კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ გადაარჩინა იოსებ ელიგულაშვილმა 20 ათასი ებრაელი სიკვდილს და როგორ დაეხმარა ის ექვთიმე თაყაიშვილს ქართული საგანძურის გადარჩენაში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  იოსებ ელიგულაშვილი საქართველოდან საბჭოთა რეჟიმს გაექცა, ის პარიზში წარმატებული ბიზნესმენი გახდა და  20 ათასი ევროპელი ებრაელის გადარჩენა შეძლო.
  იოსებ ელიგულაშვილის ღვაწლს დიდად აფასებდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის ყოფილი მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი: „ებრაელობა იოსებისგან მოელოდა შველას. მან მოახერხა  ქართული ემიგრაციის ერთსულოვნად დაინტერესება ქართველი ებრაელების გადარჩენით და მათი საკითხი საქართველოს ისტორიას დაუკავშირა. იოსების ამ ბრწყინვალე საქმეს ვერ დაივიწყებს ვერც ქართველი  ებრაელობა და ვერც საქართველოს ისტორია, რადგან ამ საქმით აღდგა უცხოელების თვალში საქართველოს ისტორიული ტრადიცია – ყველა ერისა და სარწმუნოების პატივისცემისა და დაცვის. თვითონ ასე აფასებდა ამას და ამბობდა ხოლმე: „ბევრი, ბევრი ქართველი დაგვეხმარა ჩვენ ამ საქმეში, ამას ვერ დავივიწყებთ; მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის ქართველი დაგვეხმარა, რომელსაც საქართველოს ისტორია ეწოდებაო!..“
  იოსებ არონის ძე ელიგულაშვილი – სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი ებრაელი, ქუთაისის პირველი გილდიის ვაჭრისა და ქველმოქმედის არონ ელიგულაშვილის ოჯახიდან. საშუალო განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, შემდეგ დაამთავრა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი და იქვე ჩაება ოჯახის კომერციულ საქმიანობაში. საქართველოში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. იყო საგარეო ვაჭრობის კომიტეტის, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, 1920 წელს იყო საქართველოს ეკონომიკური აგენტი ევროპაში. ნოე ჟორდანიას მთავრობაში ფინანსთა და ვაჭრობა-ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას გაჰყვა ემიგრაციაში. აღსანიშნავია მისი დამსახურება საქართველოს ეროვნული განძის გადარჩენაში. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს, როცა იგი ივანე ჯავახიშვილის დავალებით ნოე ჟორდანიასთან მივიდა და ეროვნული განძის დაღუპვის საშიშროება აცნობა, მთავრობის თავმჯდომარემ მაშინვე გამოაძახებინა ელიგულაშვილი და იქვე გაამზადებინა ბრძანებულება ექვთიმე თაყაიშვილის განძის მცველად და ელიგულაშვილის მის თანაშემწედ დანიშვნის თაობაზე. თაყაიშვილი იგონებს, რომ სწორედ ელიგულაშვილის განსაკუთრებული ორგანიზატორული უნარის წყალობით შევძელით დავალების ბრწყინვალედ შესრულებაო. ის ემიგრაციაშიც ერთგულად ემსახურებოდა განძის დაცვის საქმეს. ემიგრაციაში აირჩიეს გადახვეწილ ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარედ. მისი ინიციატივით საქართველოს ემიგრანტული მთავრობა ენერგიულად ჩაება ფაშისტური ტერორისაგან ებრაელთა გადარჩენის საქმეში და ასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
  „ბევრმა არ იცის, რომ იოსებ ელიგულაშვილი ქართველი შინდლერი იყო. ებრაელები საქართველოში ყველაზე ინტეგრირებულ უმცირესობად ითვლებოდა,
მათი გვარები ხშირ შემთხვევაში ქართულისგან ძნელად გასარჩევი იყო, ხოლო ქართული ენა მშობლიურ ენად მიაჩნდათ. ისინი იცვამდნენ, როგორც ადგილობრივები და იკავებდნენ საქართველოში მაღალ პოსტებს ყველა სფეროში, ამასთან, არ კარგავდნენ საკუთარ ტრადიციებს“, – ამის შესახებ წერს ებრაული გამოცემა Jewish (ავტორი – ლაშა შაყულაშვილი). გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ებრაელებმაც მოაწერეს ხელი. ესენი იყვნენ: იოსებ ელიგულაშვილი და ილია გოლდმანი. ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი კი, ცხინვალში დაბადებული მოშე დავარაშვილი იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს, ილია გოლდმანის ინიცირებით შეიძინეს ლევილის მამული პარიზში – ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების თავშესაფარი. იოსებ ელიგულაშვილი კი, ბედისწერის წყალობით, „ქართველი შინდლერი“ გახდა, რომლის შესახებაც თითქმის არავინ არაფერი იცის, – წერს Jewish.
  იოსებ ელიგულაშვილი ქუთაისში დაიბადა, განათლება მოსკოვში მიიღო, უკან დაბრუნებული კი აქტიურად ჩაერთო ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. 1919 წელს ის ნაციონალ-დემოკრატიული მოძრაობის სიით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახდა. 1921 წელს, ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, ის პარიზში დასახლდა, სადაც საკმაოდ ძლიერი ქართული დიასპორა შეიკრიბა. მათი მშვიდი ცხოვრება ნაცისტების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს დამთავრდა.  იოსებ ელიგულაშვილი ნაცისტებმა ერთ-ერთი პირველი დაიჭირეს, საბედნიეროდ, გერმანიაში თავისი ძველი კონტაქტების წყალობოთ, მიხეილ კედიამ – საქართველოს ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის შვილმა, ელიგულაშვილის გადარჩენა შეძლო. ელიგულაშვილმა და კედიამ, საერთო ძალისხმევით, ფაშისტების ბანაკებიდან ათასობით ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. გამოცემის ცნობით, ამის გაკეთება მათ შეძლეს ქართველი ებრაელების შესახებ „მეცნიერულად დასაბუთებული“ მემორანდუმით, რომელიც ოკუპირებულ პარიზში ნაცისტების წარმომადგენლებს გადაუგზავნეს. მემორანდუმში ნათქვამი იყო, რომ ქართველი ებრაელები ეთნიკური ქართველებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ: „არ გააჩნიათ არანაირი კომუნისტური და სიონისტური მისწრაფებები“. აღნიშნული დოკუმენტის წყალობით გაჩნდა შესაძლებლობა, გადაერჩინათ ყველა ქართველი ებრაელი. დაიწყო ყალბი საბუთების დამზადება – ევროპელ ებრაელებს გვარის ბოლოში უმატებდნენ ძე-ს და შვილ-ს. ეს გარკვეულწილად საკმარისი იყო, რომ მათი ქართული წარმოშობა დაემტკიცებინათ.
  გამოცემა წერს, რომ ელიგულაშვილისა და მისი თანამოაზრეების წყალობით, 20 ათასამდე ებრაელი გადაურჩა ბანაკში გაგზავნას. მათგან ძალიან მცირე რაოდენობას ჰქონდა რეალურად კავშირი საქართველოსთან. დანარჩენები იყვნენ ირანელი, თურქი და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ებრაელები. ომს თვითონ ელიგულაშვილიც გადაურჩა, თუმცა 1952 წელს პარიზში ისე დაიღუპა, რომ სამშობლოში არასდროს ჩასულა.

скачать dle 11.3