კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 შვიდდღიანი წონაში დასაკლები დიეტა

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ამ დიეტის წყალობით, ერთ კვირაში, დაახლოებით, 5-6 კილოგრამს დაიკლებთ. ასე რომ, თუ მოიმატეთ და გახდომის ყველაზე სწრაფ მეთოდს ეძებთ, ეს დიეტა თქვენთვისაა. გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის დაცვა მხოლოდ თვეში ერთხელ შეიძლება.
პირველი დღე
  ხილის დღე – მიირთვით, რომელი ხილიც გიყვართ, ბანანის გარდა. კარგია შავი ქლიავი, ნესვი და საზამთრო. ასევე, დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 8-10 ჭიქა წყალი.
მეორე დღე
ბოსტნეულის დღე – მიირთვით თქვენთვის საყვარელი ბოსტნეული. დღის განმავლობაში დალიეთ 8-10 ჭიქა წყალი.
მესამე დღე
ბოსტნეულისა და ხილის დღე – კარტოფილისა და ბანანის გარდა. გაითვალისწინეთ, რომ ერთად არ მიირთვათ ცოცხალი ბოსტნეული და ხილი.  ერთ ჭამაზე რეკომენდებულია მხოლოდ ერთი სახის საკვები. სვით წყალი.
მეოთხე დღე
ბანანისა და რძის დიეტა – დღის განმავლობაში მიიღეთ 8 ცალი ბანანი და 3 ჭიქა რძე.
მეხუთე დღე
პომიდვრისა და კიტრის დღე – დღის განმავლობაში მიირთვით 6 პომიდვრისა და 4 ცალი კიტრის სალათი და სვით ბევრი წყალი.
მეექვსე დღე
ბრინჯისა და შავი ქლიავის დღე – დღის განმავლობაში მიირთვით მოხარშული ბრინჯი შავ ქლიავთან ერთად. სვით წყალი.
მეშვიდე დღე
ბოსტნეულისა და ბრინჯის დიეტა – მიირთვით მხოლოდ ცოცხალი ბოსტნეული და ბრინჯი, ხილი კი გამორიცხეთ. სვით წყალი.

скачать dle 11.3