კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რა საფრთხეს გვიქმნის ოქროსა და ვერცხლის ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიათა შეჯახება და რა შემთხვევაში არ უნდა ეხებოდეს კანს სამკაულთა ასეთი ნარევი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  სამკაული და განსაკუთრებით კი ძვირფასი – ოქრო-ვერცხლით ნაკეთები თვალწარმტაცი სამშვენისი ყველა ქალის სისუსტე და ზოგჯერ აუხდენელი ოცნებაცაა. აბა, ვინ იტყვის უარს, მოირთოს და მოიკაზმოს ოქროს ბეჭდებით, საყურითა თუ ყელასაბამით, ვერცხლის სამაჯურითა თუ ქამრით... თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის მის სხეულზე ერთად ასხმულ ოქრო-ვერცხლს, ან რა უნდა ვიღონოთ, რომ ეს საფრთხე თავიდან ავიცილოთ, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი თამაზ ლ.
– რატომ არის საშიში ოქროსა და ვერცხლის სამკაულის ერთად ტარება?
– ვინც ბიოენერგეტიკას არ იცნობს, მანაც კი იცის, რომ ოქრო ვერცხლს ძალიან ცუდად ეთანხმება. ეს ორი ლითონი საუკუნეთა განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო ენერგიითაა დამუხტული. ძვირფას ლითონებს კეთილშობილსაც უწოდებენ და ისიც ცნობილია, რომ სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მაგრამ, ოქროს ვერცხლთან თანხვედრაში სწორედ ეს მადლი ეკარგება. ოქრო და ვერცხლი – ნათელი მაგალითია იმისა, თუ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგეტიკის ნაკადი როგორ ანადგურებს ერთმანეთს.
  ვერცხლი ანგრევს ოქროს – ოქრო რბილი ლითონია და თავისი ფიზიკური მონაცემებით ვერცხლის სრულიად საპირისპიროა. ყველაზე ნათლად გამოხატული საშიშროება ოქროს ვერცხლთან ერთად ტარებისა ოქროს მყისიერი წაშლაა. მაგალითად, თუ ამ ორი ლითონის ძეწკვი ერთად გაიკეთეთ ყელზე, ვერცხლი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, წაშლის ოქროს, გამომდინარე იქიდან, რომ ის მტკიცე და მყარია. მართალია, ოქრო სილამაზით გამოირჩევა, თუმცა ამასთან ერთად, რბილი და ელასტიკური ლითონია, რის გამოც მხოლოდ ადამიანის კანზე შეუძლია, იმოქმედოს. თუ მაინცდამაინც ძალიან გინდათ, რომ სხვადასხვა ლითონის სამკაულებით მოიწონოთ თავი, ისე გაიკეთეთ, რომ უშუალოდ კანს არ ეხებოდეს.
– რა შეიძლება, დატრიალდეს ჩვენს თავს, თუ ოქროსა და ვერცხლის სამკაულების გაკეთება ერთდროულად მოგვინდა?
– ეს მიგიყვანთ ნერვულ დაძაბულობამდე. ოქროს სამკაულს აქვს დინამიკური ენერგეტიკული სტრუქტურა, ვერცხლისას კი – მშვიდი და გაწონასწორებული. ურთიერთსაპირისპირო მიმართულებათა შეჯახება კი პოზიტიურ თვისებებს სპობს ან ანეიტრალებს. ამიტომ, თუ ოქროსა და ვერცხლის სამკაულს ერთად გაიკეთებთ, ამან შეიძლება თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს. ასეთი შეხამება რისკია იმისა, რომ ახლობლებთან კამათი მოგივიდეთ ან კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ ქუჩაში, ტრანსპორტსა თუ სამსახურში. ასეთ სამკაულთა „თაიგული“ არღვევს ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება, თავიდან ვერც კი შენიშნოს მისმა მფლობელმა.
– ჩვენი გარემოცვაც იგრძნობს ამ დისკომფორტს?
