კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რუსკა ქარქაშაძე: სიყვარულისთვის სულ მცალია

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ტელეწამყვანმა და ტელეშოუების გამორჩეულმა მონაწილემ, რუსკა ქარქაშაძემ, ბოლო პერიოდში, საკმაოდ შეიცვალა იმიჯი. ხოლო მისმა საცურაო კოსტიუმებში გადაღებულმა და სოციალურ ქსელში დადებულმა ფოტოებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც თავად ამბობს, მისი ეს იმიჯი ზაფხულის ცხელ დღეებს უხდება და თამამ ფოტოებში უარყოფითს და უხამსს ვერაფერს ხედავს.
  რუსკა ქარქაშაძე: ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მოვა ზაფხული, რომ ზღვაზე წავიდე დასასვენებლად, გავირუჯო და ჩამავალი მზის ყურებით დავტკბე. ზაფხულის პერიოდი ჩემია, ძალიან მიყვარს. საყვარელი წელიწადის დროა – ნაკლები გაცვია, მზეზე ირუჯები, მთისა და ზღვის ენერგეტიკით ივსები და ისვენებ. ეს პერიოდი ჩემთვის სიფერადესთან ასოცირდება.
– წლევანდელი ზაფხული რითი იყო გამორჩეული და ვისთან ერთად ისვენებდი?
– წლევანდელი ზაფხული ჯერ ჩემთვის არ დასრულებულა, რადგან ისევ ვაპირებ დასვენების გაგრძელებას და ისეთი ადგილების მონახულებას, რაც არ მაქვს ნანახი. წელს თითქმის მთელი საქართველო შემოვიარე, საოცარი ადგილები ვნახე. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბორჯომის ხეობამ, კერძოდ, ახალდაბამ, სადაც პირველად გახლდით. ტყის გავლით, თამარ მეფის ციხეებზე ავედი, ზღვის დონიდან ძალიან, ძალიან მაღლა და ხელი რომ ავწიე, ისეთი შეგრძნება მქონდა, ცას მივწვდი (იცინის). მთელი ოჯახი ბორჯომის ხეობაში, ღამით, ტყეში, ზღვის დონიდან 3 000 მეტრ სიმაღლეზე ვიყავით ასული და ტურებისა და მგლების ყმუილი ისმოდა. მერე ვიცინოდით: ქარქაშაძეების ოჯახი მგლებისა და ტურების შეჭმას გადავურჩითო (იცინის). ბათუმში, ზღვაზე მე და ჩემი და ვიყავით, მთაში კი მთელი ოჯახი გახლდით. ეს ზაფხული ჩემთვის დაუვიწყარი იმითაც იქნება, რომ ისეთი ადგილები ვნახე, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში არსებობდა. როგორც გითხარით, ახლაც ვაგრძელებ სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობას, უნახავი ადგილების დალაშქვრას და კიდევ მეტი შთაბეჭდილების მიღებას. ახლა სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში მინდა ჩავიდე, მერე, ისევ ბათუმში წავალ და იქ დავემშვიდობები ზაფხულს.
– ამბობ, მთელი საქართველო შემოვიარეო. წარმოშობით იმერელი ხარ და შენ მშობლიურ კუთხეში თუ დაისვენე?
– რასაკვირველია. ტყიბულიდან ვარ  წარმოშობით და ვგიჟდები იმერეთის ბუნებაზე. ცხრაჯვარზეც ავედი და იქიდანაც გადმოვხედე ჩემს მშობლიურ მთებს.
– სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამ ფოტოებს დებ. შენს ასაკში მსგავსი ფოტოების საჯაროდ დადება, ცოტა სარისკო ხომ არ არის? უცხო ადამიანების კომენტარებს ვგულისხმობ და რა რეაქციები მოჰყვა?
– არ ვთვლი, რომ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ფოტოს სოციალურ ქსელში დადება, სითამამეა.  ჩვეულებრივი მოვლენაა – ზაფხულია, ცხელა, ზღვაზე ვარ და თუ საცურაო კოსტიუმში გადავიღებ ფოტოს და დავდებ,  ეს სითამამე არ მგონია. სითამამე ცოტა სხვა რამეა. მინდა, ჩემი  ბედნიერება ჩემს „ფოლოვერებსაც“ გავუზიარო და ამას სითამამედ არ მივიჩნევ. რასაკვირველია, იყო უხამსი კომენტარებიც, მაგრამ ყველაფერს რომ ყურადღებას ვაქცევდე, იმის ნახევარსაც ვერ გავაკეთებდი, რაც გავაკეთე. არ მაქვს ასეთ კომენტარებზე უარყოფითი რეაქცია, უბრალოდ, „ვატარებ“. ჩემი მოტივაციისთვის ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და ზღვარს არ გადავაბიჯებ. საცურაო კოსტიუმში ფოტოს გადაღება და გამოქვეყნება კი ჩემს პრინციპებს არ აბიჯებს.
– ბოლო პერიოდში საკმაოდ შეიცვალე იმიჯი – გახდი, ახალი ვარცხნილობა მოირგე, ფორმაში ჩადექი. ამბობენ, შენი ასეთი იმიჯის ცვლილება სიყვარულის ბრალიაო. მართალია?
