კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 19 იანვარს. რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატებების მომტანი და უცხო ქვეყნებიდან რომელია უფრო მისაღები?
პასუხი: თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია. ასევე, ტურიზმი, ქორეოგრაფია, სავაჭრო-სამაკლერო საქმიანობა, სამეცნიერო კვლევა, იურისპრუდენცია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, გაზის ინდუსტრია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის სფერო. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კარმული მისია და დიდი წარმატებების მომტანი ნამდვილად არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან კი უკეთესია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კანადა, კუნძული სარდინია, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, უელსი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილო ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია.
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 9 ნოემბერს. რა სფეროში ვიქნები წარმატებული და რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ არა აგრესიული და დეპრესიული, არამედ მშვიდი და დაეყრდნოთ დიპლომატიას. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და ჯიუტი ურთიერთობების დროს. დაიცავით თანასწორუფლებიანობის პრინციპი და იყავით კომუნიკაბელური, ოპტიმისტური. დაეყრდენით ცოდნის ბაზას. თქვენთვის პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პედიატრია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია, სოციოლოგია, საკონდიტრო სფერო.
კითხვა: დავიბადე 1984 წლის 2 ნოემბერს. რომელი ქვა ვატარო წარმატებების მისაღწევად და რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: ქვებიდან თქვენთვის კარგია ზურმუხტი, ნეფრიტი, ლაზურიტი, მწვანე ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი. რაც შეეხება კოსმიურ-კარმულ მისიას, ის უკავშირდება სამშობლოს სამსახურსა და პატრიოტიზმს. დაიცავით ტრადიციები, ადათ-წესები. თქვენთვის აუცილებელია სტაბილური საოჯახო-სანათესაო ურთიერთობების დამყარება. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ ჰარმონია და სილამაზე. იყავით მეტად დაკვირვებული. დაეყრდენით ინტუიციას. ისწავლეთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა. ურთიერთობებში დაეყრდენით დიპლომატიურ პრინციპებს. ეს თვისებები ხელს შეუწყობს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებას და ცხოვრებაში  წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ.
скачать dle 11.3