კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№35 რატომ სთავაზობდნენ ჯიბეში ბრილიანტის ჩაგორებას გელა ჩარკვიანს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  გელა ჩარკვიანი იხსენებს: „საბჭოთა საქართველოში კორუფციის მაღალი დონე იყო, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდებოდა და მათ შორის, განათლებაშიც. უმაღლეს სასწავლებელში რომ მოხვედრილიყავი, მხოლოდ კარგი მომზადება არ იყო საკმარისი და ფულიც უნდა გადაგეხადა. ერთხელ, უცხო ენების ინსტიტუტში მიმღები კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ გამამწესეს და ორჯერ ქრთამიც შემომთავაზეს, თუკი უმაღლეს შეფასებას დავწერდი.
  პირველ შემთხვევაში ჩემთან ტიპური საქმოსანი მოვიდა და მითხრა: ხვალ ჩემს გოგონას ინგლისურში გამოცდა აქვს და თუკი „ხუთიანს“ დაუწერ, ეზოში ახალთახალ „ნოლ ტრის“ („03“ მარკის „ჟიგული“) შემოგიგორებო. შემდეგ ქაღალდზე დაწერილი აბიტურიენტის გვარი და სახელი დამიტოვა და წავიდა. მე ეს ქაღალდი წაუკითხავად დავხიე, რომ მეორე დღეს ტენდენციური არ ვყოფილიყავი და რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, თუ ვინ იყო ქრთამის შემომთავაზებლის ქალიშვილი. საღამოს იმ საქმოსანმა სახლში დამირეკა და აღტაცებული მეუბნება:
– ყოჩაღ, ძმაო, ვაჟკაცი ყოფილხარ, ჩემმა გოგომ ხუთიანი მიიღო და ახლა ჩემს პირობას შევასრულებო.
მე, რა თქმა უნდა, კატეგორიულად ავუკრძალე ქრთამის მოყვანა, თან ვუთხარი, რომ არც კი ვიცოდი, თუ ვინ იყო მისი გოგონა, რადგან ქაღალდი დავხიე-მეთქი.
  ერთი სიტყვით, მთელი კურიოზი ის იყო, რომ გოგონა კარგად იყო მომზადებული და თვითონ ჩააბარა, თუმცა მამამისი სრული გარანტიისთვის ქრთამს ჩამოდიოდა...
  მეორე შემთხვევაში კი ქრთამის შემომთავაზებელმა მითხრა, თუკი ჩემს შვილს „ხუთიანს“ დაუწერ, ჯიბეში ისე ჩაგიგორებ ბრილიანტს, რომ ვერც გაიგებო... მე ხშირად ვათვალიერებდი ჯიბეებს, ბრილიანტი ხომ არ ჩამიგორეს-მეთქი, მაგრამ როგორც ეტყობა, მეორეს შვილი ცუდად იყო მომზადებული, „ხუთიანი“ ვერ დაიმსახურა და ბრილიანტი ამიტომ  ვერ მივიღე.“

скачать dle 11.3