კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 დიდი ცოდვა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ 34 (973)

თემურმა სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და ძმას უთხრა:
– როგორც ყოველთვის, კოტიკო ეზოს წინ რომ მოედანია, იქ თამაშობდა ბავშვებთან ერთად. საღამოს შვიდი საათი რომ შესრულდა, თამარმა გახედა და იქ აღარავინ იყო. დავიწყეთ ძებნა. დავიარეთ მისი ამხანაგები, ყველა მეზობელი, მთელი უბანი, უკვე საპატრულო პოლიციაში ვაპირებდით მისვლას, რომ დაფარული ნომრიდან დამირეკეს და კაცის ხმამ მითხრა: შენი შვილი ჩვენთანაა და თუ გინდა, ცოცხალი დაგიბრუნდეს, პოლიციას არაფერი შეატყობინოთ. შენს ძმას დაუკავშირდი და ხვალ შუადღემდე აქ ჩამოიყვანე. დავურეკავთ და დაველაპარაკებით. ბავშვის სიცოცხლე მხოლოდ მასზეა დამოკიდებულიო. მითხარი, თამაზ, რა ხდება, რატომ გაიტაცეს კოტიკო და რა შუაში ხარ შენ?
– დამშვიდდი, თემურ. ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი შეეცადე, გაიხსენო, რომელ საათზე დაგირეკეს დაფარული ნომრიდან.
თემურმა ტელეფონის მენიუში ჩაიხედა და ძმას უთხრა:
– ზუსტად საღამოს ცხრის ათ წუთზე.
– ბავშვი კი საღამოს შვიდზე უკვე გატაცებული იყო, ხომ?
– კი. ასეა.
– აშკარაა, რომ კოტიკო მანამდე გაიტაცეს, სანამ ჩემს აზრს გაიგებდნენ. შემდეგ კი მობილურით გადმოურეკეს ერთმანეთს და რომ გაარკვიეს, უარზე ვიყავი, უკვე შენ დაგირეკეს და გითხრეს, რაც გითხრეს, – უთხრა მამა თომამ ძმას.
– ვერაფერი გავიგე, თამაზ. გარკვევით გამაგებინე, რაშია საქმე, – თქვა თემურმა.
– მოკლედ, კოტიკო იმიტომ გაიტაცეს, რომ ჩემი ჩათრევა უნდათ ერთ საქმეში. ხვალ რომ დარეკავენ და დაველაპარაკები, ყველაფერი გაირკვევა, – უთხრა მამა თომამ ძმას და რძალს.
– კოტიკოს ხვალვე გამოუშვებენ? – თქვა თამარმა და შვილის სურათი გულზე მიიკრა.
– ხვალვე არა, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ეს სულ მალე მოხდება, – უთხრა თამაზმა ძმას და რძალს, შემდეგ აღმოსავლეთისკენ შეტრიალდა და ცისკრის ლოცვებს შეუდგა...
***
დათქმულ დროს თემურ ჯიბლაძის მობილურმა დარეკა და მან ძმას უთხრა:
– დაფარული ნომერია და ალბათ, ის ნაძირლები რეკავენ.
მამა თომამ ძმას ტელეფონი გამოართვა და უპასუხა:
– გისმენთ.
– „ზაროს“ დაუძახე! – თქვა მამაკაცმა.
– ოთო ხარ? – ცივი ხმით იკითხა მამა თომამ, რადგან ოთო მიქაძის ხმა იცნო.
– ვა, „ზარო“, ვერ გიცანი, – თქვა მიქაძემ. მამაომ კი ცივად გააწყვეტინა:
– რა გინდათ, რატომ ჩაიდინეთ ეს საზიზღრობა?
– მომისმინე, „ზარო“, – ტელეფონში გივი გეგეშიძის ხმა გაისმა, რომელმაც ოთო მიქაძეს ტელეფონი გამოართვა, – ახლა „პრავის კაჩავის“ დრო არ გაქვს და რასაც გეტყვით, იმას გააკეთებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იცი...
– გისმენ, თქვი, რა უნდა გავაკეთო, – გააწყვეტინა მამა თომამ.
– აი, ეს უკვე საქმიანი ლაპარაკია. გეტყვი, რაც უნდა გააკეთო. პირველ რიგში, ჩვეულებრივად გამოეწყვე, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიქციო და მაგ უშველებელ წვერ-ულვაშსაც თუ შეიკრეჭ, უკეთესია. ზუსტად ერთი საათის შემდეგ სახლიდან გამოხვალ და ლოტკინის დაღმართს ფეხით ჩაუყვები. მეტროსთან ჩვენი კაცი დაგხვდება და დანარჩენს ის გეტყვის. გასაგებია?
