კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ბესო ზანგური: ჩემს თავს ყოველთვის ზემოდან ვუყურებ და ვფიქრობ, თუ რამე ხდება, მე მინდა ასე

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  გასულ კვირას რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მეხუთე შვილის მამა გახდა. ამბობს, რომ შვილები მისი ყველაზე დიდი განძია. ბესო უზომოდ მზრუნველი მამაა და მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა, მათთვის სულ სცალია. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს ბესოს და მის მეუღლეს, გვანცა წულეისკირს, ქალიშვილის – ელენეს მოვლინებას და იღბალს, უღრუბლო ზეცას და წინსვლას უსურვებს.
  ბესო ზანგური: საკმაოდ გამიმართლა ცხოვრებაში და მიმაჩნია, რომ როგორც წარმატება, ისე წარუმატებლობა იმიტომ მოდის, რომ მე ასე მსურს. ზოგადად, ჩემს თავს ყოველთვის ზემოდან ვუყურებ და ვთვლი, თუ რამე ხდება, მე მინდა ასე. ცხოვრების გარკვეული ეტაპები გავიარე და კარგად ვიცი, რა მინდა, ვინ არის ჩემი ერთგული, საიდან მოდის წარმატება. რასაკვირველია, იყო წარუმატებელი პერიოდებიც, მაგრამ დაცემული და დავარდნილი, არავის ვუნახივარ. ზოგადად, იღბლიანი ადამიანი ვარ და ის წარუმატებლობაც გამოცდილებას მაძლევს, მაძლიერებს. დღეს კი, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ წარმატებული, იღბლიანი ადამიანი ვარ და გარემოცვაც სანდო მყავს.
– ეს წელიწადი შენთვის მართლაც იღბლიანად დაიწყო...
– დიახ, ჩემმა უფროსმა ბიჭმა, ლუკამ, რომელიც 18 წლისაა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, პოლიტოლოგია-ბიზნესის განხრით ჩააბარა. პარალელურად კი – ფრანკფურტში, ბიზნესაკადემიაში და ძალიან გამახარა. გასულ კვირას კი, დაიბადა ადამიანი, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ყოფა. მეხუთე შვილის მამა გავხდი და ისე მგავს ელენე, ერთი-ერთში ჩემი ასლია.
– წლების წინ, წარმოიდგენდი, რომ ხუთი შვილის მამა იქნებოდი?
– პირველი შვილი, ლუკა რომ გაჩნდა, 19 წლის ვიყავი, მაგრამ მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ კარგად ვაცნობიერებდი ჩემს პასუხისმგებლობას. ახლა კი ეს პასუხისმგებლობა გახუთმაგდა. ზოგადად, ყოველთვის ვიცოდი, რომ ბევრი შვილი უნდა მყოლოდა, მაგრამ ხუთი შვილის მამობას ნამდვილად არ ვგეგმავდი (იცინის). თან, ორი გოგოს მამობა, სულ სხვა რამეა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. მათ გამო სერიოზულად მომიწევს ცხოვრება, „წახულიგნების“ დრო გავიდა (იცინის). დილით რომ ვიღვიძებ და ვაცნობიერებ, ხუთი შვილის მამა ვარ, ლამის სიხარულით გული გამიჩერდეს. მარიამობა დღეს, 28 აგვისტოს გავხდი 38 წლის და სულ ვამბობ, ისეთ დღეს დავიბადე, აუცილებლად უნდა დამყოლოდა იღბალი და ბევრი შვილი უნდა მყოლოდა-
მეთქი. ასე რომ, როცა 19 წლისამ პირველი შვილი ავიყვანე ხელში, გავაცნობიერე, რომ მამა გავხდი, მაგრამ როცა 38 წლის ასაკში ელენიკო ჩავიხუტე, მივხვდი, ახლა ჩემი ცხოვრება მთლიანად მათ ეკუთვნით. ჩემთვის შვილი ჩვეულებრივი ბავშვი არაა, მასზე ზრუნვა გათავისებული მაქვს, საფენებსაც ვუცვლი, ვაჭმევ კიდეც და ღამეებსაც ვათენებ. მხოლოდ შვილის გაჩენა არ არის საკმარისი, მისი გაზრდაა რთული. როცა მშობელი ხარ, მაქსიმალურად უნდა იზრუნო, რომ კარგი ადამიანები გამოვიდნენ, პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი კრედოა და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი შვილები ასეთებად გაიზარდონ. დროსაც ვუთმობ, მათ ჭკუაზეც დავდივარ და როცა საჭიროა, გვერდშიც ვუდგევარ.
