კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 იესო ქრისტე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიბადა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ადამიანებს მარხვის პერიოდშიც გვეზარება და გვავიწყდება ლოცვა, უფალთან ურთიერთობა. ამიტომაც ჩვენი სული ხშირად შორდება იესო ქრისტეს და მისი სახელი მხოლოდ გაჭირვების ჟამს გვახსენდება. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– როდესაც სასულიერო პირი ამბიონზე გამოდის, წმიდა სამების სახელით ადამიანებს ესაუბრება, ამ დროს ისინი ხშირად ეკლესიაში აქეთ-იქით მოძრაობენ, დადიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან. თუ არ გსურთ ღვთის სახელით ვინმე გესაუბროთ, მაშინ შეგიძლიათ, ეკლესიიდან გაბრძანდეთ ხოლმე, რადგან ასეთი ქმედებით დიდ შეურაცხყოფას აყენებთ ეკლესიას, უფალს და სასულიერო პირს. ოღონდ გახსოვდეთ, სჯულის კანონში წერია: ვინც წირვას დაესწრო, წმიდა ზიარება მიიღო ან არ მიიღო და წირვიდან გარბის, ის მსჯავრს დაიტეხსო. როცა მიდიხართ ეკლესიაში, ცოტა დრო მაინც დაუთმეთ ღვთის სიტყვას.
– 14 აგვისტოს მარიამობის მარხვა დაიწყო, რომელიც 28 აგვისტოს დასრულდება.
–  გოდერძი ჩოხელის პერსონაჟი პატარა ბავშვი ბებიას ეკითხება: რა არის მარხვაო. მარხვა უფლის დღეებიაო. ჩვენთვის რა არის უფლის დღეები, ლობიანის ჭამა? რა თქმა უნდა, არა. უფლის დღეები ჩვენთვის არის, როდესაც დავფიქრდებით მარხვაში იმაზე, რაც ხსნილში არ გვახსოვს და არ ვაკეთებთ. ყველანი ვუყურებთ, როგორ გადაღობეს ერთმორწმუნე რუსებმა ჩვენი კიდევ ერთი სოფელი. შენ კი ამ დროს ირუჯები, ერთობი და არ გაინტერესებს, რა ხდება შენს ქვეყანაში. ხვალ მავთულხლართებს თქვენს ოჯახამდე მოიტანენ. ეშმაკმა უკვე მოიტანა. ხომ იცით, რომ იესო ქრისტე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიბადა. ისიც იცით, როდესაც თქვენ ნათელ იღეთ, ან მიმრქმელი იყავით შეანერწყვეთ ეშმაკს. ვინმემ რომ გითხრათ: ფუი, გიორგი, ფუი, ნინოო და ამას ხომ არ აპატიებთ მას ან დაივიწყებთ? შეიძლება, ეკლესიაში სიარულის დაწყების შემდეგ აპატიო, დაივიწყო, მაგრამ არის ერთი არსება, რომელისაც ეს მუდამ ახსოვს, არავის არაფერს პატიობს და ეს არის ეშმაკი. როცა თქვენ ან თქვენმა მიმრქმელმა სამჯერ უთხარით: ფუი, ეშმაკოო, თავადაც გაფურთხებთ ისე, რომ ვერაფერს გრძნობთ. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ხედავთ, ქვეყანა რამხელა განსაცდელშია და იმის მაგივრად, რომ ეკლესიაში მოხვიდეთ, ეკლესიიდან მიდიხართ. თან ამბობთ: მამაო, ძალიან გთხოვთ, მარიამობის მარხვას არ შევიანახავო. ნუ შეინახავთ  თუ არ გინდათ, უფლის დღეები იყოს თქვენთან, მაშინ ეშმაკის დღეები იქნება. ქუჩაში უკვე ქართველის დანახვა და ქართულის გაგება გვენატრება. ჩადრიანმა, მუსლიმანმა ხალხმა უკვე დოლარებით იყიდეს ქვეყანა. პეტრეს რწმენა უნდა გვქონდეს, რომ ფერი ვიცვალოთ და მივხვდეთ: რა ხდება ჩვენს თავს. კადნიერება უნდა გვქონდეს უფლის მიმართ და უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები: ნუ გეშინია, მე ვარო. ეს სიტყვები 365-ჯერ არის წმიდა წერილში ნახმარი. როდესაც პეტრე იძირება, თავის  მძაფრ და ფიცხ ხასიათს ავლენს: თუ შენ ხარ მართლა, მითხარი, რომ გადმოვიდე და მოვიდეო. ქრისტე ეუბნება: გიბრძანებ მოდიო და ამ დროს პეტრე წყალზე იწყებს სიარულს. ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა. ზღვა, წყალი ცხოვრების სიმბოლოა, რომელსაც პეტრე ჩვეულებრივ გადალახავს. მიდის, უყურებს ქრისტეს, მაგრამ როგორც კი ქარიშხალი ამოვარდება, ეჭვი შეეპარება, ვალს მოაშორებს ქრისტეს და თავად იწყებს გადარჩენას. როცა დაიწყებ ფიქრს: ვაიმე, რა მოხდა, ეს რა შემემთხვა, როგორ განსაცდელში ვარ, როგორი იქნება ჩემი ხვალინდელი დღე, მაშინვე იწყებ ჩაძირვას. ამ დროს ქრისტე ქარიშხალს კი არ ჩაახშობს, პეტრეს ამოყვანას იწყებს და ეუბნება: რატომ დაეჭვდიო. წყალზე მიდიხარ, ყველაფერი კარგად არის, ქრისტეს უყურებ თვალებში, მაგრამ მაინც ეჭვი გეპარება. ეგოიზმი, ეჭვები, რომლებიც ფიქრების სახით შემოდის ჩვენში, გვღუპავს და ვიწყებთ ჩაძირვას. ღმერთი კი გელოდება: გამომიწოდე ხელი, ამოგიყვანო. მაგრამ ზოგი ისეთი ამპარტავანია, არ უწვდის ღმერთს ხელს, არ სურს მისი დახმარება. უკვე ისე გვირეცხავენ ტვინს: ეკლესია გატყუებთ, მღვდლები არ ვარგიან, რომ ადამიანები ეკლესიიდან მიდიან და აქეთ გამოხედვა აღარ უნდათ. როდესაც ნარიყალაზე მოვედი, რიგი იდგა აღსარების, დიდი მუხტი იყო ეკლესიაში. შობას, ნიკოლოზობას, აღდგომას საოცრებები ხდებოდა. დღეს სხვა მდგომარეობაა, სხვა სიტუაცია. ადამიანები ვეღარ განვიცდით ვერც ფერისცვალებას და ვერც მარხვას ვიცავთ წესიერად. ღმერთისგან უნდა ვიცვალოთ ფერი. უნდა გვახსოვდეს, რომ მამათა სწავლების თანახმად, ადამიანის სული სამ მდგომარეობაში იმყოფება.