– გასაგებია, – თქვა მამა თომამ.
– „ზარო“, იმედია, ამ საქმეში „ძაღლები“ არ ჩაგირევია და არც აპირებ ამის გაკეთებას, – თქვა გივი გეგეშიძემ.
– არა. ერთ საათში გამოვალ, თქვა მამა თომამ, ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადო.
– რაო, რა გითხრეს ამ ნაძირლებმა? – ჰკითხა მამა თომას უმცროსმა ძმამ.
– წვერ-ულვაში შეიკრიჭე, ანაფორა გაიხადე და ფეხით დაეშვი დაღმართზე, ვაგზლის მოედნის მეტროსთან მოდი, პოლიციას კი არაფერი შეატყობინოო, – უთხრა მამაომ უმცროს ძმას და დააყოლა, – თემურ, მაკრატელი მომეცი და რაიმე ტანსაცმელი, რომ გამოვიცვალო.
ზუსტად ერთი საათის შემდეგ, წვერ-ულვაშშეკრეჭილი და ჩვეულებრივ სამოსში გამოწყობილი მამა თომა ლოტკინის დაღმართზე დინჯად დაეშვა. დაახლოებით ერთი კილომეტრი რომ გაიარა, მას დაბურულმინებიანი „ჯიპი“ წამოეწია და ოდნავ წინ გაუჩერა. მამაო მანქანაში ჩაჯდა. მანქანა ადგილს მოსწყდა და ქალაქის ცენტრისკენ აიღო გეზი. მძღოლისა და ოთო მიქაძის გარდა, „ჯიპში“ კიდევ ერთი მამაკაცი იჯდა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ „ბოსების გორილა“ იყო და მეტსახელადაც „გორილას“ ეძახდნენ. მიქაძემ მას უთხრა:
– მიდი, „გორილ“ – შემდეგ მამაოს მიუბრუნდა:
– „იზვინი“, „ზარო“, მაგრამ თვალები უნდა აგიხვიოთ. „ქოსამ“ ასე გადაწყვიტა.
„გორილამ“ მამაოს შავი ფერის სქელი სახვევი შემოაკრა თვალებზე და მანქანამ მანევრირება დაიწყო. ბოლოს კი გაჩერდა. თუმცა, გამოცდილ მამაოს არ გასჭირვებია იმის გამოცნობა, რომ ისინი წყნეთში იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მამაოს მოტყუების მიზნით, „ჯიპის“ მძღოლი ბაგების მაგივრად, დაბა წყნეთში ზემოდან მივიდა. მანქანიდან გადმოვიდნენ და შენობისკენ გაემართნენ. მამაოს კი მხოლოდ მაშინ მოხსნეს სახვევი, როდესაც ის სავარძელში ჩაჯდა. მამა თომამ ოთახი მოათვალიერა და დაინახა, რომ ფანჯრებზე შავი ფერის სქელი ფარდები იყო ჩამოფარებული, რათა გარეთ არ გაეხედა. მის უკან „გორილა“ იდგა, რომელიც მზად იყო, ყოველ წამს, საჭიროების შემთხვევაში, მამა თომა გაენეიტრალებინა. „ჯიპის“ მძღოლი არ ჩანდა. მამაოს მოპირდაპირედ ოთო მიქაძე იდგა, სავარძელში კი გივი გეგეშიძე იყო მოკალათებული და მამაოს მისჩერებოდა.
– კეთილი იყოს შენი ფეხი აქ. დაგვლოცე, მამაო, – ირონიით უთხრა გეგეშიძემ მამაოს.
– სასიკეთოს აქ ვერაფერს ვხედავ. რაც ჩაიდინეთ, ღმერთმა განსაჯოს და თუ გინდათ, გეპატიოთ, მოინანიეთ, ბავშვი დააბრუნეთ და უკეთურობას ჩამოშორდით, – მიუგო მამა თომამ გეგეშიძეს.
– ეჰ, „ზარო“, ვხედავ, სულ გამოგატვინა მაგ ეკლესიამ და ლოცვებმა. აქ ჭკუის დასარიგებლად არ მომიყვანიხარ და კარგად მომისმინე, თუ გინდა, რომ შენი ძმისშვილი უვნებელი გავუშვათ, – თქვა გეგეშიძემ.
