კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ გამოიყენა სტალინმა ამერიკული პრესა ტროცკის დასამარცხებლად

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს მაძაგებლები ახლაც ბევრი ჰყავს და არც სიცოცხლეში აკლდა, მას თვით ამერიკელები მიიჩნევდნენ წლის ადამიანად და მსგავს პატივს ბევრი მათი პრეზიდენტი არ ღირსებია... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი იური პოხლებნიკოვი წერს: „მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემამ, ჟურნალმა „თაიმსმა“, იოსებ სტალინი ორჯერ დაასახელა „წლის საუკეთესო ადამიანად“. მას დიდი პუბლიკაცია მიუძღვნა და მასთან ვრცელი ინტერვიუებიც ჩაწერა, რომლებიც საუკეთესო ამერიკული ტრადიციებით იყო მომზადებული და საბჭოთა ბელადს პასუხის გაცემა მრავალ უხერხულ კითხვაზე მოუწია. მას თავი არაფრისთვის აურიდებია და შეერთებული შტატების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა. სტალინზე ამერიკის შეერთებული შტატების პრესა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციანი წლების შუაგულიდან წერდა, მაგრამ მის პერსონას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ უთმობდა. ამერიკული პრესის ინტერესი სტალინის მიმართ მას მერე გაიზარდა, როდესაც სტალინსა და ტროცკის შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა გამძაფრდა. ამ დროს მთელი ამერიკული პრესა ტროცკის გულშემატკივრობდა და ეს მომენტი სტალინმა დიდოსტატურად გამოიყენა... გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერდა: „ტროცკი რომ ამერიკის კაცი იყო და რუსეთში მის (ამერიკის შეერთებული შტატების) „პარტიას თამაშობდა“, ისიც მოწმობს, რომ მთელი ამერიკული პრესა მასზე მხოლოდ კარგს წერდა, სტალინზე კი – ცუდს. ეს კამპანია ამერიკელი ბანკირების მიერ იყო ორგანიზებული, რაც კარგად გამოიყენა სტალინმა და ტროცკის განეიტრალებაში საკმაოდ დიდი როლი შეასრულა...“ ტროცკის განდევნის, ინდუსტრიალიზაციის წარმატებით განხორციელებისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ შეერთებული შტატების პრესას სტალინისადმი ინტერესი უფრო გაუძლიერდა. შეწყდა ტენდენციური პუბლიკაციების გამოქვეყნება და საბჭოთა ბელადს ობიექტურად აშუქებდნენ... კონსტანტინე სიმონოვი იხსენებდა: „1939 წელს მოსკოვში ამერიკულ ჟურნალ „თაიმსის“ ჟურნალისტი ჯულია კოქსი ჩამოვიდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე (საბჭოთა კავშირზე) ვრცელ პუბლიკაციას ამზადებდა. მასთან სანდო ურთიერთობები დავამყარე და ამ 26 წლის გოგონამ მთხოვა, როგორმე იოსებ სტალინთან მომეხერხებინა მისი შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა. ჩემმა კოლეგამ იცოდა, რომ სტალინს კარგად ვიცნობდი და ასეთი თხოვნით სწორედ ამიტომ მომმართა. მე მას არ შევპირებივარ. თუმცა, პოსკრებიშევს (სტალინის მდივანი) დავურეკე და კოქსის თხოვნა გადავეცი. „არ მგონია, დათანხმდეს, თუმცა, პირობას გაძლევ, რომ აუცილებლად ვეტყვი“, – მითხრა პოსკრებიშევმა. იმედი არც მე მქონდა. მეორე დღეს, დილით ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და გავშრი. ხაზზე თავად სტალინი იყო, რომელმაც მითხრა:
– დილა მშვიდობისა, ამხანაგო სიმონოვ. აბა, ვის და რისთვის უნდა ჩემთან შეხვედრა?
– ჟურნალ „თაიმსის“ კორესპონდენტს, ჯულია კოქსს თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა უნდა და პროტექცია მთხოვა, – რაც შემეძლო, მშვიდად ვუთხარი სტალინს.
– დღეს, საღამოს რვაზე ორივეს კრემლში გელოდებით. საშვები დაგხვდებათ. შეხვედრამდე, ამხანაგო სიმონოვ, – მითხრა სტალინმა და ტელეფონი გათიშა.