– რას გულისხმობთ, მამაო, რომელია ეს სამი მდგომარეობა?
– პირველი – ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც სამოთხეში ჰქონდა ადამს და ღმერთს ესაუბრებოდა. იცოდა ფიზიკა, ქიმია, ლევიტაციის უნარი ჰქონდა, არ ჩხუბბობდა,  არ განიკითხავდა, არ ცივდებოდა, ცუდად არ ხდებოდა, არ იყო ბოროტი, ბოღმა. მეორე მდგომაორება – ეს არის არაბუნებრივი მდგომარეობა, სწორედ ის, რომელშიც ჩვენ ვართ. ვჩხუბობთ, ვყვირით, სულ ხორციელზე ვფიქრობთ, მარხვაშიც კი. ზოგჯერ ისიც არ გვახსოვს, სული სად გვაქვს. ლოცვაც კი გვეზარება. საერთოდ არ არის საჭირო, ლოცვანი რომ გვქონდეს, რადგან როცა ლოცვას კარგად ისწავლი, მერე ლოცვანიც აღარ დაგჭირდება. ლოცვას კი ის სწავლობს კარგად, ვინც სულიერად იცვლის ფერს, ღმეთთან ახლოს მივა, არა განსაცდელში, არამედ როცა ყველაზე კარგად არის. სუფრიდან რომ ადგება, არ დათვრება და ილოცებს: მადლობა ღმერთო, რომ საქეიფოდ მაქვს საქმე, რომ ოჯახი, შვილები კარგად მყავს. მესამე მდგომარეობა, ეს არის ზებუნებრივი მდგომარეობა. პავლე, პეტრე, წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, აი, მათ აქვთ ეს მდგომარეობა. როცა ჩვენი სული ფერს იცვლის და ზებუნებრივ მდგომარეობაში გადავა, მაშინ მივხვდებით, ეს რა მდგომარეობაა, მანამდე ძნელია ამის გაგება. ახლა ჩვენ ვიმყოფებით არაბუნებრივ მდგომარეობაში და ამიტომაც ვართ სევდიანები, დარდიანები, მარტოსულები, დაცემულები, გაბრიყვებულები, რადგან ჩვენი სულია ამ მდგომარეობაში. ნეტარი ავგუსტინე თავის აღსარებაში ამბობს: ღმერთო, შენ ისე შექმენი ჩემი სული, სანამ არ გიპოვის არ მოისვენებსო. თუ ჩვენი სული იპოვის ღმერთს, აუცილებლად დამშვიდდება. ქრისტე რომ ნავზე ავიდა, ანუ ეკლესიაში, დამშვიდდა ყველაფერი, ქარიც ჩადგა. ჩვენ კი ნავიდან ჩავდივართ. ნავიდან თუ ჩავვალთ, ხომ ჩავიძირებით ზღვაში, ვინ დაგვეხმარება. ქრისტეს სურს დახმარება, მაგრამ შენ იმდენად ამპარტავანი ხარ, არ ეუბნები: უფალო, შემიწყალეო. ამაზე დიდი ლოცვა არ არსებობს. „უფალო, იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ – განა ამ ლოცვის წარმოთქმას რამდენი დრო სჭირდება, რომ ვამბობთ: არ მაქვს ლოცვისთვის დროო. ჭორაობისთვის განკითხვისთვის, ჩხუბისთვის ხომ გვაქვს სულ დრო. თუ გვინდა, რომ ჩვენი სული არ იმყოფებოდეს არაბუნებრივ მდგომარეობაში, ჩვენმა შვილებმა არ მოგვიღონ ბოლო, თავი რომ გამოვულაყეთ არასწორი სწავლებით: ისეთი რამ ისწავლე, ბევრი ფული რომ იშოვოო, ისეთი სპორტით დაკავდი, ბევრი ფული რომ მოგიტანოსო, ასეთი შვილები ბოლოს თქვენც გაგყიდიან. ზნეობა, ადამიანობა უნდა ასწავლოთ შვილებს, მოყვასის სიყვარული, სიკეთის კეთება, თავმდაბლობა. მაგრამ ჩვენ სულ სხვა რამეს ვასწავლით შვილებს და შემდეგ ეს ყველაფერი უკან გვიბრუნდება. უფალთან უნდა ვიყოთ. ჩვენი სული ფერს იცვლის მხოლოდ უფალთან ყოფნით, მარხვითა და ლოცვით.

скачать dle 11.3