კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 სხვისი განკითხვის ნაცვლად, საკუთარ თავს განურისხდით

  თავისმოყვარეობისა და ზესთმჩენობის გამო ჩვენში სხვა დიდი ბოროტებაც იშვება, რომელიც დიდ ვნებას გვაყენებს, კერძოდ, ეს არის მკაცრი განსჯა და განკითხვა მოყვასისა, რომლის შემდეგაც აღარაფრად ვაგდებთ, გვძულს და შეურაცხვყოფთ მას პირველი ხელსაყრელი შემთხვევისთანავე. ეს ბოროტი ჩვეულება და მანკიერება ამპარტავნებისგან მომდინარეობს, მისით იკვებება და ძლიერდება, და მეტიც, თვითონ კვებავს და აძლიერებს მას;  რამეთუ ჩვენი ამპარტავნებაც ყოველი განკითხვის შემდეგ წინ მიიწევს, მისი თანმხლები განწყობილებებისა და დამტკბობელი გრძნობების აღმოცენების გამო.
  როდესაც ზესთმჩენობით ვართ აღძრულნი, ბუნებრივია, ზევიდან დავყურებთ სხვებსაც, განვიკითხავთ და შეურაცხვყოფთ იმის გამო, რომ მიგვაჩნია, ჩვენ შორსა ვართ იმ ნაკლთაგან, რომლებიც მათ ახასიათებთ. მტერი ფხიზლად გვიდგას გვერდით და ხედავს რა ჩვენს უკეთურ განწყობას, თვალებს გვიხელს, გვასწავლის, ყურადღებით ვადევნოთ თვალი, რას აკეთებენ და ამბობენ სხვები, გამოვიტანოთ დასკვნები – როგორი აზრები და გრძნობები აქვთ მათ და ამ ვარაუდების მიხედვით მათზე შეხედულება შევიქმნათ. შემდეგ ეს განწყობა ფესვს იდგამს ჩვენში და გადაიქცევა ზნედ. ვერც კი ამჩნევენ და ვერც ხედავენ ეს მსაჯულები, რომ განკითხვის საწყისი ეჭვი – რომ სხვაში არის რაიმე ცუდი, გონებაში მტრის მოქმედებით ჩაიბეჭდება, მისგანვე ღვივდება რწმენად, რომ ისინი მართლაც ასეთები არიან, თუმცა, სინამდვილეში ასე არ არის.
  რომ იცოდე, ძმაო ჩემო, როგორ ფხიზლად გადევნებს მტერი თვალყურს, გაკვირდება, რომ როგორმე ბოროტება ჩანერგოს ჩვენში, შენ კიდევ უფრო მეტი სიფხიზლე გმართებს შენი თავის მიმართ, რომ მის მიერ დაგებულ მახეში არ გაება და როგორც კი მოყვასის ნაკლს წარმოგიდგენს, ისწრაფე, მაშინვე განაგდო ეს აზრი. საშუალება არ მისცე, გონებაში დარჩეს და გაიზარდოს, განაგდე შენგან, რომ მისი კვალიც აღარ დარჩეს შენში. მის ნაცვლად კეთილი იზრახე მასზე და მის კეთილ თვისებებზე, რომლებიც ცნობილია შენთვის და რომლებიც საერთოდ არსებობენ ადამიანებში. თუ ისევ განკითხვისკენ გრძნობ სწრაფვას, გაიხსენე ჭეშმარიტება, რომ შენ არა გაქვს მოცემული ხელმწიფება სხვათა განკითხვისა და თუკი მიითვისებ მას, შენ თვითონ დაიმსახურებ მსჯავრსა და განკითხვას არა უძლურ ადამიანთა, არამედ ყოვლადძლიერი მსაჯულის, უფლის მიერ.
  აზროვნების ასეთი შემობრუნება უძლიერესი საშუალებაა არა მარტო შემთხვევით აღძრული განმკითხველი აზრების განსადევნად, არამედ იმისთვისაც, რომ საერთოდ გადაეჩვიოთ ამ ცოდვას. მეორე, აგრეთვე, ძლიერი საშუალება არის ხსოვნა საკუთარი ცოდვიანობისა, საკუთარი უწმიდური და ბოროტი ვნებებისა და საქმეებისა, და შესაბამისად ამისა, მუდამ უნდა გრძნობდე საკუთარ ურგებებას. ერთიცა და მეორეც – ვნებები და მათი შესაფერისი საქმეები, რა თქმა უნდა, მრავლად მოგეძებნება. თუ ხელი არ ჩაგიქნევია და არ გითქვამს, „რაც არის არის“, მაშინ შეუძლებელია, არ ზრუნავდე ამ ზნეობრივი უძლურების დასაძლევად, რომელიც წარმწყმედელია შენი. მაგრამ თუ შენ ამას გულწრფელად აკეთებ, მაშინ დრო არ უნდა გრჩებოდეს სხვისი საქმეებით დაინტერესდე და მათ სასამართლო განაჩენი გამოუტანო. რამეთუ მსგავსი განზრახვისას ყურში მუდამ უნდა ჩაგესმოდეს: „მკურნალო, განიკურნე თავი შენი, აღმოიღე პირველად დვირე თუალისგან შენისა“ (მთ. 7,5).
  ამასთან, როდესაც მკაცრად განსჯი მოყვასის არასწორ საქციელს, იცოდე, რომ პატარა ფესვი შენს გულშიც აქვს ამავე უკეთურებას, რომელიც თავისი ვნებიანი ბუნებით გასწავლის, განიკითხო სხვა. „ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი“ (მთ. 12,35) და პირიქით, – უმანკო თვალი ასევე უმზერს სხვის საქმეებსაც, და არა მზაკვრულად: „წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა“ (ამბაკ. 1.13). ამიტომ, როდესაც სხვის განკითხვას განიზრახავ რაიმე შეცოდების გამო, განურისხდი შენს თავს, როგორც იგივე საქმისა და დანაშაულის მოქმედს და გულში წარსთქვი: „ვითარ ვბედავ, მე წყეული, იგივე ცოდვაში მყოფი და კიდევ უარესის მოქმედი, აღვიხილო თვალი, რომ სხვისი შეცოდება ვიხილო და განვიკითხო?“ ამგვარად მოქმედი შეიქნები იარაღი, რომელსაც ბოროტი ზრახვა ჩაგაგონებდა, გევნო სხვისთვის, მაგრამ საკუთარი თავისაკენ მიმართვით, მოყვასის მოწყვლის ნაცვლად, საკუთარ იარებს დაადებ სალბუნს.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
скачать dle 11.3