კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№35 რატომ არ უნდა პაატა თედიაშვილს ოჯახის შექმნა და რა არის მისთვის ნარკოტიკი

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  პაატა თედიაშვილის კიდევ ერთი პროვოკაცია მის დიზაინერობას უკავშირდება. რეგიონულ ფეშენ-ვიქზე წარმოდგენილმა მისმა კოსტიუმებმა საზოგადოების ნაწილის მოწონება დაიმსახურა,ნაწილისგან
კი – ირონია და ლანძღვა.
  პაატა თედიაშვილი: ბავშვობიდან ვხატავ. ჩემი მამიდაშვილი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო და მან ამიხსნა, როგორ უნდა ამეგო ესკიზი მოდელის შესაქმნელად. ბევრჯერ დამთენებია თავზე შთაგონებულის ხატვისას. ათასობით ესკიზს ვინახავ თაროზე. მივხვდი, რომ ინტუიცია მქონდა. რასაც მე ვხატავდი, მერე მოდაში შემოდიოდა ხოლმე. მაგრამ მერე სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე და ამან ბევრი რამე გადაწონა. დიზაინერობაზე ოცნება წარსულს ჩაბარდა. მაგრამ მე მყავს ქორეოგრაფიული ანსამბლი რაიონში, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ და კოსტიუმებს მე ვქმნიდი. საკმაოდ მნიშვნელოვან ფესტივალზე ჩვენი ანსამბლი რეგიონში საუკეთესოდ ჩაცმულად აღიარეს, ჯერ კიდევ 1999 წელს. მე და ჩემი და სილამაზის კონკურსებს ვმართავდით ხოლმე და მონაწილეებისთვის მე ვქმნიდი სამოსს. მაშინ, მატერიალურად ძალიან რთული ცხოვრება გვქონდა და თუ რომელიმე ორგანიზაციის გადაყრილ ფურცლებს ვიპოვიდი, მეორე მხარეს ვხატავდი ხოლმე. თქვენ იცით, ძალიან სკანდალური რეგიონული ფეშენ-ვიქი, რომლის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იოსებ კავკავაშვილმა, იცოდა ჩემი ნიჭის შესახებ და მითხრა, რომ თემა „არა
ოკუპაციას“ ძალიან ფილოსოფიურია. შენ გიყვარს ეს წიაღსვლები და იქნებ რაღაც შეგექმნაო. ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდე. ჩემში რაღაც განათდა – ინსპირაცია ის ათი მცნება იყო და მავთულხლართი, რომელიც თავზე მედო, როცა გავრეპე. ასევე, კლიპი „მესხური“, რომლისთვისაც რამდენიმე კოსტიუმი მქონდა შექმნილი. ერთი თვე ყოველდღიურად ვკერავდი ხელით. ნატურალური ქსოვილები გამოვიყენე – ჯვალო, ტილო, ბიზი, მარლა... მათ შესაღებად კი – ენდრო, ინა... აქ ქალურობა და სინაზე კი არა, მისი სიძლიერე და მამაკაცური შტრიხებია წარმოჩენილი. როცა საქმე ოკუპაციას ეხება, გადაპრანჭული, ტუჩებდაბერილი ქალების დრო ნამდვილად არ არის. თუმცა, ეს არაა ის კოსტიუმები, რომლებიც გარეთ უნდა ჩაიცვა. ეს იყო თეატრალიზებული, დრამატული წარმოდგენა. ამას კომერციული დანიშნულება ვერ ექნება. მოდელები სპეციალურად იყო დაუსრულებელი, რადგან თემა, რომელსაც ისინი უკავშირდება, არაა დამთავრებული.
– ჯერ არაფერი გაგიკეთებია ისეთი, რასაც ქებასთან ერთად ლანძღვა-გინება არ მოჰყოლია.
– ახლაც ბევრი წერდა ჩემზე, სრულ ჭკუაზე არ არისო. შეიძლება, არ ვიყო დასაცინი, მაგრამ მოდაშია სოციალური ქსელის გვერდზე თედიაშვილის დაცინვა. თითქოს ჭკუაზე გადასული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. ეს საერთოდ არ მანაღვლებს. პირიქით, რაც უფრო მეტი განიხილავს, უფრო საინტერესოა. ამ შემთხვევაში უფრო სულიერ მდგომარეობას განიხილავენ, გაგიჟდაო და ექიმებს უწერდნენ, შენი პაციენტიაო. მაგრამ მათ არ იციან ამის წინაპირობა, ანუ ჩემი დამოკიდებულება მხატვრობასთან. ეს ჩემი მორიგი პროვოკაციაა, მაგრამ ოკუპაცია ისეთი თემაა, რომ მუშაობის პროცესში პროვოკაციაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი.
