კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (98)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№35 სალომე ბაკურაძე: ლაშა „სიყვარულის ქოფაკს“ მეძახის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ვინც სალომე ბაკურაძეს იცნობს, დამეთანხმება, რომ მისი ენერგეტიკა და ხალისიანი განწყობა, ადვილად გადმოდის ადამიანზე და მასთან საუბარი და ურთიერთობა არ გწყინდება. მიიჩნევს, რომ ისევე როგორ კარიერაში, პირადშიც ბედნიერია და ეცდება, მისი ცხოვრება სულ ასეთი მრავალფეროვანი იყოს თავის მეორე ნახევართან ერთად.
  სალომე ბაკურაძე: ზაფხული ჩემი ყველაზე საყვარელი პერიოდია. მზეზე, კარგ ამინდზე, კარგ ხასიათზე, რუჯსა და გართობაზე „ვაფრენ“, რაც ამ დროს უკავშირდება. ამიტომ, ვცდილობ, კარგად მოვემზადო და ჩემს სადაქალოში, პირველი მე გამოვიზაფხულებ ხოლმე (იცინის). წელს მეუღლესთან, შვილთან და დედასთან ერთად, საქართველოში, აჭარაში, კერძოდ კვარიათში, დავისვენე, თან საქმეც გამოვიყოლე – კონცერტებზე გამოვდიოდი. ჩემი შვილი სამი წლისაა, უკვე ისწავლა დასვენების „გემო“ და მასზე გადავეწყვე. იმ ჩარჩოებში მოვექეცი, რაც მას სურდა. დილით რომ გაიღვიძებდა, ჩადიოდა სასტუმროს რესტორანში, თავისი ანგარიში ჰქონია გახსნილი, საჭმელებს უკვეთავდა და ნაჭამი გვხვდებოდა. შემწვარ სოსისებს მიირთმევდა, ანუ ისეთ საკვებს, რასაც ჩვენ არ ვაჭმევდით და თავის ჭკუაში, ვალები დაგვადო (იცინის). ახლა საირმეში გავუშვით დედაჩემთან ერთად და მე და ლაშა ვიცინოდით, დადგა ჩვენი განმეორებითი თაფლობის თვეო (იცინის).
– ადრე უფრო თამამად ჩაცმული დადიოდი, ცხვირზე პირსინგით. ამბობენ, საყვარელი ადამიანის გამოა, მოკრძალებულად რომ გაცვია და პირსინგიც მოიხსენი. ასეა?
– არა, ცდებით (იცინის). ცხვირზე პირსინგი ხშირად მიკეთია და თამამადაც ვიცვამ. ამ მხრივ, ლაშა უსაზღვროდ შეუზღუდავი და უპრობლემო ქმარია, ყველანაირ ასპექტში. თუ კაბა მომწონს, აუცილებლად ჩავიცვამ, მიუხედავად მისი ღრმა დეკოლტისა. ქმრისგან არანაირი შეზღუდვა არ მაქვს – არც დროში, არც სივრცეში და არც იმიჯში. ლაშიკო ყველაზე კომფორტული ქმარია მსოფლიოში (იცინის).
– ზოგადად, ზაფხული წონის მომატების პრობლემასაც აჩენს. ვიცი, შენს წონასთან სულ „ჭიდაობ“. ახლაც ასე ხარ?
– დაწყებული საქმე ბოლომდე ვერასდროს მიმყავს. თუმცა, ახლა წონასთან ხელჩართული ბრძოლა მაქვს გაჩაღებული, ერთ-ერთი დიეტის პროგრამაში ჩავერთე და ამ ზაფხულის პერიოდში ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები. ასე რომ, ამ მხრივ, სიახლეები მაქვს, ჩემს რადიკალურ გარდასახვას ველოდები და მალე
შეცვლილ სალომეს ნახავთ. სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ, არ დავნებდები და ახალი იმიჯითა და წონით მოგევლინებით. ახლა საკუთარი წონის შეტევის ეტაპზე ვარ და იმედია, ბრძოლას მოვიგებ (იცინის).
– ვინც გიცნობს, იცის, რომ ცოტა ჯიუტი და ბუტია გოგო ხარ. შენს ასეთ ხასიათს როგორ ეგუება, როგორც თავად ამბობ, კომფორტული ქმარი?
– ჯიუტი არა, უფრო დამყოლი ვარ, თუმცა ჩემი აზრი ყოველთვის მაქვს და ვაფიქსირებ. კონფლიქტს იმხელა დისკომფორტი მოაქვს ჩემთვის, მირჩევნია, გარკვეულ მომენტებში დამყოლი გავხდე, რომ რაღაც არ გავაპრობლემო. ასე რომ, ჯიუტს და ჩემნათქვამას ჩემს თავს ვერ ვუწოდებ. კომპრომისზე ყოველთვის მივდივარ – ეს ჩემს ხასიათს თან ახლავს. რაც შეეხება ბუტიობას, კი, ვარ. ხშირად, გაბუტული რომ ვარ, მახსოვს, მაგრამ წყენის მიზეზი არ მახსოვს (იცინის). ლაშა იცინის ხოლმე: გაბრაზებაც არ იცი წესიერი, თუ გახსოვს, რაზე იბუტებიო (იცინის). რა ვქნა, ასეთი ხასიათი მაქვს. ჭორიც კი კარებამდე არ მახსოვს. ლაშა სიყვარულის ქოფაკს და კაპასსაც მეძახის. ეტყობა, სანამ მართლა გავქოფაკდები, სიტუაციას ამ სიტყვების დაძახებით მუხტავს (იცინის).
