კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 „ლენინს უყვარდა ბავშვები“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „მაროჟნე“

  მაშინ, როდესაც კავკასიონის აქეთ პრ.-მა პუტინმა ჩვენებური სეპარატისტები (ამჯერად - მხოლოდ ოსი) მოგვიქსია შარის მოსადებად, თავად თურქ კოლეგას უმასპინძლა.
  შეხვედრის მიზეზი კი, არც მეტი, არც ნაკლები, რუსული სამხედრო თვითმფრინავები იყო. რადგან სარაკეტო დანადგარების შემდეგ, ანკარას მოსკოვისგან აწ უკვე თვითმფრინავების შეძენა აქვს გუმანში, თუმცა ამის პარალელურად, როგორც ოფიციალური მედია იტყობინება, მხარეებმა ისაუბრეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე.
  ცხადია, არც თუ სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი და ჩვენი ისტორიული ოკუპანტი რუსეთი ასეთ სიამტკბილობაში არიან, ოღონდ, მეორე მხრივ, რაც მეტად დაშორდება პრეზიდენტი ერდოღანი „ნატოს“, მით მეტად გაიზრდება ჩვენი ფასი.
  მოკლედ, ასეა თუ ისე, რადგან ხდება ის, რაც ხდება, დაველოდოთ, რა მოხდება, მანამდე კი მედიამ ის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელზეც პუტინი და ერდოღანი ნაყინს (თანაც - „სტაკანჩიკს“) აგემოვნებენ (სხვათა შორის, დაცვა პირდაღებული შესციცინებს ორივეს), რაც განამტკიცებს ეჭვს, რომ რფ დიდად შორს ვერ წასულა წითელი რუსეთისგან და, თუ ლენინს ბავშვები, პუტინს „სტაკანჩიკი“ ყვარებია.


скачать dle 11.3