კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ გვახრჩობენ თურქეთი და აზერბაიჯანი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მთლად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო ამტყდარი ვნებათაღელვის მსგავსადაც ვერა, მაგრამ ჩვენი საზოგადოების გულები მაინც შეაშფოთა ინფორმაციამ, რომ აზერბაიჯანი ჩვენგან უფასოდ იღებს სასმელ წყალს (წყალი კი, მოგეხსენებათ, ნავთობზე ძვირიც ღირს), თუმცა აღმოჩნდა, რომ საქმე გაცილებით რთულადაა, ვინაიდან არა მხოლოდ სასმელი წყალი მიაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს უკითხავად (და სულ სხვა წყაროდან), არამედ ანკარა და ბაქო, ფაქტობრივად, გვახრჩობს (პირდაპირი მნიშვნელობით), თუ როგორ და რატომ ამას ნინო ჩხობაძისგან შევიტყობთ.
– რატომ ვაწვდიდით წყალს აზერბაიჯანს, რა პერიოდში და რატომ გაგრძელდა ეს ტრადიცია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც?
– ეს იყო საბჭოთა პერიოდში შექმნილი სისტემა, რომელიც სათავეს იღებდა ალაზნიდან, მაგრამ სხვა მონაკვეთიდან, პირიქით, ჩვენ ვიღებდით აზერბაიჯანისგან სასმელ წყალს. შემდეგ ეს პრაქტიკა შეწყდა. ჩვენ შევწყვიტეთ აზერბაიჯანიდან  წყლის მიღება, მაგრამ ჩვენგან კვლავ მიეწოდებოდა წყალი აზერბაიჯანს.
– ჩვენ რატომ შევწყვიტეთ აზერბაიჯანიდან წყლის მიღება? აზერბაიჯანმა შეგვიწყვიტა, თუ ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
– ჩვენთან უფრო სხვა წყაროები აღმოჩნდა და, როგორც ვხვდები, ამიტომაც შევაჩერეთ მიღება. არსებობდა წყალმომარაგების ერთიანი სისტემა. საზღვრები მკაფიოდ გამოყოფილი არ იყო და ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ წყლის მიწოდება. ეს არის ზედაპირული წყალი და არა – მიწისქვეშა და ითვლება, რომ არ ექვემდებარება რეგულაციას, ანუ ზედაპირული წყალი არ უნდა გაიყიდოს, ანუ მის მიწოდებაში ფული არ უნდა ავიღოთ. ოღონდ მაინც სათუოა, არის თუ არა ეს ზედაპირული წყალი. იყო მცდელობა, რომ ლიცენზიანტს მიეღო მისი გაყიდვის უფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა და არ მოხერხდა, იმიტომ რომ საერთშორისო სამართლით, ეს არ არის მართებული. მეორე პრობლემაა, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან წყლის საკითხი დარეგულირებული არ გვაქვს, შესაბამისად, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას.
– რატომ ქმნის პრობლემას?
– იმიტომ რომ ჩვენ ვაწვდით წყალს, ჩვენი ტერიტორიიდან გადადის წყალი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ამას არეგულირებს მდინარეებისა და ტბების დაცვის საერთაშორისო კონვენცია. ჩვენ არ ვართ ამ კონვენციის მხარე და ვფიქრობ, ჯერჯერობით ვერც გავხდებით, რადგან ეს გარკვეულ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს გულისხმობს დამატებით, რომელთა შესრულება ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ შეგვიძლია, მაგრამ კონვენციის სამდივნო ითხოვს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. უპირველესად, უნდა გაფორმდეს ორმხრივი ხელშეკრულება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის წყალზე. ჩვენთან დოკუმენტი მზადაა, მაგრამ მისი მიღება დროში იწელება და მასში არანაირ კონკრეტულ საკითხზე მსჯელობა არ არის, არადა კონკრეტული რეგულაციებია დასადგენი, ანუ პროცესი თავიდანაა დასაწყები. მით უმეტეს, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ჩვენთვის მთავარია, მივიღოთ ახალი კანონი წყლის შესახებ. ვიცი, რომ დამუშავებულია, მაგრამ რეალურად უნდა იყოს ძალიან ქმედითი და მკაცრი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, ვიმსჯელოთ ჩვენს მეზობლებთან წყლის რესურსის შესახებ.
– ალაზნის გამო გვაქვს კიდევ პრობლემები აზერბაიჯანთან, თუ არ ვცდები.
