კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ვინ იყო ქართველი მეკობრე, ვინც ატლანტის ოკეანეში მცურავ გემებს შიშის ზარს სცემდა და რა ბედი ეწია მის განძს

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ იმ საშიშ მეკობრეთა შორის, რომელთა შესახებაც ფილმები გვინახავს და ლეგენდები გვსმენია, ქართული გვარ-სახელიც ჟღერს. რაც უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, არსებობს ისტორიები ქართველ მეკობრეზე, რომელსაც შალვა ჯორჯიელის სახელით იცნობდნენ. ჯორჯიელი შიშის ზარს სცემდა შორეული ატლანტის ოკეანეში მცურავ ხომალდებს.  
  შალვა ჯორჯიელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, ვიცით, რომ ის იყო სახელგანთქმული ყაჩაღის „შავი წვერის“, ანუ ედუარდ ტიჩის (დრამონდის) ბანდაში. 1715 წლიდან შალვა ჯორჯიელისა და ედუარდ ტიჩის ბედი სამუდამოდ დაუკავშირდა ერთმანეთს და ქართველმა მეკობრემ სიკვდილამდე უერთგულა ერთ-ერთ ყველაზე ტირანული სახელის მქონე მეკობრეს – „შავწვერას“.
  ეს ის ტიჩია, რომელიც რობერტ ლუის სტივენსონმა თავისი რომანის, „განძის კუნძულის“ გმირის, კაპიტან ფლინტის პროტოტიპად გამოიყენა.
  ედუარდ ტიჩი – შავწვერა მეკობრე, თავის საქმიანობას ეწეოდა ვესტ-ინდოეთსა და ამერიკის კოლონიების აღმოსავლეთ სანაპიროებზე. მისი ადრეული ცხოვრების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. სავარაუდოდ, იგი ინგლისის ქალაქ ბრისტოლში დაიბადა. შესაძლოა, კეპერი გემების მეზღვაური იყო დედოფალ ანას ომის დროს, სანამ ბაჰამების კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე დასახლდებოდა, რომელიც კაპიტან ბენჯამინ ჰორნიგოლდის ბაზას წარმოადგენდა. მის ეკიპაჟს „შავწვერა“ დაახლოებით 1716 წელს შეუერთდა. მრავალ მეკობრულ აქტში გამოჩენილ სიმამაცისათვის ჰორნიგოლდმა ის თავის მიერ დატყვევებული კარჭაპის მეთაურად დანიშნა.
  ტიჩმა შეიპყრო ფრანგი ვაჭრების გემი, რომელსაც სახელი შეუცვალა, Queen Anne’s Revenge უწოდა და 40 ქვემეხით აღჭურვა. ამის შემდეგ ის სახელგანთქმული მეკობრე გახდა, მისი მეტსახელი კი მისი თხელი შავი წვერისა და საზარელი სილუეტისგან მომდინარეობს. როგორც ამბობენ, მტრების შესაშინებლად ქუდის ქვეშ მას აალებადი პატრუქი ეყენა.
  ტიჩი საკუთარი თავის საზარელ სურათს ხატავდა და საშინელ ზემოქმედებას ახდენდა იმ ხალხზე, რომელთაც ის აყაჩაღებდა. მიუხედავად ასეთი ტირანული სურათისა, დღესდღეობით არ არსებობს არანაირი ცნობა იმის შესახებ, რომ მის მიერ შეპყრობილნი ოდესმე მოეკლა ან დაესახიჩრებინა. სიკვდილის შემდეგ „შავწვერა“ მეკობრული თემატიკის მრავალი ლიტერატურული მიმდინარეობის შთაგონების წყაროდ იქცა.
  თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ტიჩი ერთი ლოთი და დეპრესიული პიროვნება გახლდათ – ბევრი უდანაშაულო მატროსი გამოასალმა სიცოცხლეს. მხოლოდ შოტლანდიელმა დიდგვაროვანმა ბალაიტერემ აიძულა დამორჩილებოდა მას. მან გემის კვარტირიმინისტრის თანამდებობა შემოიღო და ლოთ კაპიტანს შინა პატიმრობა მიუსაჯა – გემზე ბუნტის შემდეგ კი განძი თანაბრად გაანაწილა.
 რაც შეეხება ქართველ მეკობრეს, ცნობილია, რომ 33 წლის მამაცი მეზღვაური შალვა ჯორჯიელი 1712 წელს ინგლისში ჩავიდა და სამი წლის შემდეგ ტიჩის ბანდაში მთავარ მეზარბაზნედ აღმოჩნდა.
  იმ დროისათვის, როცა შალვა ტიჩის ბანდას შეუერთდა, მეკობრის განკარგულებაში უკვე იყო ოცქვემეხიანი ფრეგატი „დედოფალ ანას შურისძიება“, თოთხმეტქვემეხიანი „ედვენჩერი“, თორმეტქვემეხიანი „რეინჯერსი“, ათქვემეხიანი „ბლექ როუზი“ და სამასამდე თავზეხელაღებული ყაჩაღი.
