კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რა წარმოშობს კრიზისს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში და რომელი წელია ქორწინებაში საბედისწერო

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  დაოჯახებული წყვილებისგან ხშირად გაიგებთ, რომ ქორწინებაში ადამიანები იცვლებიან. ოჯახური ურთიერთობები გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, რამაც მომავალში შესაძლოა, გარკვეული კრიზისიც გამოიწვიოს. ალბათ, საინტერესოა, მართლაც იცვლებიან ოჯახში ადამიანები თუ,  უბრალოდ, კარგად არ იცნობენ ერთმანეთს. მერე კი, როცა დრო გადის,  ხასიათებში აღმოჩენილი სიახლეები – უსიამოვნო „სიურპრიზები“  ყველაფერს აფუჭებს. ფსიქოლოგები თავის განმარტებებს აკეთებენ. თუმცა  ქალსაც და კაცსაც  ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება აქვთ.
  მარიკა (37 წლის): ასე მეცნიერულად ვერ ვილაპარაკებ და არც მაგდენი კომპეტენცია მაქვს, მაგრამ საკუთარი  გამოცდილებიდან ცოლქმრულ ურთიერთობაზე რაღაცის თქმა შემიძლია.  ესაა რეალობა და არა სტერეოტიპები. მაგალითად,  რომ ამბობენ, რთულია ქორწინების პირველი წელიო, მე ასე არ ვიტყოდი. ეს მაინც ინდივიდუალურია. ჩემი ქორწინების პირველი წელი არაჩვეუებრივად  კარგი იყო – სიხარულით სავსე და უპრობლემო.
– როგორ გგონიათ, რა ხდება ქორწინების პირველ წელს?
– როგორც უკვე გითხარით, ჩემი  ქორწინების პირველ წელს კრიზისულს ვერ დავარქმევ. თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთი წყვილის ურთიერთობა ამ დროს საკმაოდ რთული იყოს. მე მყავს მეგობრები, რომლებსაც იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთი უყვარდათ და ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც კი ცხოვრება ერთ სივრცეში დაიწყეს, პრობლემებიც ეგრევე  დაეწყოთ.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?
– მე მგონია, რომ ისინი კარგად არ იცნობდნენ ერთმანეთს. იგივე შეიძლება ითქვას ჩემზეც. შეყვარებულები ურთიერთობის პირველ ეტაპზე თავიანთი უარყოფითი თვისებების შენიღბვას ადვილად ახერხებენ. არ ვფიქრობ, რომ ამას შეგნებულად აკეთებენ. უბრალოდ, როცა გინდა, ადამიანს თავი ძალიან მოაწონო, შენს საუკეთესო მხარეებს ანახვებ. პირველ ეტაპზე ეს ეფექტურად გამოდის. ერთად ცხოვრების დაწყების პირველ ორ  წელსაც შეიძლება, „გაქაჩო“, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა, ვიდრე მაშინ, როცა ოჯახური  ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის.  