კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 თუ ქალი დარწმუნებულია

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  როგორი გასაკვირიც  უნდა იყოს,  იმის ცოდნა და რწმენა,  რომ ლამაზია, ქალის ორგანიზმში ჰორმონ ოქსიტოცინის დონეს უმატებს. სწორედ ეს ჰორმონი გვაგრძნობინებს თავს ბედნიერად.  
  ოქსიტოცინის მაღალი დონე გვეხმარება, მსუბუქი რეაგირება გვქონდეს ცხოვრებისეულ პრობლემებზე და იოლად გადავლახოთ ბარიერები. მისი დამსახურებით მარტივად ვიღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს. ადვილად ვუმკლავდებით სირთულეებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს საკმარისად გვაქვს.
  სილამაზე მთავარი არაა, თუმცა ლამაზი ქალები უფრო ადვილად აღწევენ წარმატებას. არსებობს ქალბატონების რამდენიმე ტიპი:
  ქალები, რომლებიც არიან ძალიან ლამაზები, საქვეყნოდ აღიარებული  სილამაზის ყველა  კანონის მიხედვით, თუმცა არ არიან საკუთარ სილამაზეში დარწმუნებულები. შესაბამისად, ეძებენ მათი სილამაზის აღიარებას. ასეთ მანდილოსნებს ბედნიერების  ძალიან დაბალი დონე აქვთ, მძიმედ  რეაგირებენ ტკივილზე და ცუდად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს. მუდმივად რომ  ეუბნებოდეთ – ძალიან  ლამაზი ხარო, მაინც ვერ დააჯერებთ.   
  მეორე ტიპაჟს მიეკუთვნებიან ქალები, რომლებიც ძალიან შორს არიან სილამაზის სტანდარტების აღიარებული კანონებისგან, მაგრამ შინაგანად აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან საკუთარ არაჩვეულებრივობაში. ასეთი ქალები  ძალიან ბევრს  აღწევენ.
  მესამე ტიპს ის ქალბატონები შეადგენენ, რომლებიც  ლამაზებიც არიან და  დარწმუნებულებიც – საკუთარ სილამაზეში. სწორედ ასეთი ქალები აღწევენ წარმოუდგენელ სიმაღლეებს კარიერაში და პირად ცხოვრებაში.
  ყველაზე რთულია ცხოვრება იმ ქალებისთვის, რომლებიც საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებული. მათთვის ყოველთვის უფრო მტკივნეული და  უფრო რთულია ცხოვრება.  
  თუ პატარა გოგონას  ჰკითხავთ, ის გეტყვით, რომ ყველაზე ლამაზია. ჩვენ ამ რწმენით ვიბადებით. მაგრამ შემდეგ  ამ საჩუქარს   უნებლიეთ თუ მიზანმიმართულად ანადგურებენ დედები, მამები, ბებიები, ბაღის აღსაზრდელები, მასწავლებლები, მეზობლები…   მუდმივი მითითეთებით – ასე ლამაზი ხარ, ასე – არა; ამ ფოტოზე კარგად ხარ, აქ – არა; არა უშავს, რომ ასეთი შეუხედავი დაიბადე, სამაგიეროდ, ჭკვიანი ხარ… და უკვე აღარ ხარ საკუთარ გარეგნობაში დარწმუნებული.
  ნებისმიერმა ქალმა  უნდა გაიგოს მნიშვნელოვანი რამ – მისი ძალიან ბევრი პრობლემების მოგვარების  გზა სწორედ სილამაზეზე გადის და მნიშვნელოვანია არა ის, რას ფიქრობენ თქვენზე ირგვლივ მყოფი ადამიანები. არამედ  თქვენი რწმენა, რომ ლამაზი ხართ!

მნიშვნელოვანი
  წვრილმანები

  ქალისა და მამაკაცის ჰარმონიული  ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვნელო წვრილმანები. თუ დიდი ხანია, ერთად ხართ, სწორედ წვრილმანები დაგეხმარებათ გრძნობების გასაახლებლად და რუტინიდან გამოსასვლელად. ფლირტი, ორაზროვანი მინიშნებები, თამამი ჩაცმულობა, შეცვლილი იმიჯი – ეს ყველაფერი თავს ისე გაგრძნობინებთ, როგორც ურთიერთობის პირველ დღეებში იყავით. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ორივე პარტნიორი აქტიურად იყოს ჩართული და აინტერესებდეს სიტუაციის განვითარება.
  წვრილმანია, მაგრამ  ფაქტია, რომ შეყვარებული მამაკაცისთვის საყვარელი ქალის სურვილის შესრულება ყოველთვის პირველ ადგილზეა. კაცებს ნამდვილად მოსწონთ ქალის დახმარება – ეს მათ საშუალებას აძლევს, აჩვენონ, თუ რამდენად ძლიერები, კარგები და პასუხისმგებლიანები არიან. თუ მამაკაცი თქვენს მარტივ თხოვნებსაც კი გაღიზიანებით პასუხობს, დროა, ურთიერთობას გადახედოთ და გადააფასოთ.  მაგალითად, ხომ არ არსებობს სხვა ქალი, ვის თხოვნებსაც ის უფრო დიდი ენთუზიაზმით ასრულებს?
  ბუნებრივია მამაკაცის გაღიზიანება, როცა  თქვენ მიმართ  ყურადღებას სხვა კაცი იჩენს. ზედმეტი ეჭვიანობა ურთიერთობისთვის ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ თუ კაცს საერთოდ არ აინტერესებს სხვის მიერ გამოჩენილი ყურადღება თავისი შეყვარებულისადმი, ეს უკვე სახიფათო ნიშანია. საკითხავია, ისევ აინტერესებს თუ არა ეს ქალი.
  მამაკაცებს აქვთ მოთხოვნილება, დაიცვან საყვარელი ადამიანი.   ხიფათი დღევანდელ სამყაროშიც არსებობს. ბუნებრივია კაცის ნერვიულობა, როცა მისი მეორე ნახევარი გვიან ღამით ბრუნდება სახლში ან უცხო ადგილას მარტოა. თუ შეყვარებულ მამაკაცს ქალის გვერდით კონკრეტულ სიტუაციაში ყოფნა არ შეუძლია, დაურეკავს მაინც იმაში დასარწმუნებლად, რომ კარგადაა. ასე რომ, თუ საყვარელი მამაკაცისგან ელემენტარულ ყურადღებას ვერ იღებთ, ეს ცუდის ნიშანია.
  სიყვარულის „ენა“ საალერსო  სიტყვებს, მოფერებას, კოცნასა და ჩახუტებას მოიცავს. როცა პარტნიორს მივმართავთ სიტყვებით – „ძვირფასო“, „საყვარელო“, „პატარავ“, ამით ინტიმურ ატმოსფეროს ვქმნით. სიყვარულის გამოხატვა კაცებსაც ისევე სჭირდებათ, როგორც ქალებს. დადგენილია, რომ ის ქმრები, რომლებიც ხშირად კოცნიან და ეხუტებიან ცოლებს, თავს 3-ჯერ მეტად ბედნიერებად გრძნობენ ქორწინებაში, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებენ.
თუ კაცი ყოველთვის  იღუშება, როცა მის ჩახუტებას ცდილობთ, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მისი გრძნობები თქვენდამი განელდა.

скачать dle 11.3