– ამან შეიძლება ახლობლებსაც კი დაგაშოროთ – დისონანსი ოქროსა და ვერცხლს შორის ვრცელდება თქვენს საახლობლო წრეზეც. ნათესავები, ნაცნობ-მეგობრები თუ კოლეგები თქვენ გვერდით თავს ისე გრძნობენ, თითქოს ნემსებზე ისხდნენ. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ყოველთვის განაცალკევეთ ერთმანეთისგან ეს ლითონები. მით უმეტეს, რომ ასეთი შეხამება თქვენს ნაკლსა და სისუსტეს უფრო თვალშისაცემს გახდის. თქვენში იმძლავრებს ეგოიზმი, პირფერობა და ეჭვიანობა, რასაც აუცილებლად შეამჩნევს ის, ვინც დიდი ხანია, გიცნობთ. სირთულეები შეგექმნებათ ახალი ადამიანების გაცნობისასაც.
– მოკლედ, პიროვნულადაც ნეგატივისკენ გვცვლის?
– ცალ-ცალკე პირიქით, ორივე სასარგებლოა, მაგრამ ერთად... აი მაგალითად, ცნობილია, რომ ოქროს შეუძლია, „იგრძნოს“ გათვალვა ან წყევლა თუ გდევთ, რისგან „განკურნებაც“ მხოლოდ ვერცხლს შეუძლია. ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ორივე ლითონის ურთიერთშეთანხმებას წინ ვერაფერი ვერ უნდა დაუდგეს. სინამდვილეში მათი ერთად ტარება, პირიქით, ბზარია სამკაულთა მფლობელის დაცვის სისტემაში. ასეთ სიტუაციაში, თუ თქვენ გვერდით ძლიერი ენერგეტიკული ვამპირი აღმოჩნდა, დიდი ალბათობით, თქვენ მისი მსხვერპლი გახდებით. ასევე იმოქმედებს ისეთ ვინმესთან ერთად კომპანიაში ყოფნა, ვინც გმტრობთ და თქვენთვის ცუდი უნდა. მოკლედ, ოქრო-ვერცხლით მორთულს უარყოფითი ენერგეტიკული ნაკადი სახადივით შეგეყრებათ, რაც ნეგატივის უზარმაზარ დოზას უდრის. ეს კი, რა თქმა უნდა, პრობლემებს შეგიქმნით როგორც აზროვნების მხრივ, ახალ იდეებსა და გეგმებთან დაკავშირებით, ასევე საქმესა და თვით სურვილების აღძვრაშიც კი.
– სახადივითააო და მართლა შეიძლება, ავად გაგვხადოს ოქრო-ვერცხლის შერევამ?
– ოქროსა და ვერცხლის შერევა ასუსტებს იმუნიტეტს – მათმა შეხამებამ შეიძლება, კატალიზატორის როლი ითამაშოს სხვადასხვა ავადმყოფობის გასააქტიურებლად. ამიტომ, ამ ლითონთა სამკაულების ერთად ტარება დაავადების რისკს ბევრად ზრდის. საერთოდ ვერცხლი იმუნიტეტს ამაღლებს, მაგრამ ოქრო აიძულებს, რომ სხვანაირად მოიქცეს. შეეცადეთ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა ვირუსული ინფექციების გავრცელების რისკი განსაკუთრებით მაღალია, მაშინ მაინც მოერიდოთ ოქრო-ვერცხლის ერთად ტარებას, რადგან ძალიან ბევრს, ვისაც ასე მოკაზმვა ხიბლავს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ჩივილი აქვს ან საერთო სისუსტეს განიცდის. ამ მოწინააღმდეგე ენერგეტიკულ ძალთა სიმბიოზს შეუძლია, ფიზიკური და ემოციური გამძლეობის დაკარგვამდეც კი მიგიყვანოთ.
  როგორც იცით, ყველა ადამიანს თავისი ენერგეტიკული დამცავი შრე ანუ ბიოველი აკრავს გარს, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს ან დასუსტდეს. ვერცხლისა და ოქროს სხეულზე ერთად ტარებას კი შეუძლია ბიოველს სწორედ ეს დამცავი ფუნქცია შეუჩეროს. ამიტომაც არის ამ ორი ლითონის კონტაქტი ჩვენს სხეულზე სახიფათო. ატარეთ სამკაულები სწორად და ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად, წარმატებაც მარად თქვენი თანმდევი იქნება!

скачать dle 11.3