– ვიცი, ოჯახზე საუბარს ყოველთვის გაურბიხარ. არ გიყვარს დეტალებზე და პირადზე საუბარი. თუმცა, ლაშა ხშირად საჯაროდ გიხსნის სიყვარულს. ეს უხერხულობას ხომ არ გიქმნის?
– ქმრისგან ჭარბი დოზით სიყვარულის საჯაროდ ახსნა, რაღაც მომენტში, მიქმნის უხერხულობას. მერიდება და ვეუბნები, არ არის საჭირო-მეთქი. ვაღიარებ, მაინც სასიამოვნოა, თუმცა, თუ ძალიან გადააჭარბა და აღარ ასრულებს, ვუშლი (იცინის). რაღაც პერიოდი თუ მომაკლდა, მერე ვგრძნობ შექებისა და სიყვარულის ახსნის დანაკლისს (იცინის). მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც საჯაროდ, თუნდაც სოციალურ ქსელში, აქტიურია სიყვარულის ახსნებით. მირჩევნია, ჩემი განცდა და გრძნობა პირისპირ ვუთხრა. ასე რომ, სიყვარულის ახსნებიც მაქვს ქმართან, მაგრამ ხმამაღალ განცხადებებს არ ვაკეთებ. ჩემი პატარა პირადი სივრცე მაქვს, სადაც მაქსიმალურად ვიხარჯები და არ არის საჭირო, ეს ყველამ გაიგოს და სოციალურ ქსელში „გამოვჭიმო“. სულ ვამბობ, შეყვარებულობის პერიოდს ვერ ველევი-მეთქი. ვცდილობ, მე და ლაშას ურთიერთობა მრავალფეროვანი და იმპულსური იყოს და არა ერთხაზოვანი. მთელი ცხოვრება ვეცდებით, ჩვენი ოჯახური თანაცხოვრება იყოს სხვანაირი და „შეყვარებულური“.
– ბევრს მოგზაურობ. ამის გამო, ალბათ, ბევრს ფულიანი ჰგონიხარ. დახმარებას გთხოვენ უცხო ადამიანები?
– ხშირად ვმოგზაურობ და ეს არ არის დიდ ხარჯთან დაკავშირებული. შეგიძლია, სხვა რაღაცები მოიკლო და მოგზაურობის სიამოვნება არ დაიკლო. ჩვენც
ასე ვახერხებთ. ახლახან ლაშამ სიურპრიზი გამიკეთა – გაიგო, ახალი ავიაკომპანია შემოდის ბაზარზე, ჩუმად იყიდა იტალიის ბილეთები, საკმაოდ იაფად და ნოემბერში თავად დამიგეგმა მოგზაურობა. ჯერ არც ვიცი, წავალთ თუ არა, მაგრამ მთავარია, ბილეთები გვაქვს (იცინის). რაც შეეხება დახმარებას, ჩემ ირგვლივ ბევრი ჩემიანია, ვისაც დახმარება უნდა და თხოვნაც არ მჭირდება. ბევრ უცნობსაც უთხოვია დახმარება, მაგრამ იმდენი ნამდვილად არ მქონია, რასაც მთხოვდა. რამდენიმე უცხო ადამიანმა ისიც კი მთხოვა, იქნებ თქვენი კაბა მომცეთო. ჩვევა მაქვს – ახლობელს რომ მივცემ ჩასაცმელს, მერე, რაღაც პერიოდი რომ გავა, ისევ მომწონს და განაჩუქარი ტანსაცმლის უკან დაბრუნებას ვითხოვ (იცინის).
– ადრე მითხარი, მარტოობის, სიბნელისა და სიბერის მეშინიაო. ახლაც ასე ხარ?
– კი, მარტოობისა და სიბნელის მეშინია. სიბერის შიში კი იმიტომ დავძლიე, უამრავი ახალი ტექნოლოგია შემოვიდა და გაახალგაზრდავების პრობლემაც არაა.
– ვიცი, ლაშა და შენ, რაღაც პერიოდი ამერიკაში აპირებდით წასვლას და იქ მეორე შვილის გაჩენას. ეს ძალაშია?
– ლაშას ეს სურვილი ახლაც აქვს. მექაჩება – წავიდეთ ამერიკაშიო. მე საცხოვრებლად ვერა, მაგრამ დასასვენებლად, კი ბატონო, გავყვები. სხვაგან ვიშრომე, ვიშოვე და ვიცხოვრე არ მინდა... მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ვიშრომო და უცხოეთში დავისვენო. ასე რომ, ეს ჩემი დიდი სურვილი არ არის. რაც შეეხება შვილის გაჩენას, ამერიკაში რომ არ ვირბინო, აქაც კარგად გაჩნდა სანტი (იცინის). და, საქართველოში მეორე, მესამე და მეოთხე შვილიც კარგად გაჩნდება, როცა ღმერთი ინებებს.

скачать dle 11.3