კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რა შემთხვევაში იმსახურებს ბავშვი მშობლების გამო საშინელ უბედურებას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  მარხვის დასრულებისთანავე ადამიანების დიდი ნაწილი აღარ დადის ეკლესიაში, თუმცა ბოლო პერიოდში ტაძრები მარხვის დროსაც კი ცარიელია. მაგრამ მათაც, ვინც ხშირად დადიან ეკლესიაში, ზუსტად არ იციან საეკლესიო წესებისა და მცნებების შესახებ. ამ ყველაფერზე გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, საეკლესიო მცნება საკმაოდ ბევრია. მაგრამ რომელი ყველაზე მნიშვნელოვანი მცნებები უნდა იცოდეს აუცილებლად ადამიანმა?  
– უპირველეს ყოვლისა უნდა გვქონდეს ცოცხალი რწმენა. უნდა ვიცოდეთ: ვინ გვწამს, როგორი ღმერთი გვწამს. მეორე: იმედი უნდა გვქონდეს მამაღმერთის, ძეღმერთის, სულიწმიდისა და მესამე – სიყვარული, რაც აღესრულება მცნებების დაცვით. პირველი საეკლესიო მცნება, ეს არის წრფელი ლოცვა და საეკლესიო წესების შესრულება: წირვა-ლოცვა. მაგრამ ჩვენგან ძალიან შორს არის წრფელი ლოცვა. ყოველდღე ძლივს ვდგებით საწოლიდან, ხათრით ვკითხულობთ ლოცვებს, გვეზარება. ეკლესიაშიც იმიტომ მივდივართ, რომ მარხვა შევინახეთ და ზიარება გვინდა. ვდგავართ ლოცვაზე და მერე უცებ გავრბივართ. თუ სიხარულში ხარ, თქვი: „ეს შენგან არის‚ უფალო“; თუ მწუხარებაში ხარ, მაშინაც თქვი: „ეს შენგან არის‚ უფალო“; თუ გარდაიცვალა შენი ახლობელი, „შენ წაიყვანე‚ უფალო“, – ასე უთხარი. ყოველთვის ეუბნები: „უფალო, ჭირი, მწუხარება, წინსვლა – ყველაფერი არის შენგან“. მეორე მცნება – ეს არის 4 კალენდარული მარხვის შენახვა. ეს თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ბევრს მაინც გემოთმოყვარეობა ახასიათებს: „მიყვარს აღდგომის მარხვა – შევინახავ; პეტრეპავლობის მარხვას არ შევინახავ, მარიამობას შევინახავ, საშობაო მარხვას არ შევინახავ, რადგან, ახალი წელი მოდის, სტუმრები მოვლენ“... მესამე მცნება: სასულიერო პირებისთვის ჯეროვანი პატივის მიგება. ელემენტარული წესია, რომ, როდესაც ეკლესიაში შემოდიხარ ან გადიხარ, თუ კურთხევის აღება გეზარება, მიესალმე მაინც მოძღვარს. ერთ-ერთი მცნება არის: ლოცვა პატრიარქისთვის, მთავრობისთვის და გარდაცვალებულთათვის. თუ არსებული მთავრობა არის მართლმადიდებელი, არ დევნის ეკლესიას, არ ლანძღავს სასულიერო პირებს, თუ მათი ცხოვრების წესი მართლმადიდებლურია: იცავენ მარხვას, ლოცულობენ, არ არიან ჩვენი მტრები, ვალდებულები ვართ‚ მოვიხსენიოთ ლოცვებში. მაგრამ‚ თუ ისინი ღვთის გმობაში არიან, არიან მწვალებლები, მათთვის მართლმადიდებლობა არის სასაცილო რელიგია, უფლება არ მაქვს‚ ისინი მოვიხსენიო. სახარებაში წერია: ძაღლებსა და ღორებს ნუ გადაუყრით მარგალიტებსო. საეკლესიო მცნებების ადამიანს ევალება, რომ სასულიერო პირზე იზრუნოს – რაც აქვს‚ იქიდან მცირედი უწილადოს მოძღვარს, რადგან‚ მან თუ შენ სულიერი მოგცა, შენც უნდა მისცე და ეს არ არის მოწყალება. როდესაც მრევლი არ აკეთებს ასეთ რამეს, მერე სასულიერო პირი ვერცხლისმოყვარეობაში ვარდება და განიკითხავენ მას: აქ ვიყავით, მღვდელმა თანხა მოითხოვა; ჩვენი მოძღვარი კარგია, არაფერს ითხოვს, მას არაფერი სჭირდებაო. ეკლესიაში ღმერთმა მოძღვარი დაადგინა და გითხრა პავლე მოციქულის პირით: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში‚ როდესაც ხარი ლეწავდა კალოს, იქიდან ჭამდა კიდეც. თუ მოძღვარი შენთვის ქადაგებს, შენთვის იღვწის, წვალობს, ხანდახან შენც უნდა იფიქრო მასზე, რომ მასაც აქვს ოჯახი და მასაც სჭირდება გარკვეული შემოსავალი.