„შავი წვერის“ სახელი ძრწოლვას ჰგვრიდა ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ხომალდებს. ტიჩი ატლანტის ოკეანის სრული ბატონ-პატრონი იყო. დაუნდობელ ყაჩაღს, 207 სანტიმეტრის სიმაღლისა და ფანტასტიკური ძალ-ღონის პატრონს, ჯოჯოხეთის მოციქულად მიიჩნევდნენ. „შავი წვერის“ დევიზი იყო: „დასცხე შენიანს, რათა უცხოს ეშინოდეს“!
  ერთხელ, უგონოდ მთვრალმა, თავის მეგობრებს – შალვა ჯორჯიელს, ონილს, დიურს, გუსტაფსონსა და ჰოუქსს შესთავაზა, მოდით, ჯოჯოხეთი მოვიწყოთ და ვნახოთ, რამდენ ხანს გავძლებთო. მეგობრები ვერ მიუხვდნენ, რას გულისხმობდა, მაგრამ მაინც ჩაჰყვნენ ტრიუმში კაპიტანს. „შავმა წვერმა“ კარი ჩაკეტა და გოგირდით სავსე ქილას ცეცხლი მოუკიდა. იქაურობა ყვითელი ბოლით გაივსო, მეკობრეებმა კარი გაამტვრიეს და გარეთ გაცვივდნენ, ახარხარებული ტიჩი კი ტრიუმში დატოვეს.
  შალვა ჯორჯიელი მონაწილეობდა ყველა იმ გახმაურებულ თავდასხმაში, რომელიც  კი „შავ წვერს“ მოუწყვია. მათ შორის: ფრანგულ სამხედრო ფრეგატ „კონკორდზე“ შეტევაში, რა დროსაც მეკობრეებმა სახელმწიფო ხაზინის ოქროთი გაძეძგილი ხომალდი იგდეს ხელთ; ინგლისურ სავაჭრო გემ „გრეი ალენზე“ თავდასხმაში; ინგლისის ფლოტის სიამაყე, 36 და 14-ქვემეხიან „სკარბოროსა“ და „ედვენჩერზე“ ერთდროულ თავდასხმაში, რა დროსაც მეკობრეებმა „ედვინჩერი“ დაისაკუთრეს, ხოლო „სკარბორომ“ ძლივს გაასწრო სამშვიდობოს...
  მაგრამ როგორც ამბობენ, მოულოდნელად, 1718 წლის გაზაფხულზე,  ტიჩი და მისი სამი თანამებრძოლი – შალვა ჯორჯიელი, დიური და ჰოუქსი ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორს მიადგნენ და სამოსახლო მიწის გამოყოფა მოსთხოვეს. გუბერნატორმა ედენმა ყაჩაღების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ისინიც პატიოსან ცხოვრებას შეუდგნენ. უფრო მეტიც, დიური და შალვა ჯორჯიელი, თურმე, საკვირაო მესას არ აცდენდნენ და სხვა დღეებშიც ხშირად სტუმრობდნენ ეკლესიას.
  მაგრამ მალე მოსწყინდათ მშვიდობიანი ცხოვრება და ისევ ძველ გზას დაადგნენ. იმავე წლის ბოლოს ქალაქი ჩარლსტონი ბლოკადაში მოაქციეს და მხოლოდ მას შემდეგ დაეხსნენ, რაც ადგილობრივ ხელისუფალთაგან დიდი გამოსასყიდი მიიღეს.
თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა. ვირჯინიის გუბერნატორმა ალექსანდრ სთოფს ვუდმა ორი კარგად აღჭურვილი გემი გაგზავნა „შავი წვერის“ მთავარი   ბაზისკენ, კუნძულ ოკრაკონისკენ. იმ დროს ტიჩს ადგილზე მხოლოდ ერთი ფრეგატი ჰყავდა, რადგან დანარჩენები ატლანტის ოკეანეში თარეშობდნენ. ბრძოლაში უპირატესობა თავიდან მეკობრეებმა იგდეს ხელთ. შალვა ჯორჯიელის ზუსტად ნატყორცნმა ჭურვებმა ერთი ფრეგატი მწყობრიდან გამოიყვანა, მაგრამ ტიჩმა შეცდომა დაუშვა: მეორე ფრეგატის აბორდაჟით აღება ბრძანა და ხელჩართულ ბრძოლაში მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. სთოფს ვუდის ჯარისკაცებმა ყველა მეკობრე მოკლეს, მერე კი, ვირჯინიის გუბერნატორის ბრძანებით, ტიჩისა და მისი რამდენიმე თანამებრძოლის მოკვეთილი თავები ქალაქის ცენტრში, ძელებზე წამოაცვეს.
  ასე დასრულდა უცხოეთში გადახვეწილი ქართველი მეკობრის, შალვა ჯორჯიელისა და იმ დროის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კაცის, ედუარდ ტიჩის ცხორება.
  ხოლო იმ ზღაპრულ ქონებას,  რომელიც „შავწვერამ“ საიმედოდ გადამალა, ვერავინ მიაგნო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ავანტიურისტს ჰქონდა ამ საგანძურის დაუფლების სურვილი.

скачать dle 11.3