კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდის ესხმის თავს ადამიანს განსაკუთრებით აქტიურად ბოროტი ძალა?
პასუხი: ეს განსაკუთრებით ხდება წმიდა საიდუმლოთა მიღების, ასევე, გულწრფელი ლოცვის შემდეგ. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ კეთილი საქმის გაკეთების შემდეგ, რადგან ასეთ დროს ეშმაკი განსაკუთრებული ბოროტებით არის აღსავსე.
კითხვა: როგორც ცნობილია, თბილისსა და იერუსალიმში არის ერთი და იგივე დასახელების წმიდა ადგილები. როგორ მოხდა ერთნაირი სახელების დარქმევა?
პასუხი: მართალია, თბილისში არის იმ სახელწოდებების წმიდა ადგილები, რაც იერუსალიმში, მაგალითად: ბეთლემი, სიონი, ელიას მთა და სხვა. როდესაც საქართველოში ქრისტიანობა დამკვიდრდა და ქართველის ცნობიერებამ იესო ქრისტე მიიღო, ეს სახელწოდებებიც მაშინ შემოვიდა. ქართველ კაცს უნდოდა, ქრისტეს ფეხნადგამი მიწის მადლი თბილისშიც განმეორებულიყო და ჩვენი ქალაქიც დამსგავსებოდა წმიდა ადგილს. ეს კი იმის დასტურია, რომ ქართველმა კაცმა გულით მიიღო იესო ქრისტე და მასთან დაკავშირებული მოვლენები. ეს უფლის დიდი სიყვარულის ნიშანია და არა ამპარტავნების.
კითხვა: ჩემი შვილი ძალიან ცელქი და გაუგონარია, არაფერს მიჯერებს. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მორწმუნე მშობელი?
პასუხი: ბავშვის  ცელქობას ეკლესიაც ისევე შემწყნარებლურად უყურებს, როგორც საზოგადოება. ბავშვი ვერ იქნება ბრძენი, თუმცა, რა თქმა უნდა, ის მშობელს უნდა ემორჩილებოდეს,  ოღონდ ყოველთვის არ უნდა მოსთხოვოთ ბავშვს, აკეთოს ის, რაც თქვენ გსურთ. მუდმივი შეზღუდვები ბავშვების აგრესიას იწვევს და სასურველ შედეგსაც ვერ მიიღებთ. ცელქობის დროს ბავშვს უნდა მიუთითოთ და თვალყური ადევნოთ, რომ ეს სიცელქე დანაშაულში არ გადავიდეს. აუცილებელია, პატარობიდანვე ატაროთ ეკლესიაში, რათა თავიდანვე გაარჩიოს კეთილი და ბოროტი და უფლის კალთის ქვეშ იყოს.
კითხვა: მინდა, რომ ჩემი შვილები დაქორწინდნენ. არსებობს თუ არა სპეციალური ლოცვები ამისთვის და სად მოვიძიო ისინი?
პასუხი: საეკლესიო კანონიკაში ასეთი სპეციფიკური ლოცვები არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ, ამ თხოვნით თავად უფალს მიმართოთ, თუმცა, სჯობს, სათხოვარი არ დააკონკრეტოთ უფლის წინაშე, რადგან მან უკეთ იცის, ვის რა სჭირდება. ამიტომ მას უნდა მივენდოთ. ილოცეთ ჩვეულებრივი საეკლესიო ლოცვებით, რომელშიც ყველაფერი იგულისხმება და ვინც გულით ითხოვს, მიეცემა კიდეც. უპირველესად კი, შესთხოვეთ უფალს, თქვენი შვილების გულები წარმართოს სიმშვიდისა და სათნოებისკენ. როდესაც სული მშვიდი და სათნოა, ყველაფერი წესრიგდება.
скачать dle 11.3