კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (99)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№35 არსებობს თუ არა ყოველთვის მესამე, როცა ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება წარმოიშვება

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  არ არსებობს წყვილი, რომელსაც ოჯახში სკანდალი სიამოვნებდეს, ვერც ისეთ ცოლ-ქმარს ნახავთ, რომლებიც ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმება, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობაში უთანხმოება გარდაუვალია. თანაც, შეიძლება, ყველაფერი  წვრილმანებით  დაიწყოს.  მაგალითად,  ერთის ნათქვამმა მეორე გააღიზიანოს. ორივემ ხმას აუწიოს და ემოციების მოზღვავების შედეგად, გესლიანი შენიშვნებით  ერთმანეთზე იერიში  მიიტანონ. დროთა განმავლობაში ამ ტიპის უთანხმოებები გაუცხოვებას იწვევს. ქმარი ფიქრობს, რომ ცოლს აუტანელი ხასიათი აქვს, ხოლო ცოლს უჩნდება ეჭვი, რომ მისი ქმრის ცხოვრებაში გაჩნდა „მესამე“. ეს კი უკვე სერიოზული შეცდომაა, რამაც შესაძლებელია, ოჯახიც და ურთიერთობაც დანგრევამდე მიიყვანოს.
  ცოლსაც და ქმარსაც უნდა ახსოვდეს, რომ დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჩხვლეტს. უკმეხად ნათქვამმა სიტყვებმა შესაძლოა, ისეთი ემოციური ჭრილობა მოგვაყენოს, რაც უთანხმოების გადაჭრის შემდეგაც კი კარგა ხანს არ მოშუშდეს. რასაკვირველია, ცოლ-ქმარი ყოველთვის ვერ აარიდებს თავს პრობლემებს, მაგრამ ხშირი და სერიოზული შეკამათება არ უნდა იქცეს ჩვეულებრივ მოვლენად. მნიშვნელოვანია, ცოლ-ქმარმა ისწავლოს უთანხმოებების მშვიდობიანი გზით გადაჭრა, სიტუაციის სწორად შეფასება და არ დაუწყოს ძებნა შავ კატას ბნელ ოთახში, მით უფრო მაშინ, როცა ის იქ არ არის.
  ლიზა (32 წლის):  ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ ოჯახში ცოლ-ქმარი გაუთავებლად კამათობს, უნდა გაარკვიონ,  რა იწვევს მათ შორის უთანხმოებას. თუ ასეა, როგორ გგონიათ, რისი გაკეთებაა აუცილებელი? მე ეს არ ვიცოდი და უამრავი შეცდომა დავუშვი.  იმის მაგივრად, რომ გულწრფელად  დავფიქრებულიყავი, მე თვითონ ვამწვავებდი პრობლემას, გამოვდიოდი მდგომარეობიდან  და ქმარს ბრალდებებს ვუყენებდი, თან, სრულიად უსაფუძვლოს და გაუმართლებელს.  
– დიახ, ამაზე დაფიქრება ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან შესაძლოა, თქვენ და თქვენს მეუღლეს კამათის მიზეზთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ.
– სწორედ მაგის თქმა მინდა. როცა  მეუღლე გულჩათხრობილია, მაშინვე არ უნდა გადაწყვიტო, რომ სხვა ქალზე ფიქრობს. ქმართან შეგიძლიათ, გულწრფელად და მთელი გრძნობებით საკუთარი აზრები გამოთქვათ.  მაგრამ უსაფუძვლო ბრალდებები ურთიერთობას ანგრევს და ანადგურებს. ის, რაც ქალებს  გულახდილ საუბრად მიგვაჩნია, შესაძლოა, ქმარმა  შეურაცხყოფად და სერიოზულ კამათად ჩათვალოს. იმიტომ, რომ  კომუნიკაციასთან დაკავშირებით ქალებსა და კაცებს განსხვავებული თვალსაზრისი გვაქვს, ჩვენ შესაძლოა, ვერც კი მივხვდეთ და ერთი სიტყვით ისე ვაწყენინოთ ქმარს, რომ ძალიან დიდხანს აღარ დაავიწყდეს. მით უფრო, თუ მის ღირსებასა და თავმოყვარეობას შევეხებით.
– ესე იგი, თუ ხშირი კამათის მიზეზად მაშინვე  ქმრის ღალატს მოიაზრებთ, ეს შეცდომა იქნება?