– თუმცა ოკუპაციასაც ბევრი იყენებს პოპულისტურად.
– ეს, როცა ფულს იღებს. მე პირიქით, ბევრ ფულს ვხარჯავ მათ შექმნაზე.
– ამდენი ადამიანი რომ გლანძღავს, რთული არ არის?
– ისე მივეჩვიე ლანძღვას, როცა მხოლოდ მაქებენ, მეხამუშება, ხომ არ მეაფერისტებიან-მეთქი. შეიძლება, ძალიან ბევრი შრომა ჩადო პროდუქტში და ცუდი რეაქცია ჰქონდეთ, შეიძლება, ნაკლები ფიქრის შედეგით ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო. წინასწარ გათვლა რთულია. განიცდის დედა, და. კიდევ
კარგი, დედას სოციალური ქსელი არ აქვს და ამ ყველაფერს არ კითხულობს. მაგრამ ცოტა ხნის წინ მითხრა, შენ გგონია, მე არ ვიცი, რა და როგორააო? ჩემს დას სულ ვთხოვ, არ წაიკითხოს. ბუნებრივია, მოქმედებს მასზე. ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა თქვა: საზოგადოება პირანიასავითაა ჩასაფრებული და პერიოდულად თუ ვინმემ ლუკმა არ გადაუგდო, შიმშილით იხოცებიანო. ჩემისთანა ადამიანები, რომლებიც პროვოკაციული მიმართულებით ვმუშაობთ, ლუკმებს ვუგდებთ საზოგადოებას, რომ გაერთონ და იქილიკონ. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ერმა წერა ისწავლა. ადრე წერილობით ვერ აზროვნებდნენ, კუთხური დიალექტიც კი იგრძნობოდა ხოლმე, ახლა უფრო დაიხვეწნენ. უნდა გააღიზიანო და გამოიწვიო საზოგადოება, რომ მათ გამოხატონ აგრესიაც და სითბოც. მათ აჯაფსანდალში რაღაც იფილტრება და შენ გრჩება აზრი, რა მიმართულებით წახვედი. თუმცა, როცა ვაკეთებ რამეს, ხალხის განერვიულება არ მაქვს მიზნად. უფრო დიდაქტიკური, შემეცნებითი პროდუქტის გაკეთებას ვცდილობ. ახალგაზრდა ხელოვანებისთვის მაგალითი უნდა იყოს ეს და იცოდნენ, რომ ეს არის გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების თანმდევი პროცესი. ამ თვალსაზრისით, ბულინგიც არ არის ცუდი. თავიდან მეც ძალიან განვიცდიდი, მაგრამ დღეს სულერთია, რას იტყვიან. აღარ დარჩენილა არც ლანძღვა და არც გინება, რომელიც არ გამოუყენებიათ ჩემთან მიმართებაში. ეს პროვოკაციები ერთგვარი ნარკოტიკია, რომელიც ისე გიჩვევს, თუ არ განგიხილავენ, თუნდაც ცუდად, უკვე მოქმედებს. ვისაც რამის გაკეთება სურს, ვეტყვი, რომ არასდროს დადგეს მათ ცხოვრებაში დღე, როცა მასზე აღარ ისაუბრებენ. ვიღაცები აგრესიულ კომენტარებსაც წერენ, მაგრამ, როგორიც უნდა დაწერონ, არ ვუპასუხებ. შეიძლება, ამით ისე გავაღიზიანო, სადმე დამხვდეს და თავში რაღაც ჩამარტყას. მე ვარ ერთი და ისინი რამდენიმე მილიონი. სამი მილიონიდან ხუთასი ათასსაც ვერ გასცემ პასუხს. ამიტომ, არასდროს დამიწერია მათ წინააღმდეგ სტატუსი. დედაც ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება არ მოხდეს.
– პირად ცხოვრებაში შეიცვალა რამე?
– რაღაც მიდის მდორედ – შეხვედრებისა და საუბრის დონეზე. ვერ მივედი თუ ვერ მოვიდნენ ჩემამდე. ბევრი არის ისეთი, ვინც კარგი მეუღლე და დედა იქნება, მაგრამ არ გამოჩნდა ის, ვინც ყველაფერს გვერდზე გადამადებინებს. მინდა, რომ შვილი მყავდეს. ოჯახური იდილიისთვის არ ვარ შექმნილი. ძალიან მალე მბეზრდება ყველაფერი. შვილი მინდა, რომელსაც საერთო მშობლები – ვინც ვიქნებით, მივხედავთ და ვიზრუნებთ მის განვითარებაზე.

скачать dle 11.3