კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: სახის კრემმა ალერგია მომცა. არადა, მას ინტერნსიურად ვიყენებდი და მსგავსი პრობლემა არ მქონია. კრემი აბაზანაში მიდევს და ყოველ დილას, დაბანის შემდეგ ვისვამ. შეიძლება, ეს არასწორი შენახვის ბრალი იყოს?
პასუხი: არასწორად შენახული კრემის გამოყენებამ შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, მის სწორად შენახვას. ყველაზე ცუდი ადგილი კრემისთვის, სწორედ, სააბაზანო ოთახია, რადგან ტემპერატურის და ტენიანობის ცვალებადობა ცუდად მოქმედებს სახისა და ტანის მოვლის ყველა საშუალებაზე, გარდა შამპუნისა და დასაბანი გელისა. კრემის შენახვა მაცივარშიც არაა რეკომენდებული. თუ ოთახში 30 გრადუს სითბოზე მეტია, კრემს, რომელიც განკუთვნილია პრობლემური სახის კანისთვის, მჭიდროდ უნდა დაახუროთ თავსახური, რადგან ამ კრემის შემადგენელი კომპონენტები ჰაერზე სწრაფად იშლება. ანტიასაკობრივი კრემები შეიცავენ კომპონენტებს (ჰიალურონის მჟავა, ვიტამინები და ასე შემდეგ), რომლებიც ჟანგბადთან კონტაქტის დროს, სწრაფად იშლებიან, ამიტომ ასეთი კრემები უნდა შეინახოთ სქელი კედლების მქონე ჭურჭელში. არ შეიძლება კრემის მოთავსება მზეზე ან მისი გაყინვა. ყველაზე დიდხანს მკვებავი და დამატენიანებელი კრემი ინახება. არაა რეკომენდებული ამ კრემის ფლაკონიდან თითით ამოღება, კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ სპეციალურ კოვზს. ასეთ შემთხვევაში, კრემში არ მოხვდება ოფლი ან ხელზე არსებული სხვა მიკრონაწილაკები. დახურულ მდგომარეობაში მისი შენახვა სამ წლამდე შეიძლება, ღია მდგომარეობაში კი – ექვსი თვიდან ერთ წლამდე.


скачать dle 11.3