კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ იძია შური გაბრაზებულმა ეთო გუგავამ მეუღლეზე და რისთვის მისცა მან ორი დღე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსახიობი ეთო გუგავა ყოველთვის ბუნებრივი გარეგნობის მომხრე იყო, თუმცა ბოლო დროს რამდენიმე მსუბუქი კორექციის შემდეგ მიხვდა, რომ რადიკალურ ცვლილებებს ვერასდროს შეეგუება, თუმცა მინუს რამდენიმე წელი, რაც მცირედმა კორექციებმა მოუტანა, ძალიან სასიამოვნო ყოფილა.
  ეთო გუგავა: ჩემს გარეგნობაში არასდროს არაფერი შემიცვლია და ახლა გადავწყვიტე რაღაცების შეცვლა. დავიწყე კბილებით და ვინირება გავიკეთე. ჩემი ულამაზესი, ჰოლივუდური ღიმილი ძალიან მომეწონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სითხელიდან გამომდინარე, ძალიან დაიჩაგრა ჩემი ტუჩები. მოკლედ, კბილმა მოითხოვა ტუჩი და აზარტში შევედი. დავიწყე სახის მოვლა, კანი მოვიწესრიგე და ტუჩის დროც მოვიდა. ეს იყო ძალიან სასაცილო სცენა, რადგან მეშინოდა, წარმოდგენაც კი მიჭირდა, თუ ამის გაკეთებას შევძლებდი. ცვლილებებისაც მეშინოდა და ტკივილისაც. ისევ სტომატოლოგთან მივედი, გავაკეთებინე სტომატოლოგიური გაყუჩება და გავქანდი კოსმეტოლოგთან დაბუჟებული და დასიებული ტუჩებით (იცინის). გამიმართლა, რომ გვერდიგვერდ მყავდნენ. ძალიან კი მეჩხუბა კოსმეტოლოგი, მაგრამ სხვა გზა არ იყო და გამიკეთა. სახლში ახალი ტუჩებით მოვედი, თან, ამის შესახებ არავინ იცოდა.
– მეუღლესა და შვილებს არ აფრთხილებ ხოლმე?
– არასდროს არავის ვაფრთხილებ. ხან ახალი ტატუთი მივალ, ხან ქერა, ხან გადაპარსული თავით. მოკლედ, ამჯერად მივედი გადიდებული ტუჩით. თურმე, ეს ტუჩი პირველ დღეს წარმოუდგენლად დიდია და მეუღლემ და ბავშვებმა რომ შემომხედეს, ლამის უკან გამიშვეს – ეს რა გჭირსო (იცინის). დავამშვიდე, დღეს მექნება და ვსიო, გაქრება-მეთქი. რეალურად კი, მეორე დილით რომ იღვიძებ, ტუჩები სახეზე დიდი გაქვს, რაც მეც არ ვიცოდი. რომ გავიღვიძე და სარკეში ჩავიხედე, გული გამისკდა. სახლიდან მაგდებდნენ და მერე ორი დღე მომცეს (იცინის). ორ საათში დამიცხრა და ძალიან ლამაზი ფორმა მიიღო. ჩემი ღიმილი კიდევ უფრო ლამაზი გახდა. ისევ აზარტში ვარ, ვაკაკუნებ თითებს მაგიდაზე – კიდევ რა გავაკეთო-მეთქი. საჩუქრად მივიღე ცხვირის პლასტიკა – არაქირურგიული. ცვლილებების ძალიან მეშინია და  ყველაფერი დეტალურად გავიკითხე. ტუჩებმაც არ მომცა ძალიან დიდი სხვაობა, ოდნავი და ძალიან სასიამოვნო ცვლილება მივიღე. გადავწყვიტე, ინიექციური რინოპლასტიკა გამეკეთებინა. მოკლედ, ამ ბოლო დროს ძალიან კარგად ვერთობი. კანიც ძალიან გავიჯანსაღე და უცებ რამდენიმე წელი მომაკლდა.
– როგორი შეგრძნებაა, ძველი და ახალი ეთო სარკეში რომ იხედება?
– ადრე ძალიან მეზარებოდა ამ ყველაფრის კეთება და ზუსტად ეს სიზარმაცე მათქმევინებდა ხოლმე – მე მომწონს ბუნებრიობა, ნაოჭები. ნაოჭებისთვის დიდად ხელი არ მიხლია, მაგრამ გაჯანსაღებული და მოვლილი კანი გაცილებით სასიამოვნო ყოფილა. ტუჩზეც პატარა კორექციის შემდეგ გავაცნობიერე, რომ მანამდე ორი ხაზი მქონია. გადავწყვიტე, რომ ტუჩი ყოველთვის გავიკეთო ხოლმე. ცხვირი ძალიან მომწონს, მაგრამ მეტჯერ აღარ მინდა. კანის მოვლაც, რა თქმა უნდა, მუდმივ პროცედურად იქცევა.
