტომ, ყურადღებით იყავით და გაითვალისწინეთ შემდეგი გარემოებანი...
– მათგან მთავარი რომელია?
– უპირველესად, თუ სახლში მცხოვრებს მასთან ყველა მისულის მიმართ უარყოფითი განწყობა ეუფლება, ეს ნიშანია იმისა, რომ „ბოროტება“ თავად ბინაშია ჩაბუდებული. ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი სტუმარი ავის მზრახველად მიაჩნია მასპინძელს. სახლის უარყოფითი ენერგია ყოველგვარი ცოცხალი არსების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას აჩენს, თანაც სრულიად უმიზეზოდ. სახლის პატრონიც და ოჯახის სხვა წევრებიც ექვემდებარებიან რა ამ განწყობას, მთელ დანარჩენ სამყაროს შავ ფერებში აღიქვამენ.
– ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ უფრო მეტად ცუდ სიზმრებს ვხედავ. ამასაც აქვს კავშირი სახლის აურასთან?
– სიზმრებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ადრე არ გქონიათ და არც ჯანმრთელობის გაუარესებითაა  გამოწვეული, თავისთავად აფორიაქებას იწვევს. შემდეგ ფორიაქი გრძელდება დღისითაც, რის გამოც თავი სულ ნაღვლიანი ფიქრებით გაქვთ გამოტენილი. ეძებთ პრობლემების გადაწყვეტის გზებს და საღამოს უკვე ამ ყველაფერთან ერთად წვებით დასაძინებლად. მაგრამ ძილის ნაცვლად, ნაღველშემოწოლილი შუაღამემდე წრიალებთ ლოგინში, რაც ზოგჯერ დილამდეც გრძელდება. თუ ბოლოს და ბოლოს, უძილობასთან ბრძოლის შემდეგ, როგორღაც მაინც მოახერხეთ ჩაძინება, შვება არც ეს არის თქვენთვის, სახლის ნეგატიური ენერგია სიზმარშიც არ განებებთ თავს. ღამეული კოშმარით დაფეთებულს, ოფლად გახვითქულს გეღვიძებათ და გულიც ძალუმად გიცემთ. ასეთი კოშმარები თუ სერიალად გექცათ, იცოდეთ, სახლში მთლად „სუფთად“ არ უნდა იყოს საქმე.
– სახლში წესრიგსაც თუ აქვს მნიშვნელობა მისი ენერგეტიკისთვის?
– სახლის დასალაგებლად და წესრიგში მოსაყვანად თუ ადრე ერთი საათიც გყოფნიდათ, ახლა კი ყოველდღიური ლაგებაც არ არის საკმარისი; გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაშინ მაინც ყველა საქმეს ასწრებდით, ახლა კი ყველაფერი ხელიდან გიცვივათ – ამის მიზეზი საკუთარ სახლში უნდა ეძებოთ. მასში გაბატონებული უარყოფითი ენერგია გონების მოკრების საშუალებას არ გაძლევთ – ტვინს უარყოფითი ენერგიით ტვირთავს და გზიდან აცდენს. ამის გამო თავში სრული დეზორგანიზაციაა, რაც სულ უბრალო საქმესაც განუხორციელებელ ამოცანად გისახავთ. შედეგად, რაც ადრე ადვილად გამოგდიოდათ ახლა სრულ სატანჯველად გექცათ. ამ დროს იწყებთ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას და უმიზეზოდ გშურთ მათი. სხვა ადამიანში ამჩნევთ იმ თვისებებს, რაც თავად არ გაგაჩნიათ და ადრე თუ საერთოდ არ განაღვლებდათ ეს, ახლა გულზე ლოდივით გაწევთ და მოსვენებას არ გაძლევთ.
– ამ ყველაფერს მოსდევს პესიმიზმი?
– თუ, რაც ჩამოვთვალეთ, მათგან ვერაფერს თავს ვერ დააღწევთ, რა თქმა უნდა, გახდებით პესიმისტი. ადრე თუ მიზნის მისაღწევად მთელ სამყაროს გაბედულად შეებრძოლებოდით, დღეს კი მხოლოდ იმ განწყობით ხართ, რომ: „მაინც არაფერი გამოვა“ – ესე იგი, ვიღაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს თქვენზე. ეს „ვიღაც“ კი, არც მეტი, არც ნაკლები, შეიძლება, აღმოჩნდეს თქვენივე სახლი.
– პესიმიზმი კი უკვე შეიძლება, დეპრესიად იქცეს?!
– დეპრესიაა, როცა მზიანი ამინიდია თუ წვიმიანი, სამუშაო დღეა თუ უქმე ან დღესასწაული, მაინც „ცუდ ფეხზე დგებით“. მაგრამ, თუ საკმარისია, საკუთარი სახლის ზღურბლს გასცდეთ და ცუდი განწყობა მაშინვე სადღაც ქრება, გუნება-განწყობა გიუმჯობესდებათ და სასიცოცხლო ძალებსაც იკრებთ, ესე იგი, საკუთარი სახლი და იქ გამეფებული ნეგატიური ენერგიაა თქვენი დეპრესიის მიზეზი. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამას ამტკიცებს განწყობა, რომელიც სახლში ფეხის შედგმისთანავე გეუფლებათ – სულიერად ეცემით და სრული აპათია გიპყრობთ. ეს უკვე მყარი დასტურია იმისა, რომ თქვენს სახლში უარყოფითი ენერგიაა დაგროვილი. დაბოლოს, თუ ხასიათის ცვალებადობა დაგჩემდათ: ხან გცხელათ და ხან გცივათ; წაღმა-უკუღმა ცვლით გეგმებს; ხან ერთ და ხან მეორე საქმეს მიედ-მოედებით, საბოლოო ჯამში კი არაფერს აკეთებთ; ესე იგი, თავში ნამდვილი ქაოსი გაქვთ. ამ ყველაფერში დამნაშავე კი საკუთარი სახლია, რომელიც რეალურად, ყველაზე დაცულ თავშესაფრად და ნამდვილ ციხესიმაგრედ უნდა მიგაჩნდეთ. ამიტომ, ჩამოთვლილთაგან თუ რამდენიმე, ან მით უმეტეს, ყველა ნიშანი დაემთხვა, აღარ დააყოვნოთ, მიმართეთ სპეციალისტს და სახლი გაწმინდეთ.
  

скачать dle 11.3