კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 მწვავე ფარინგიტის მიზეზები და პროფილაქტიკა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მწვავე ფარინგიტი შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ბაქტერიულმა ან ვირუსულმა პათოგენმა. ბაქტერიული ფარინგიტი უფრო ხშირად გვხვდება ზამთარში (ან ადრეულ გაზაფხულზე), ხოლო ენტეროვირუსული – ზაფხულსა და შემოდგომაზე. ჩვეულებრივ, მწვავე ფარინგიტი თვითგანკურნებადია, რომელიც ორი კვირის ფარგლებში ალაგდება. მიუხედავად ამისა, ინფიცირებულ პირებს არ უვითარდებათ იმუნიტეტი ფარინგიტის ყველაზე ხშირი ეტიოლოგიური აგენტებით რეინფექციის მიმართ.
მწვავე ფარინგიტი ხასიათდება სწრაფად განვითარებადი ყელის ტკივილითა და ხახის ანთებით (ექსუდატით ან მის გარეშე). ხველის, ცხვირის გაჭედვისა და სურდოს არარსებობა განასხვავებს ბაქტერიულ ფორმას ვირუსულისგან. ფარინგიტი შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ბაქტერიულმა თუ ვირუსულმა პათოგენმა, მათ შორის A ჯგუფის სტრეპტოკოკმა ან სოკოვანმა.
სიმპტომები:
* ყელის ტკივილი;
* ყელში ქავილის შეგრძნება;
* მშრალი ხველა;
* მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსამდე);
* კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.
მკურნალობა:
* ყელის გამორეცხვა;
* აეროზოლის გამოყენება;
* ინჰალაცია;
* ყელის ტკივილის საწინააღდეგო საფენები;
* ანტიბიოტიკები.
დიეტა:
დაავადების მკურნალობისას რეკომენდებულია დიეტის დაცვა, რომელიც გამორიცხავს ცხარე, ცხელ, ცივ, მლაშე საკვებს. საჭიროა დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიღება.
 რისკის ჯგუფი:
* მწეველები;
* მავნე საწარმოებში მომუშავე პირები.
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
* ლარინგიტი;
* ტრაქეიტი;
* ქრონიკული ტონზილიტის გართულება.
პროფილაქტიკა –  რეკომენდებულია:
* გადაციებისგან თავის დაცვა;
* ძალიან ცივი ან ცხელი საკვების მიღებაზე უარის თქმა;
* სწორი სუნთქვის გაკონტროლება;
* მოწევაზე უარის თქმა;
* ალკოჰოლზე უარის თქმა.
скачать dle 11.3