კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№34 რისთვის გადადო თავი თაზო მჭედლიძის მეუღლემ და როგორ ცდილობს ის სპორტსმენი ქმრისთვის ხელის შეწყობას

ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე

  საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე,  თაზო მჭედლიძე უკვე წლებია, რაც ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. ულამაზეს წყვილს ოთხი პატარა ჰყავს. მათი დიდი ოჯახი ყოველთვის ბედნიერებასა და სიყვარულს ასხივებს. თაზომ სპორტული კარიერა კლუბ „უნივერსიტეტში“ დაიწყო, საიდანაც თბილისის „არმიაში“ გადავიდა. მოგვიანებით კი უცხოურ კლუბებს შეუერთდა. როგორია მისი სამომავლო გეგმები და ოჯახური იდილია, ამ და სხვა საინტერესო თემებზე, თავად თაზოს და მის მეუღლეს, თამარ ლიჩელს ვესაუბრეთ.
  თაზო მჭედლიძე: ჩემი უფროსი ძმა თამაშობდა რაგბის. მე ხუთი წლის ვიყავი, როცა ამ სპორტით დავინტერესდი. ჩემს ძმას ყოველთვის დავყავდი ვარჯიშებზე და მინდოდა, ჩემი შესაძლებლობებიც გამომეცადა. რაც ვარჯიში დავიწყე, მას მერე არ გამინებებია თავი, სხვა სპორტის სახეობით ჩანაცვლებაც არ მიცდია. მშობლებისთვისაც მისაღები იყო ჩემი გადაწყვეტილება და ყველანაირად მიჭერდნენ მხარს. წარმატებაც ნელ-ნელა მოვიდა. ვიდრე ნაკრებში მოვხვდებოდი, მანამდე გავემგზავრე ამერიკაში, „ალფას“ ჩემპიონატზე. როგორც ჩანს, კარგად ვითამაშე და ჩემით უცხოელები დაინტერესდნენ. ზოგადად, ახალგაზრდულ თამაშებს თვალს ადევნებენ ხოლმე და ვინც მოეწონებათ, საკუთარ გუნდში მიჰყავთ. ამერიკაში გამგზავრებამდეც დაინტერესებულან, მაგრამ  კონტაქტზე ვერ გამოსულან. მოკლედ, ამერიკიდან რომ ჩამოვედი, საფრანგეთიდან მორაგბე გია ლაბაძე დამიკავშირდა და ფრანგულ გუნდში, „მარსანში“ თამაში შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, რადგან უცხოურ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. ეს იყო ჩემი პირველი წასვლა. რომ გავემგზავრე, მე და თამო უკვე დაქორწინებულები ვიყავით და ორსულად იყო. სამწუხაროდ, მისი წაყვანა ვერ შევძელი, რადგან მაშინ ვიზების საკითხი რთულად გვარდებოდა. ვერც პირველი ბავშვის დაბადებას დავესწარი – იქ ვიყავი. ამის მერე გადავედი „ბოურინგ-ენ-ბრესში“ და ბოლოს – „აჟენში“, სადაც ხუთი წელი დავყავი. იქ სულ ახლახან დავასრულე  სეზონი და ნორმანდიაში გადავედი, „რუანის“ გუნდში. ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ვნახოთ, რა იქნება.
– თქვენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევით.
თამარ ლიჩელი:  ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ერთ უბანში ვიზრდებოდით და ყოველთვის გვქონდა ერთმანეთთან კავშირი. თაზოზე ერთი წლით დიდი ვარ და 13 წლის ვიყავი, როცა ჩვენმა საერთო მეგობარმა გამაცნო. იქიდან მოყოლებული სულ ერთად ვართ. იყო პატარ-პატარა გაბუტვები, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ვრიგდებოდით. 18 წლისები ვიყავით, როცა ვთქვით, მოდი, გავიპაროთო და წავედით (იცინის).
– თამო, ტყუპების გაზრდა არ გაგიჭირდა?
– ტყუპები ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის. ორსულად რომ ვიყავი და ექიმთან მივედით, კარგად ვერ გავიგეთ, რა გვითხრა, სხვა ქალაქის კლინიკაში გადაგვამისამართა. თაზოს კი ესმოდა ფრანგული, მაგრამ რატომღაც, სწორად ვერ გაიგო ნათქვამი. დავიწყე ტირილი და ნერვიულობა, ალბათ, ბავშვს რაღაც სჭირს და მაგიტომ გაგვიშვეს-მეთქი. ვიდრე იქ მივედით, მანამდე ჩემს მეგობარს გადავუგზავნე ექიმის დასკვნა და ვთხოვე, ეთარგმნა, რა ეწერა. მისგან გავიგე, რომ ტყუპებს ველოდებოდით და ამიტომ გაგვიშვეს სხვა კლინიკაში, სადაც უფრო დიდ ყურადღებას მომაქცევდნენ (იცინის). რომ დაიბადნენ, ძალიან პატარები იყვნენ, სამ კილომდე. თავიდან ხელში დაჭერისაც მეშინოდა. მტირალა ბავშვები იყვნენ, სულ ტიროდნენ. სამი თვე, დღეც და ღამეც, საერთოდ არ მძინებია. რომ ვიცოდი, თაზოს მეორე დღეს უნდა ევარჯიშა, სხვა ოთახში იძინებდა ხოლმე, რადგან სპორტსმენისთვის ძილი აუცილებლია. როცა დაღამდებოდა, ვტიროდი ხოლმე, ვიცოდი, გათენება მომიწევდა. თან, ტყუპების გარდა, კიდევ ორი ბავშვი გვყავდა და მათაც ხომ ყურადღება სჭირდებოდათ. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. ახლა უკვე ჩემს ოჯახში ყოველთვის ჟრიამული და ბედნიერებაა. ვერ მოიწყენ ამათთან. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ისე არ არის, რომ ბავშვები თავისთვის თამაშობდნენ და ჩვენ ჩვენთვის ვიყოთ. ყველანი ერთად ვთამაშობთ, ერთად ვამზადებთ სადილს, ერთად ვალაგებთ სახლს და ასე შემდეგ. ნებისმიერ პროცესში თავადაც არიან ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ 26 წლისები ვართ, ჩვენც ბავშვებივით ვიქცევით (იცინის). 13 წლის ვიყავი, მშობლები რომ დამეღუპა და რაც მე ბავშვობაში დამაკლდა, ვცდილობ, შვილებთან ყოფნით ავინაზღაურო. სულ მინდა, მათ გვერდით ვიყო და მაქსიმალურად დავუთმო ჩემი დრო. ჩემი თავი მთლიანად თაზოს კარიერისთვის და ბავშვებისთვის გადავდე.
–  მამას პოპულარობით არც პატარა მარიამი ჩამოუვარდება, მის ვიდეოებს ბევრი მოწონება აქვს.
– კი, ეგრეა და თაზო ხუმრობს ხოლმე, ჩემი შვილი უფრო პოპულარულია, ვიდრე მეო (იცინის). მარიამი ტყუპისცალია და სოციალურ ქსელში მათ ვიდეოებს რომ ვდებ, ბევრი ადამიანი გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს.

скачать dle 11.3