– თანამედროვე რეალობაში ის ბავშვებიც კი, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ გულწრფელად და მტკიცედ უყვართ მშობლები, ხშირად მათ ყურს არ უგდებენ და პატივს არ სცემენ.
– ყველა კარგ, ქრისტიანულ ოჯახში ერთიანი, ურთიერთშეკავშირებული ცხოვრება უნდა იყოს. „ჩვენ“ „ჩემზე“, ანუ პირადულზე მაღლა უნდა იდგეს. პავლე მოციქული ლაკონურად ამბობს: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგება რწმენას და ურწმუნოზე უარესია“. წუთისოფელში ხშირად ხდება, რომ მშობლები თავიანთი შვილების აღზრდას ამა თუ იმ ცხოვრებისეული გზით წარმართავენ, რის გამოც ისინი ბავშვების მიდრეკილებებისა და სურვილების საპირისპიროდ იხარჯებიან, ხანდახან უსამართლოდაც იქცევიან. ამის წინააღმდეგ მოციქული პირდაპირ ამბობს: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებით და დარიგებით“. გადამეტებული, ძნელად ასატანი მომთხოვნელობა ბავშვებში ხშირად მხოლოდ გულგატეხილობასა და სევდას იწვევს. განსაკუთრებით ვერ იტანენ ისინი უსამართლობას. ეს გრძნობა ბავშვებში გაცილებით ძლიერია, ვიდრე მოზრდილებში. მაგრამ უფრო უარესია, როდესაც მშობლები მეტისმეტად ანებივრებენ შვილებს, ძალზე შემწყნარებლები არიან მათ მიმართ და ხშირად ტოვებენ უმეთვალყურეოდ. უფალი მშობლებს პირდაპირ უბრძანებს, აღზარდონ შვილები საღვთო სჯულის მოძღვრებით და დარიგებით. რა თქმა უნდა, შვილებს მშობლებზე ნაკლებად არ უნდა ახსოვდეთ თავიანთი მოვალეობები. ყველასთვის ცნობილია მეხუთე მცნება, რომელიც შვილების მხრიდან მშობლების პატივისცემას მოითხოვს. წმიდა წერილი ხომ გარკვევით ბრძანებს: „ვინც აუგს ამბობს თავის მამაზე ან თავის დედაზე, სიკვდილს უნდა მიამთხვიონ იგი“. ცხოვრებაში ბევრია ისეთი საშინელი მაგალითი, თუ როგორ მძიმედ, ხანდახან სიკვდილითაც, სჯიდა უფალი მამისა და დედის შეურაცხმყოფელს. ტყუილად არ ამბობენ „დედის ლოცვა ცეცხლსა და წყალს გადაარჩენს“, მაგრამ საშინელ უბედურებას მიიღებს ის, ვინც დედის ან მამის წყევლას დაიმსახურებსო.
– მამაო, დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცოდვა მრისხანებაა.
– მრისხანება მაშინ აღიძვრება, როდესაც ჩვენი სურვილები არ სრულდება. ამიტომ, ამ ცოდვის დაძლევა რომ შევძლოთ, საჭიროა, გულგრილები ვიყოთ ყოველივე ამქვეყნიურის მიმართ. მრისხანება რამდენიმე სახედ იყოფა: პირველი – ეს არის მძვინვარება, დაუოკებელი მრისხანება, რომელიც ისე იპყრობს  ადამიანს, რომ ის შეშლილივით იქცევა. მრისხანების მეორე სახეა ღვარძლი, როცა ადამიანი დიდხანს ვერ ივიწყებს წყენას. ეს მრისხანების ყველაზე საშინელი და საშიში ფორმაა. ყოველგვარი მრისხანების მთავარი მიზეზი, არის ის, რომ საკუთარ თავს არ ვადანაშაულებთ. მრისხანების დროს მამები გვირჩევენ, გავიხსენოთ მათი ღირსებები, ვისაც ვურისხდებით, გავიხსენოთ ჩვენ მიმართ მათი კეთილგანწყობა, მათ მიერ ჩადენილი კეთილი საქმეები. რაც მთავარია, უნდა გავიხსენოთ საკუთარი ცოდვები და მაშინ ჩვენი მრისხანებაც დაცხრება.


скачать dle 11.3