– ჩემი იმიჯის ცვლილება და ფორმაში ჩადგომა სიყვარულს და საყვარელ მამაკაცს არ უკავშირდება. თუ კარგად გამოვიყურები, ფორმაში ვარ და ვარცხნილობაც ახალი მოვირგე, ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ და არა სხვისთვის. ყოველთვის ვცდილობ, სარკეში რომ ჩავიხედავ, კომფორტულად ვიგრძნო თავი. სულ ვვარჯიშობდი და ჩემი კარგ ფორმაში ყოფნა ამის დამსახურებაცაა. სხვათა შორის, ჭამა მიყვარს, მაგრამ ჩემი თავი კარგად მაქვს შესწავლილი, ვიცი, რა მასუქებს და რა – არა. კვირაში ერთხელ საკუთარ თავს განებივრების დღეს ვუწყობ – ვჭამ, რაც მინდა, დანარჩენი დღეები კი სწორად ვიკვებები და ჩემი წონის შენარჩუნება, მიუხედავად გურმანობისა, ამის დამსახურებაცაა. ასე რომ, ჩემი იმიჯი და გარეგნული ცვლილება, ჩემი კარიერისთვისა და მოტივაციისთვის მოვირგე და საყვარელი მამაკაცის დამსახურება არაა. დადებითი ემოციებით ვივსები, როცა ქუჩაში თვალს მაყოლებენ, მცნობენ და მიღიმიან. ამ დროს კარგ ხასიათზე ვდგები, მაბედნიერებენ და უხერხულობას არ ვგრძნობ. ბევრჯერ, მკითხეს: ერთ გოგოს ჰგავხარ ძალიან, რუსკასო. მეც მეღიმება და ვეუბნები: რუსკა მე ვარ, კი არ ვგავარ-მეთქი (იცინის).
– გარეგნულად მშვიდი ჩანხარ, თითქოს შენი წყობიდან გამოყვანა არ არის ადვილი. მაგრამ ამბობენ, თუ გაბრაზდა საშიში და სასტიკი ხდებაო. ასეა?
– გაბრაზებული კი ვარ საშიში, მაგრამ არა – სასტიკი. თუმცა, იშვიათად ვბრაზდები და მალევე მივლის. თუ ძალიან მეტკინა და გავბრაზდი, მთელი ცხოვრება ჩავიტოვებ გულში, მაგრამ თუ შემიძლია პატიება, ვაპატიებ. უბრალოდ, არ ვურთიერთობ ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც შეიძლება, ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდე.  არ შემიძლია, ადამიანს ვაპატიო ღალატი და ტყუილი, ეს ეხება როგორც მეგობარს, ისე საყვარელ ადამიანს. ერთხელ თუ მოგატყუა და გიღალატა, ის მერეც გიღალატებს და მოგატყუებს. ამიტომ, ამის პატიება არ შემიძლია.
– ღალატისა და ტყუილის მსხვერპლი ხშირად ხდები?
– ადამიანებს ამის საშუალებას არ ვაძლევ. ხოლო, თუ მოხდა, ეგრევე ვასრულებ ურთიერთობას.
მართალია, რომ თუ მშობლები სახლში არ არიან, მარტო დარჩენისა და მოჩვენებების გეშინია?
– ადრე, სახლში მარტო დარჩენის მართლა ძალიან მეშინოდა, უსიამოვნო შეგრძნებები მეუფლებოდა. ახლა ძაღლი მყავს და მასთან ერთად აღარ მეშინია. რომ ატყდა კუმისელი მოჩვენების ამბები, მაშინაც შიშმა ამიტანა, მაგრამ, ახლა მოჩვენებების შიშის ასაკიდანაც გამოვედი (იცინის). საკმაოდ ახალგაზრდა მშობლები მყავს – 39 წლის, თანამედროვედ აზროვენებენ და ჩემს ასაკობრივ აკვიატებებსაც მარტივად იღებენ.  ისინი რომ არ დამდგომოდნენ გვერდში, მარტო ვერაფერს შევძლებდი. მაგრამ არიან კრიტიკულები და თუ რამე არ მოსწონთ, ეგრევე მეუბნებიან. შექებით კი, არ მაქებენ და მეც ასე მირჩევნია. ასე რომ, ჩემი წარმატების სტიმული ჩემი მშობლები არიან და თუ არ მაქებენ, ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.
– გავიგე, შენი თაყვანისმცემელი ბიჭები ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებენ. რას გჩუქნიან და როგორ გიხსნიან სიყვარულს?
– განსაკუთრებულად ძვირად ღირებული ჯერ არცერთ თაყვანისმცემელს არაფერი უჩუქებია. სიყვარულიც არავის აუხსნია, თუმცა, დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება მომავალში (იცინის). ბევრი ჭორი დადიოდა ჩემზე, მაგალითად, თითქოს საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრზე ვიყავი შეყვარებული და წერდნენ, ერთად არიანო. რეალურად კი ვმეგობრობთ და მასთან გადაღებული ფოტო დავდე სოციალურ ქსელში. მე არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ, ჯობია, ჭორები ჩემთან გადაამოწმონ და მერე ილაპარაკონ.
– სიყვარულისთვის არ გცალია თუ ჯერ ამის დრო არ დამდგარა?
– სიყვარულისთვის სულ მცალია და ეს არც ჩემს კარიერას დააზარალებს, მაგრამ ჯერ, ალბათ, ამის დრო არ დამდგარა. როგორც კარიერაში მინდა ვიყო წარმატებული, ისე – პირად ცხოვრებაში. უბრალოდ, ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, ვისაც შევიყვარებ. ჯერჯერობით მამაკაცი, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ,  მგულშემატკივრობს და მიფრთხილდება, მამაჩემია (იცინის).
– ზაფხული სულ მალე გავა და  სამომავლოდ, დასვენების მერე, რა გეგმები გაქვს?
– სექტემბრიდან დავუბრუნდები ჩემს საქმეს. ახალ  პროექტებზე ვმუშაობ და მაყურებელს ტელეეკრანიდან სასიამოვნო სიახლეებს შევთავაზებ, მაგრამ, ვერ დავკონკრეტდები და ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით.

скачать dle 11.3