– ალაზნის გამო გვაქვს კითხვები, მათ შორის, არის საზღვრის პრობლემა, იმიტომ რომ, იცით, მდინარეზე გადის საზღვარი და ჩვენთვის სასარგებლო არ არის ალაზნის დინება.
– გვიჭრის მიწას აზერბაიჯანის სასარგებლოდ.
– რადგან მდინარეზე გადის საზღვარი, მდინარის კალაპოტი კი იცვლება, აზერბაიჯანელები სარგებლობენ ამით. მათ საკმაოდ კარგად აქვთ მოწესრიგებული ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე. მეორე თემა არის ის, რომ ალაზნის ფილტრატები აზერბაიჯანმა თავის მხარეს წაიღო, საიდანაც ბაქოს ამარაგებს წყლით. თავისი ტერიტორიიდან წაიღო და არა ჩვენი ტერიტორიიდან, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის წყალი მიაქვს. ჩვენ, ზოგიერთი ექსპერტი, ეჭვქვეშ ვაყენებთ იმ რაოდენობას, რამდენსაც იღებენ ალაზნიდან, რადგან ამან შეიძლება, ზიარჭურჭლის პრინციპით იმოქმედოს და საქართველოს წყალი შეუმციროს და ჩვენ, სამწუხაროდ, ეს საკითხი ჯერჯერობით არ შეგვისწავლია.
– ფილტრატები რას ნიშნავს? მათი საშუალებით მიაქვთ წყალი?
– ერთია, მდინარე, რასაც ჩვენ ვხედავთ და, მეორე, რაც მიედინება მის პერიმეტრზე მიწისქვეშ, ანუ რაც ჟონავს მიწაში. მაგალითად, წყალი, რომელსაც ვიღებთ ნატახტრიდან, არის მტკვრის ფილტრატი, ანუ მტკვარი რომ არ იყოს, თბილისს სასმელი წყალი არ ექნებოდა. იგივე სიტუაციაა ალაზანთანაც. აზერბაიჯანელებს კომუნიკაცია აქვთ გაკეთებული და ძალიან დიდი წნევით მიაქვთ ეს წყალი ბაქოში სასმელ წყლად, მაგრამ, რადგან ეს ზიარჭურჭელია, ალაზანი ჩვენთანაც მოედინება, ჩვენ არ ვიცით, რა გავლენას ახდენს ჩვენთან წყლის ოდენობაზე. ჩვენ ვიცით, რომ წყლის რაოდენობა ალაზანში იკლებს, ჩვენ ვიცით, რომ მნიშვნელოვანი გავლენაა წყლის რესურსზე გლობალური დათბობის ფონზე და სამწუხაროდ, ძალიან სახეცვლილია მთელი ალაზნის აუზი. ახლა კეთდება ალაზნის აუზის მართვის გეგმა სააუზო მართვის პრინციპით და ძალიან საინტერესო მონაცემებია, მე ვამბობ, ეს არის ის თემა, რაზეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ აზერაიჯანთან და არა მარტო ალაზანზე, მტკვარზეც.
– ნათელი წარმოდგენა რომ შეექმნას ჩვენს მკითხველს, 5-ბალიანი სისტემით შევაფასოთ, რა მნიშვნელობა აქვს ალაზანს კახეთისთვის?
– 5 ბალი! ალაზანი რომ არ იყოს, ჩვენ არ გვექნება ვენახები და მთელი ჩვენი სოფლის მეურნეობის პოტენციალი კახეთში დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ალაზანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან, გვაქვს ტოპონიმების პრობლემაც. აზერბაიჯანში ალაზანს სახელი შეუცვალეს, არადა საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანულ რუკებზეც ალაზანი ერქვა. მდინარე გადადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და დაარქვეს სხვა სახელი. მაგალითად, ვიცით, რომ მტკვარი სხვა დასახელებითაა.
– და ჩვენ ხომ არ ვიჩემებთ, რომ მტკვარია?
– შეიძლება, მტკვარიც დავიჩემოთ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ტოპონიმების ცვლილება, როცა ამას საფუძველი არ აქვს, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან უნდა გავაფორმოთ ძალიან სერიოზული ხელშეკრულება წყლის რესურსის შესახებ.
– არ მოდის ამ შეთანხმებაზე ბაქო?