– ასეთი შეცვლილი რომ მიხვედი სახლში, რაო ოჯახმა?
– ჩემი მეუღლე ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ძალიან მოსწონდა ჩემი ცხვირი, არასდროს ახლო ხელიო და რომ გავიკეთე, ძალიან ეწყინა. მაგრამ რამდენიმე საათი რომ მიყურა, მკითხა: ეს სულ ასე გექნება თუ გაივლისო. რომ გაიგო, გაივლიდა, კარგი, მაშინ, თუ გინდა, მერე ოპერაცია გაიკეთე, ძალიან გიხდებაო (იცინის). სინამდვილეში, ჩემს სახეზე ან სხეულზე რადიკალურ ცვლილებებს ვერ გადავიტან. ერთადერთი, რაც რადიკალურად შეიცვალა, ჩემი თმის ფერია, რომელიც გავიღიავე და გავიზარდე. გრძელი თმა იშვიათად მქონია. არადა, მეუღლეს ძალიან
მოსწონს. შეყვარებულობის პერიოდში საკმაოდ გრძელი თმა მქონდა და პირველი კონფლიქტის შემდეგ, ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მეწყენინებინა. ისე გავბრაზდი, წავედი, თმა გადავიხოტრე და ფოტო სოციალურ ქსელში დავდე (იცინის).
– უკვე ცხრა წელი გავიდა ჩვენი ერთად ყოფნიდანო, სოციალურ ქსელში წერდი.
– ცხრა წელი გაცნობიდან და ზუსტად ექვსი წელია, ქორწინებაში ვართ. სექტემბერში გვაქვს ექვსი წლისთავი და შვილებთან ერთად ევროპაში მივდივართ სამოგზაუროდ.
– წერდი, ახლა უფრო გვიყვარს ერთმანეთიო.
– შეყვარებულობის პერიოდში ერთმანეთი ფანატიკურად გვიყვარდა. თანაცხოვრების პერიოდში ძალიან რთული აღმოჩნდა შეგუება. ჩემთვის ეს მეორე ოჯახია და ძალიან გამიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა. გიორგისთვის – პირველი და უკანასკნელი! (იცინის) ორივესთვის რთული აღმოჩნდა ოჯახური რუტინა და პასუხისმგებლობები. ერთი ბავშვი, მეორე... სახლი, სამსახური... შეყვარებულობა გადაიქცა პრობლემებად და მათ მოგვარებად – როგორც ხდება ხოლმე. უკვე დიდები ვიყავით და ოჯახს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ. ორივე მაქსიმალისტი ვართ, გვიყვარს წესრიგი, ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც საჭიროა. ჩემი წიკია კულინარია, რაც ხელოვნების დონეზე მაქვს აყვანილი. მოკლედ, ძალიან გავირთულე ცხოვრება (იცინის). თან, ჩემგან განსხვავებით, გიორგი რომანტიკოსი არ არის – ამაზე ცალკე მქონდა ცრემლების ღვრა. განა აღარ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ რომანტიკა ოჯახურმა რუტინამ ჩაანაცვლა. მერე, რაღაც მომენტში, თითქოს თავიდან შემიყვარდა, თან ძალიან და იგივე დაემართა გიორგისაც. შეყვარებულობის პერიოდიც კი არ გვქონია ისეთი, როგორც ახლა ვართ. ახლა ისე მიყვარს გიორგი, შეიძლება, მოვკვდე და იგივეს ვგრძნობ მისგანაც.
– და საოცარი გოგოები გყავთ.
– მართლა განსაკუთრებული ბავშვები გამომივიდა (იცინის). ისეთი ლამაზები არიან, ცოტა მშურს ხოლმე ჩემი შვილების (იცინის). ორივე ძალიან არტისტულია. უფროსს – ნიაკოს გადაწყვეტილი აქვს მსახიობობა და ამისთვის ძალიან ბევრს შრომობს. პატარაც ჩამოყალიბებული არტისტია, მაგრამ ამბობს, მოცეკვავე უნდა გამოვიდეო. ორივე ძალიან ბევრ რეკლამაში გადაიღეს. პატარას განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვს და ისეთი „გაქექილია“, გადაღება დამთავრდება თუ არა, კუთვნილ ხელფასს ითხოვს (იცინის).

скачать dle 11.3