ყოველდღიურობაში ბევრი ისეთი ნიუანსი ვლინდება, რომელიც ცოლ-ქმრისთვის საბედისწერო აღმოჩნდება ხოლმე. მაშინ უკვე თავს იჩენს ერთმანეთთან შეუთავსებლობა თუ ვერშეთავსება. ელემენტარული, ყოფითი უნარებიდან დაწყებული, ნებისმიერი ჩვევა შეიძლება, ყურადღების არეალში მოექცეს და გაგაგიჟოს. მოკლედ, ჩემი დაკვირვებით, სიტუაცია მაშინ იძაბება, როცა ადამიანები ერთმანეთს უახლოვდებიან. უკვე ზუსტად ვიცი, მცდარი მოდელია, თუ ოჯახში რომელიმე შეეცდება შეცვალოს პარტნიორი. ამას ვერ გააკეთებ და სერიოზულ კონფლიქტსაც მიიღებ. ადამიანები არც იცვლებიან და არც ამისი სურვილი აქვთ. კიდევ არა უშავს, თუ ცოლ-ქმარი კარგად ეწყობიან ერთმანეთს, როგორც სექსუალური პარტნიორები და საერთო ინტერესებიც აქვთ. წარმოდგენების, სტერეოტიპების აყოლა ცუდია ოჯახისთვის.  კიდევ არის ძალიან სერიოზული და ანგარიშგასაწევი ამბავი – ბავშვი! სულ სხვა ეტაპი იწყება, როცა ცოლი ორსულდება. ამ დროს ქალი ვერ აკონტროლებს საკუთარ ხასიათს, მოთხოვნილებას. ცოლის ასეთი მდგომარეობისთვის ქმარი მოუმზადებელია ხოლმე – ჩემი ქმრის შემთხვევაში ასე იყო. მერე მე ვეუბნებოდი, რომ საკმარისად არ ვუყვარდი. ვიწყებდი ტირილს, ის სახლიდან გარბოდა. მოკლედ, ვის როდის დაუდგება ქორწინებისას რთული ეტაპი, ძნელად პროგნოზირებადია. თან, იდეალური მოდელიც რომ არ არსებობს. მნიშვნელობა აქვს იმასაც, წყვილი მარტო ცხოვრობს თუ დიდ ოჯახში, მშობლებთან ერთად.
– ცალკე ცხოვრებისას უფრო მარტივია, ერთმანეთის შეცნობა?
– მე ვფიქრობ, რომ კი.  პირველი წელი ვცხოვრობდით მარტონი, მერე სამი წელი – მეუღლის მშობლებთან და ამან უფრო დაგვიძაბა ურთიერთობა. სხვათა შორის, მე და ჩემმა ქმარმა მოარული აზრი, რომ ქორწინების მაინცდამაინც მეშვიდე წელია კრიზისული, გავანეიტრალეთ...
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ სწორედ მეშვიდე წელია, რაც ერთად ვართ და  ახლა გვილაგდება ურთიერთობა. ეს მას შემდეგ, რაც დათმობა  ვისწავლე. მივხვდი ერთ მნიშვნელოვან რაღაცას, რომ მუდმივ კონფრონტაციაში მყოფი ოჯახი აღარ არის ოჯახი.
– ანუ, სულ უნდა დათმო და ჩუმად იყო?
– დიახ. მესმის, რისი თქმაც გინდათ. რასაკვირველია, დათმობის ხარისხსაც მნიშვნელობა აქვს. გააჩნია, მეუღლე როგორ მიხვდება ამ დათმობას. ისე არ უნდა გაიგოს, რომ „დაბალი ღობე ხარ“. თან, არც შენზე უნდა იმოქმედოს დამანგრეველად. თუ დაიბოღმე  და იფიქრე, სულ მე რატომ ვთმობო, ურთიერთობაზე ეს ცუდად აისახება. იდეალური ურთიერთობა, ალბათ, არ არსებობს. მაგრამ თუ ოჯახი გინდა, კომპრომისი უნდა ისწავლო. არავითარი  შეჯიბრება და ბრძოლა.  და კიდევ, რაც შეიძლება, მეტი შეხების წერტილი.  როდესაც ცოლ-ქმარს ბევრ სფეროში ჰარმონიული ურთიერთობა აქვს, არც ცოლმა და არც ქმარმა არ უნდა შეიქმნას იმის ილუზია, რომ როგორც თვითონ ფიქრობს, ისევე უნდა იფიქროს მისმა მეუღლემ, ასე ვერ მოხდება, იდენტურები ვერ იქნებით. მე არც ექსპერტი ვარ, არც არავის ვარიგებ ჭკუას.  ყველაფერი ვისწავლე საკუთარ გამოცდილებაზე. მთავარია, ერთმანეთის მოსმენა და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა შევძლოთ. მე ქალი ვარ და შენ კაცი ხარ – ამის ძახილი და გენდერის მიხედვით თემების დაყოფა წამგებიანია  ურთიერთობისთვის. სხვისი ცხოვრება – სხვისი ცხოვრებაა. არავის მაგალითით არაფერი გააკეთოთ.

скачать dle 11.3