– გისმენ, – მიუგო მამაომ.
– მოკლედ, ერთი მაგარი საქმე გვაქვს „გაჩითული“ და შენი კლასის „მედვეჟატნიკი“ გვჭირდება. „DB ბანკი“, ალბათ,  გაგონილი გექნება… – გეგეშიძემ პაუზა გააკეთა და მამაოს მიაჩერდა.
– ჰოდა, იმ „DB ბანკის“ საცავში შეგვიყვანს ერთი „მასტი“, დანარჩენი კი შენ უნდა ქნა. გასაგებია?
– არაა გასაგები, – თავი გაიქნია მამაომ.
– მაინც, რა ვერ გაიგე? – ჰკითხა გეგეშიძემ.
 – ის, რომ თუკი ვიღაცას საცავში შეჰყავხართ, სადაც ისევე ძნელია შეღწევა, როგორც სეიფის გახსნა, მაშინ სეიფიც მას გაახსნევინეთ და მე რაში გჭირდებით? – მხრები აიჩეჩა მამაომ.
– ახლავე ყველაფერს აგიხსნი. ამ ბანკში ორი მთავარი მმართველი და მეწილეა. ისინი მოლაპარაკებულები არიან, რომ უერთმანეთოდ საცავში არ უნდა შევიდნენ. ამიტომ, ერთმა საცავში შესასვლელი კოდი იცის, მეორემ კი – მთავარი სეიფის კოდი. მიხვდი ახლა?
– შემდეგ? – თქვა მამაომ.
– შემდეგ კი ის, რომ საცავში შესაღწევი კოდის მცოდნე ადამიანი „დათრეული“ მყავს და იქ ადვილად შევალთ. მთავარი სეიფი კი შენ უნდა გახსნა.
– მაინც, ვინაა ის ადამიანი, ვინც საცავში შესასვლელი კოდი იცის? – იკითხა მამაომ.
– იმ სირის ცოლია, ანუ, მმართველის, ვინც ეს კოდი იცის და ეს საიდუმლო ცოლს ლოგინში გაუმხილა.  ის ქალი კი მე მყავს „დათრეული“, გარდა იმისა, რომ „ვჟიმავ“, „წამალზეც შევსვი“ და ყურებით მყავს დაჭერილი. იმის შიშით, რომ ქმართან „ჩავუშვებ“, ყველაფერს აკეთებს, რასაც ვეუბნები.
– ისევ ისეთი ნაძირალა ხარ, „ქოსა“, – უთხრა მამაომ გეგეშიძეს.
– აბა, აბა, სიტყვებს დაუკვირდი! შენ რა, ჩემზე ნაძირლობები  არ გაქვს წარსულში ჩადენილი? – თქვა „ქოსამ“.
– კი, მართალი ხარ. მაქვს, მაგრამ მე მოვინანიე, შენგან განსხვავებით, – თქვა მამაომ და დააყოლა, – საცავში შესაღწევი კოდი რომ იცი, ეს ჯერ კიდევ არაფერია. იქამდე მიღწევაა საჭირო, ანუ ბანკში შესვლა და საცავში შეღწევა. გასაგებია?
– დარდი ნუ გაქვს, ყველაფერი მოფიქრებული და დაგეგმილია. თავად ბანკში ღამით ოთხი მცველი რჩება. მმართველის ცოლი ბანკში გასათიში გაზით სავსე პაკეტებს დამალავს, რომლებიც იმ დროს ამოქმედდება, რა დროზეც დააყენებენ. ხუთიოდე წამში ყველა „გატოვი“ იქნება. შემდეგ ჩვენ შევალთ „პროწივოგაზებით“ და მთელ „მაყუთსა“ და ოქროს გამოვზიდავთ, იმ სირის ცოლი ამბობს, ბანკში ხუთი მილიონი დოლარი და ასი კილო ოქროაო. გესმის, რამხელა „კუშს“ მოვხევთ“?
– მაინც არაფერი გამოვა, – თავი გააქნია მამაომ.
– რატომ? – იკითხა „ქოსამ“.
– იმიტომ, რომ ჩემი თვალით უნდა ვნახო, თუ როგორია მთავარი სეიფი და რა ელექტრონული სისტემა იცავს მას. ეს ხომ სახლის კარის საკეტი არაა, რომ „ატმიჩკით“ გახსნა. თუ არ ვნახე, არაფერი გამოვა.
