კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№35 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა, შეშად გამოვიყენო ჩემი მშობლების საფლავზე 40 წლის წინათ დარგული ფიჭვი, რომელიც აზიანებს სასაფლაოს და მისი მოჭრის ნებართვაც მაქვს მიღებული.
პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, მოჭრათ მშობლების საფლავზე არსებული ფიჭვი და შეშად გამოიყენოთ. ეკლესიის მხრიდან ამასთან დაკავშირებით არანაირი აკრძალვა არ არსებობს. ნუ აჰყვებით ცრურწმენებს.
კითხვა: როგორც ვიცი, მრისხანება ცოდვაა, როდის არ არის მრისხანება ცოდვა?
პასუხი: მრისხანება მართებულია იმ შემთხვევაში, თუ ის ცოდვისკენ არის მიმართული, უპირისპირდება დანაშაულს და თქენში ბუნებრივი რეაქციაა. ასეთ დროს მრისხანებას არ უნდა ახლდეს სიძულვილი, ბოროტება. პირიქით, ის უნდა ემყარებოდეს სიყვარულს, მოყვასის მიმართ თანადგომას და უნდა ჰქონდეს ერთადერთი მიზანი – ცოდვილის ხსნა.
კითხვა: სწორად იქცევა თუ არა ადამიანი, რომელიც განუწყვეტლივ მუხლჩაუხრელად მუშაობს და არ ისვენებს?
პასუხი: შრომისგან დასნებოვნება მეორე უკიდურესობაა, ქრისტიანი, რა თქმა უნდა, უნდა შრომობდეს და არ უნდა იყოს უსაქმურად. თუმცა ზომიერების დაცვა ყველაფერში საჭიროა. როდესაც ადამიანი მუდმივად შრომაშია, ღმერთიც აღარ ახსოვს და შორდება მას. დასვენებისთვის და ლოცვისთვის დრო ყოველთვის  უნდა გამონახოთ.
კითხვა: რატომ ითვლება ორ უდიდეს მცნებად უფლისა და მოყვასის სიხარული?
პასუხი: მოყვასისა და უფლის სიყვარულით განხორციელდება სხვა ყველა მცნება, ამიტომ ადამიანს უნდა უყვარდეს უფალი და მოყვასი და სხვა დანარჩენს თავად მიხვდება, როგორ მოიქცეს.
კითხვა: ნებისმიერი საქმის დაწყების წინ უნდა ავიღოთ თუ არა კურთხევა მოძღვრისგან?
პასუხი: მოძღვართან სიახლოვე და მუდმივი ურთიერთობა ძალიან კარგია ქრისტიანისთვის, მაგრამ აქაც ზომიერების დაცვას გირჩევთ – ზოგიერთი ადამიანი ყველა წვრილმან საქმეზეც კი მოძღვარს მიმართავს, ამიტომ არის, რომ მოძღვრები ხშირად მოუცლელნი არიან და შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის აღარ დარჩეთ დრო. როდესაც კეთილ საქმეს იწყებ, ნუ დაელოდები მოძღვრისგან კურთხევას, გააკეთე ეს სიკეთე და მოგვიანებით, ერთად უამბე მოძღვარს ყველაფრის შესახებ. ზოგიერთი ლოცვის წაკითხვის წინაც კურთხევას ელოდება. ილოცეთ, ჰქმენით სიკეთე, იყავით კარგი ქრისტიანები – ამას მუდმივად კურთხევა არ სჭირდება.
კითხვა: შემინიშნავს, რომ მოუნათლავ ბავშვებსაც უკეთებენ ჯვრებს. ეს სწორი საქციელია?
პასუხი: დღეს ხომ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს ნათლობასთან დაკავშირებით, რატომ უნდა დაელოდოთ რაღაც დროს და არ მონათლოთ ბავშვები ახლავე?! მონათლეთ პატარები და გაუკეთეთ ჯვრები, რომლებიც დაიცავენ მათ.
скачать dle 11.3