– მოდის, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოო ვერსია, რაც მომზადებულია, არაფრისმთქმელია, ძალიან ზედაპირულია, თუმცა მაინც რაღაც არის. მე ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალია, გაკეთდეს სააუზე მართვის გეგმები. ანუ შეიქმნას მტკვარსა და ალაზანზე აზერბაიჯანის ჩართულობით; თერგზე – რუსეთის, რაც ახლა მძიმე გასაკეთებელია, მაგრამ სამომავლოდ ასე უნდა იყოს. მტკვარზე უფრო რთულია, იმიტომ რომ ჩართული უნდა იყოს თურქეთიც და სომხეთიც, რადგან მტკვრის ერთი შენაკადი სომხეთიდანაცაა და, თუ არ მეშლება – ირანიდანაც.
– მტკვარზე რა ხდება? დაგვაკლდა წყალი?
– როდესაც თურქეთის მხარეს გაუშვეს ახალი ჰიდროელექტროსადგურები, ასპინძის მუნიციპალიტეტში მტკვარი, ფაქტობრივად, დაშრა და ჩვენ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ წყალი არ არის. იცით, რომ წინა მთავრობის პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში მტკვრის გადაგდებას აპირებდნენ ჭოროხში.
– დიახ, ვიცი და მახსოვს, იმიტომ რომ პირველად მე დავწერე ამის შესახებ.
– გადაგდებას აპირებდნენ ჭოროხისკენ და როგორც იქნა, მთავრობამ მოახერხა და შეცვალა თურქეთის ეს გეგმა. მაშინაც არასმთავრობო სექტორი ძალიან აქტიური იყო და დიდი პროტესტი გამოვთქვით. ჩვენდა სამწუხაროდ, ამაზე დეტალური ინფორმაცია მივიღეთ მესამე მხარისგან, ანუ აზერბაიჯანისგან. გადაიკეტა მტკვარი, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. ჩვენგან სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა და ბოლოს და ბოლოს, შეთანხმდნენ წყლის მოწოდების რეჟიმზე. მაგრამ რა რჩება აქ პრობლემად? მტკვარში წყლის, დაახლოებით, 40 პროცენტი შემოდის თურქეთიდან. მტკვარს ჩვენც ვიყენებთ მელიორაციაში და აზერბაიჯანიც. შესაბამისად, მტკვარში წყლის დაკლება საკმაოდ დიდი დანაკლისი იქნებოდა, უპირველესად, ჩვენი სარწყავი სისტემებისთვის.
– სასმელისთვისაც.
– დიახ და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მტკვრის აუზზე მართვის გეგმა შეიქმნას სწრაფად.
– ერთჯერადად გადაკეტვა გასაგებია, მაგრამ, რაც დაიწყო მუშაობა ჰიდროელექტროსადგურებმა, დაიკლო მტკვარში წყლის დონემ?
– ნაკლები შემოდის მაინც, იმიტომ რომ ზოგადად შემცირდა წყლის რაოდენობა. ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიანალიზებია, რა დოზით შემცირდა, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრ ადგილას დაშრა პატარა ღელეები და მდინარეები. ეს უკვე გლობალური პროცესია და წყლის რაოდენობა აუცილებლად შემცირდება კლიმატის ცვლილების გამო.
– აზერბაიჯანს იგივე რაოდენობა მიაქვს მტკვრიდან და არ ითვალისწინებს, რომ წყლის რაოდენობამ ობიექტურად დაიკლო?
– აზერბაიჯანი ითხოვს წყლის ძველებურ ოდენობას და არ ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებას, ხელშეკრულების პროექტით ითხოვს, მომაწოდე ზუსტად იმდენი, რამდენსაც მაწოდებდი 40 წლის წინათ.
– ჩვენები უტყვები ხომ არ არიან? ვერ დაუსაბუთებენ, რომ ვერ მივაწოდებთ იმდენივეს ობიექტური მიზეზების გამო?
– ახლა დაიდგა სარეჟიმო სადგურები, მანამდე არ იყო და, ცხადია, ამ საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია მოლაპარაკება და დიპლომატია სერიოზულად უნდა იყოს ჩართული. ასე მარტივად გადასაწყვეტი არ არის ეს თემა. ჩვენ ვიცით, რომ თურქეთ-სირიას შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო წყლის რესურსი.
– ანუ ჩვენ ვართ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, თურქეთმა დააკლო მტკვარში წყლის ოდენობა, იმიტომ რომ იყენებს, აზერბაიჯანი კი ითხოვს დაკლებამდე ოდენობას. გვახრჩობენ ორივე მხრიდან როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით?
– და გამოდის, რომ ჩვენ დავზარალდებით ყველაზე მეტად.

скачать dle 11.3