– რამდენი წელია ასაკში განსხვავება შვილებს შორის და რომ გაიგე მეხუთე შვილის, გოგოს მამა ხდებოდი, რა რეაქცია გქონდა?
– ლუკა 18 წლისაა, ნოდარიკო – 11 წლის, ბუსა – 5 წლის, მარიამი – 4 წლის და ელენიკო კი ერთი კვირის ქალბატონია. რომ გავიგე, მეხუთე შვილის მამა უნდა გავმხდარიყავი, შემეშინდა (იცინის). მაგრამ მადლობა უფალს, ეს შიში, განცდა და სიყვარული რომ გამოვცადე და დღეს ხუთივე შვილი ჯანმრთელი მყავს.
– რომ ვაკვირდები, შვილები ფიზიკურად ძალიან გგვანან. ხასიათიც მამის დაჰყვათ?
– ჩემი შვილები სასწაულად მგვანან როგორც ფიზიკურად, ისე ხასიათით.
– შენ, ცოტა აფექტური ადამიანი რომ ხარ? ამაშიც დაგემსგავსნენ?
– დიახ, აფექტური ვარ და ჩემი შვილებიც მამასავით აფექტურები, ლიდერები და ენერგიულები არიან (იცინის). რომ ვაკვირდები, ბუსას და მარიამს, ყველგან პირველობა და ლიდერობა უნდათ. ვფიქრობ, ეს თვისება ცხოვრებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, მამასავით კეთილები, გულჩვილები და ძალიან ემოციურები არიან.
– აფექტური ქმრის გაძლება შენი ცოლისთვის რთული არ არის?
– პირველ რიგში, ცოლს მინდა, მადლობა ვუთხრა იმ საჩუქრებისთვის, რასაც ჩემი შვილები ჰქვია. ამ პატარა გოგომ მიყოლებით გააჩინა სამი შვილი და ეს არ არის ადვილი. ყველაფერში მიდგას გვერდით და სხვათა შორის, მე დამემსგავსა. თუ ამბობდნენ: რანაირი ხასიათი აქვს შენს ქმარსო, ახლა ეუბნებიან: რანაირი ხასიათები გაქვთ ცოლ-ქმარსო (იცინის). წარმოშობით მეგრელია და ჩემს გვარზეც კი გადმოვიდა. მეხუმრებიან ხოლმე, ეს მეგრელი ქალი მთიულმა როგორ გადაიბირიეო (იცინის). მე კი ვპასუხობ: სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი. ჩემი ცოლი იდეალური ქალია. ახლა, რაც მეხუთე შვილის მამა გავხდი, ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავედი, ელენიკოს დაბადებამ ჩემში მეტი სიფრთხილე, სერიოზულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა გააღვიძა. თუ კარიერაშიც წარმატებული ვარ, ესეც ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ჩემი შვილები, ჩემი სტიმული არიან და თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ მათ გამო. დამღლელი რეპეტიციის მერე მათთვის შემიძლია, ღამეც გავათენო და არ დავიწუწუნო. შვილების გამო ყველაფერს დავთმობ.
– ელენიკო რომ დაიბადა, სოციალურ ქსელში დაწერე: მამას უკანასკნელი მარადისობა მზე-ქალი დაიბადაო. ანუ, ხუთ შვილზე შეჯერდი და მეტის ყოლას აღარ აპირებ?
– ჩემი აზრით, მეხუთე შვილზე გავჩერდი, მაგრამ მაინც ყველაფერი ღმერთის ნებაა და თუ ახლა ელენიკოა მზე-ქალი, მომავალში, თუ ღმერთი ინებებს, მთვარე-ქალის მამა გავხდები და მერე კი სხვა პლანეტებზე გადავალ (იცინის). და ყველას მოვუწოდებ: ამაზე კარგი განცდა არ არსებობს, აჩინეთ ბევრი შვილები!

скачать dle 11.3