კოქსთან ერთად ზუსტად დანიშნულ დროს მივედით კრემლში. სტალინმა ჩემი ამერიკელი კოლეგა ძალიან გალანტურად მიიღო და მის ყველა კითხვას უპასუხა. ეს შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა და კრემლიდან ძალიან კმაყოფილები წამოვედით. სულ მალე სტალინი, „თაიმსის“ გამოკითხვით, „წლის ადამიანად“ გამოცხადდა. იქვე დაიბეჭდა კოქსის ინტერვიუ, რომელიც 6 გვერდზე იყო გაშლილი...“
საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინის „წლის ადამიანად“ გამოცხადების მთავარი კრიტერიუმები იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიდპლომატიური ურთიერთობების დამყარება, სტალინის მიერ განხორციელებული ინდუსტრიალიზაცია და საბჭოთა ბელადის მშვიდობისმოყვარე მოღვაწეობა. პუბლიკაციის ბოლოს „თაიმსის“ რედაქცია სურვილს გამოთქვამდა, რომ იოსებ სტალინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გამხდარიყო და ამის გაკეთებას მოუწოდებდა ნობელის კომიტეტს... ნიშანდობლივია ისიც, რომ სტალინს ჯულია კოქსმა ისეთი კითხვა დაუსვა, რასაც საბჭოთა ბელადი არავის აპატიებდა, თუმცა კოქსს მასზე სევდანარევი ღიმილით უპასუხა. კოქსმა სტალინს ჰკითხა: ბოდიშს გიხდით ამ კითხვისთვის, მაგრამ იქნებ მითხრათ რამე თქვენი მეუღლის გარდაცვალების შესახებ – ამერიკულ პრესაში ამ საკითხზე უამრავი ვერსია არსებობს...“  სტალინმა კოქსს სიტყვა-სიტყვით უთხრა: „თქვენთან წერენ, რომ თითქოს ნადიუშა (ნადეჟდა ალილუევა) ტრაგიკული სიკვდილი ჩემ მიერ მიყენებული შეურაცხყოფის ბრალია. ესაა სიცრუე. ნადიუშა მე ძალიან მიყვარდა და დღემდე მტკივნეულად განვიცდი მის სიკვდილს, მის ტრაგიკულ სიკვდილს...“ კოქსს სტალინმა, ფაქტობრივად, დაუდასტურა ის, რაზეც საბჭოთა კავშირში არ წერდნენ, ანუ ის, რომ ნადეჟდა ალილუევამ თავი მოიკლა და ბრმა ნაწლავის გამო არ მომკვდარა, როგორც ეს გაზეთმა „პრავდამ“ და სხვებმა დაწერეს...
  მეორედ, სტალინი „თაიმსმა“ „წლის ადამიანად“ 1943 წელს დაასახელა და ეს დაკავშირებული იყო დიდ გარდატეხასთან მეორე მსოფლიო ომში და თეირანის კონფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან. ამერიკული ჟურნალი წერდა, რომ სწორედ სტალინისა და საბჭოთა ხალხის დამსახურებით გადატყდა წელში ჰიტლერული გერმანია, მალე კი დამარცხდება და მსოფლიოში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა დაისადგურებსო. ჩაწერა ინტერვიუც, თუმცა შედარებით მცირე ზომის და მისი ავტორი სემუელ ბარტონი იყო. მას, კოქსისგან განსხვავებით, სტალინისთვის უხერხული შეკითხვები არ დაუსვამს, საუბარი, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომსა და მშვიდობიან მსოფლიო წესრიგს ეხებოდა. სტალინმა თავის ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: „1939 წელს რომ წლის რჩეული გავხდი, ეს ტროცკის ეწყინა და სულ მალე ამ ქვეყნიდან წავიდა. ახლა ესტაფეტას ჰიტლერი მიიღებს და მისი დღეებიც დათვლილია...“
საინტერესო ფაქტია, რომ მიუხედავად „ცივი ომისა“, „თაიმსს“ მესამედ უნდოდა სტალინის დასახელება „წლის ადამიანად“, თუმცა, როგორც კონფიდენციალური წყარო ამბობს, გადაიფიქრეს, რადგან „თეთრი სახლის“ ნეგატიურ რეაქციას მოერიდნენ.

скачать dle 11.3