„ქოსამ“ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა და ასეთივე ტონით უთხრა ოთო მიქაძეს:
– ხომ ვთქვი, ასე მოიქცევა-მეთქი. „ფლეშკა“ „გაჩითე“.
მიქაძემ კომპიუტერს „ფლეშკა“ გაუკეთა და ჩართო. „ქოსამ“ კი მამაოს უთხრა:
– მოდი და შენ თვითონ დაავალიერე ყველაფერი. ჩემი ბრძანებით, ჩემმა ქალმა მთავარი საცავი ფარულად გადაიღო მინიკამერით და რაც შენ გჭირდება, აქ ყველაფერია. შეგიძლია, დაიზეპირო. მაგრამ იცოდე, რომ თუკი „კლიაოზნიკობას“ გააგრძელებ, აქვე „გაგტრუპავ“, ხოლო შენს ძმისშვილს კი ნაწილ-ნაწილ გავუგზავნი შენს ძმას.
მამაოს პასუხი არ გაუცია „ქოსასთვის“ და რამდენიმეჯერ დიდი ყურადღებით დაათვალიერა ბანკის საცავში გადაღებული კადრები. ბოლოს კი „ქოსას“ უთხრა:
– კარგია და გამომადგება. მაინც როგორ მოახერხეს ყველაფრის ასე ფარულად და კარგად გადაღება?
– ჩემი დამსახურებაა, – თქვა „ქოსამ“ და დაამატა, – იმ ქალმა გარკვეული მანიპულაციების შედეგად ლოგინში, რაც თავის სირ ქმარს ჩაუტარა, თავი საცავში ჩააყვანინა, ვითომდა ინტერესის მიზნით. ჰოდა, სწორედ ამ დროს გადაიღო ყველაფერი. ის ქალი კინორეჟისორია თუ კინოოპერატორი. მოკლედ, ეს საქმე კარგად იცის. ესე იგი, ყაბულს ხარ და საქმეს გააკეთებ?
– ერთი პირობთი, – მშვიდად თქვა მამაომ.
– რა პირობით, ალბათ, ბავშვის ნახვა გინდა, ხომ? – თქვა „ქოსამ“.
– არა, – თავი გააქნია მამა თომამ.
– აბა, რა პირობაა?
– ჯერ ბავშვი უნდა დააბრუნოთ და საქმე მერე გავაკეთოთ, – თქვა მამაომ.
„ქოსას“ სახე აელეწა, ზიზღნარევი მზერა გამოეხატა და მამაოს უთხრა:
– „მაგოიმებ“, ბიჭო? შენ გგონია, შენს ჭკუაზე გავივლი? იცოდე, დასაკარგი არაფერი მაქვს. მთელი მსოფლიოს „ძაღლები“ მე მეძებენ და დასამალად დიდი „მაყუთი“ მჭირდება. ან ამ საქმეს გამიკეთებ, ან შენ და შენს ძმისშვილს ახლავე დაგხოცავთ. „ქოსა“ ვარ, ბიჭო, დაგავიწყდა?!
– ჩვენ რომ დაგვხოცო, სეიფს ვის გაახსნევინებ? – მშვიდად იკითხა მამაომ.
– ჰოდა, ნურც თავებს გაიფეჭებთ და ნურც მე გამიფუჭებთ საქმეს.
– რა გარანტია მაქვს, რომ თუკი სეიფს გაგიხსნი, ცოცხლებს დაგვტოვებ?
– მხოლოდ ჩემი სიტყვაა ამის გარანტია და სხვა არაფერი. ამიტომ ეს უნდა იკმარო.
– კარგი. გასაგებია. მე წილი რამდენი მეკუთვნის?
– საქმეში შენიანად ექვსნი ვართ და რასაც ავიღებთ, ყველაფერი ექვს ნაწილად გატყდება.
– მაწყობს. ახლა კი ჩემი ძმისშვილი მანახვეთ, – უთხრა მამაომ გივი გეგეშიძეს.
– ბავშვი ამოიყვანე! – უბრძანა „ქოსამ“ ოთო მიქაძეს, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით გაემართა შესასრულებლად.
კოტიკო მალე მოიყვანეს და ბავშვმა რომ ბიძამისი დაინახა, მიქაძეს ხელიდან გაუსხლტა და მამა თომას ჩაეხუტა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3