– დიახ. არ შეიძლება მაშინვე ღალატზე იფიქრო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ  თქვენს მეორე ნახევარს ასეთ მძიმე ბრალდებას წაუყენებთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. თქვენი  საუბარი აუცილებლად გადავა ისეთ კამათში, რომელიც პრობლემას კი არ მოაგვარებს, უარესად გაამწვავებს. „სხვასთან ხომ არ დადის?“ – როგორც კი ამას გაიფიქრებთ, მაშინვე განაჩენს  გამოუტანთ თქვენს ურთიერთობას. მით უმეტეს, თუ თქვენი ქმარი  ზედმეტად მგრძნობიარეა. ამის ნაცვლად, უნდა შეეცადოთ, მისი თვალით შეხედოთ საკუთარ თავს, როცა გაანჩხლებული ეკამათებით.
– ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ცოლ-ქმრის უთანხმოებაში ყოველთვის მესამე არ არის დამნაშავე?
– ბუნებრივია. თუმცა, მე ასე ვფიქრობდი და ლამის მართლა დამენგრა ოჯახი. არადა, იცით, ურთიერთობაში რა არის მნიშვნელოვანი? –  რამდენად ყურადღებით უსმენთ მეუღლეს. საერთოდ უსმენთ კი მას თუ მაშინვე აწყვეტინებთ სიტყვას და ეუბნებით, რომ რაღაც ხდება და ვიღაც სხვა ჩადგა თქვენ შორის. მნიშვნელოვანია ის, რომ უთანხმოების წამოჭრის დროს ერთად იმსჯელოთ და ყურადღებით მოუსმინოთ ერთმანეთს.  არასდროს დავფიქრებულვარ, ხომ არ ვაზვიადებდი პრობლემას. ეგრევე ავიჩემე, მესამე გაჩნდა და ამიტომ ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს-მეთქი. გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მომესმინა ჩემი ქმრისთვის, სიტუაციისთვის მისი თვალით შემეხედა. თქვენც შეგიძლიათ, მსგავსად მოიქცეთ, როდესაც დაინახავთ, რომ მეუღლეს რაღაც აწუხებს. უმნიშვნელოდ ნუ ჩათვლით ამას. მოუსმინეთ, პატივი ეცით მის აზრს და უთანაგრძნეთ. ეს არის კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო ვარიანტი.
– რასაც თქვენ ამბობთ მარტივად შესასრულებელი არ არის. ძალიან ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. ყველას გვაქვს ემოცია, ადვილი შესაძლებელია, სერიოზული უთანხმოების დროს მწვავე რეაგირება მოახდინოთ მეუღლის უხეშად ნათქვამ სიტყვებზე.
– დიახ და ეს მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას. ამიტომ, როდესაც მეუღლეს უსმენთ, შეეცადეთ, ნათქვამის უკან მისი გრძნობებიც დაინახოთ. ახლა ვამბობ ამას, თორემ იმდენი შეცდომა დავუშვი... ვეძებდი ჩემს გონებაში წარმოდგენილ ქალს, რომელიც ჩვენს ურთიერთობას ანგრევდა.  რომელიც რეალურად არ არსებობდა და მე გამოვიგონე. კიდევ უარესი – „ჩვენ შორის ჩავაყენე“ და ყოველდღე დაკითხვას ვუწყობდი ქმარს. ახლა რომ მახსენდება, როგორ  ვიქცეოდი,  მრცხვენია.
– რა არგუმენტები მოგქონდათ?
– ვეუბნებოდი,  „შენ არასდროს ატარებ ჩემთან ერთად დროს! როგორ მოახერხე ამდენი ფულის დახარჯვა? ადრე ამდენს არ ხარჯავდი!..“ გაკვირვებული მიყურებდა, ვერ ხვდებოდა, უცებ დეტექტივად რატომ გადავიქეცი.  აღელვების გამო  თავის დაცვა დაიწყო და მე ეს დანაშაულის აღიარებად ჩავუთვალე. მოკლედ,  სულ გავედი „ორბიტიდან“.  დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ტონით ელაპარაკებით ქმარს. რომელ კაცს მოეწონება „ჩასაფრებული“  ცოლი?  ეს თქვენ შორის კედელს აღმართავს, რომელიც მერე ძალიან ძნელად დასანგრევი იქნება. ბოლოს უკვე აზრიც აღარ ექნება, ვინ არის თქვენ შორის მართალი. ურთიერთობაში მთავარია უთანხმოების მოგვარება და არა კამათში გამარჯვება. მთელი გულით შეეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ იზრუნოთ, არამედ  თქვენი მეორე ნახევრის ინტერესებზეც.  ხშირად მდგომარეობას ის უფრო ართულებს, რომ უარყოფითი გრძნობებისა და მოზღვავებული ემოციების გამო საკუთარ ფიქრებს ვეღარ აკონტროლებთ.  იწყებთ სრულიად უსაფუძვლო ეჭვიანობას და  საკუთარი ხელით ანგრევთ თქვენს ბედნიერებას.

скачать dle 11.3