კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ვინ ემუქრებოდა ხატია სიჭინავას ბომბის შეგდებით და როგორ უმკლავდებოდა ის აგრესიულ თაყვანისმცემლებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ხატია სიჭინავა „სწერვასა“  და „ჭორიკანას“ იმიჯს დიდი ხანია, დაემშვიდობა, თუმცა, როგორც ამბობს, წარსული მუდმივად „პანჩურებს ურტყამს“ და ძველი იმიჯი დღემდე თავს ახსენებს.
  ხატია სიჭინავა: უკვე თვე-ნახევარია, კიკეთში ვარ ბავშვებთან ერთად. მეც და ჩემი შვილებიც ცოტა გავტყიურდით (იცინის). ცივილიზაციისგან ძალიან შორს ვართ, მაგრამ აქაური ჰაერი ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი თავი „გადამედო“. პრინციპში სულ გადადებული მაქვს, მაგრამ ახლა საერთოდ განვმარტოვდით. რამაზი საქმეებზე ჩადის ხოლმე თბილისში, ჩვენ სულ აქ ვართ, თან დამხმარის გარეშე ვარ და ძალიან დავიტვირთე, თუმცა, კარგად ვერთობით. სახლი გვაქვს კიკეთში და ბავშვებს სკოლა როგორც კი დაუმთავრდათ, მეორე დღესვე წამოვიყვანე. ჯობდა, აქ ერბინათ ეზოში, თბილისში სკოლის პერიოდში რა მტვერსაც სუნთქავენ, ისიც ეყოფათ. ასაკი რომ მემატება, ეტყობა, „ფესვები მეძახის“ და ამდენი ხნის მერე, გადავწყვიტე, რომ ბავშვები ფოთში წავიყვანო დასასვენებლად (იცინის). აგვისტოში იქ ვიქნებით. ფოთში 2012 წლის მერე არ ვყოფილვარ და მაშინაც ორი დღით გავჩერდი. რაც წამოვედი, ანუ ჩვიდმეტი წლის რომ ვიყავი, მას შემდეგ ორ დღეზე მეტხანს არც გავჩერებულვარ, თან ხუთ წელიწადში ერთხელ თუ ჩავიდოდი და ახლა ვნახოთ, რა დამხვდება და როგორ მოვახერხებ ჩემი შვილების გართობას. ბავშვები საერთოდ არ არიან იქ ნამყოფები და მინდა ვანახვო, სად გავიზარდე. იგივე თამაშები ვათამაშო, რომელსაც მე ვთამაშობდი. აი, ხომ ვამბობ – ასაკი მომემატა-მეთქი?! (იცინის) რომ ვთქვი, რასაც ვაპირებდი, აბსოლუტურად ყველა მეკითხებოდა – ღადაობო?! (იცინის) მგონია, რომ ჩემი მხრიდან, სწორი იქნება, თუმცა წინასწარ ვემზადები, რადგან ამ ქალაქს პატრონი არასდროს გამოუჩნდა და არაფერი ხდება ისეთი, ბავშვები რომ გაერთონ.
– სოციალურ ქსელში წლების წინანდელი ჟურნალის ყდის ფოტო გედო, სადაც ეწერა – ხატია სიჭინავას ფანს ბორკილები დაადესო. რა მოხდა მაშინ?
– ეს 2005 წელი იყო. მაშინ პეკინზე ვცხოვრობდი, მეხუთე სართულზე. დილით გავიგე, რომ ვიღაც მეძახდა, აივანზე გავედი და იქ მხვდება თაყვანისმცემელი, პირში ვარდით, ხელში – შამპანიურით. ძალიან შემეშინდა, მეძინა და მისმა ძახილმა გამაღვიძა. ვიფიქრე, რომ ვინმე ქუჩიდან მეძახდა და ეს თურმე ჩემს „ბალკონზე“ იდგა. პანიკაში ჩავვარდი. მერე ეს ტიპი ძალიან გადამეკიდა და პატრული გამოვიძახეთ. პატრულს ეუბნება, ჩვენ მალე დავქორწინდებით და თქვენ დაპატიჟებულები ხართ ქორწილშიო. მაშინ მივხვდი, რომ კარგად ვერ იყო ჩემი საქმე. აღმოჩნდა, რომ „კაიფში იყო ჩარჩენილი“ და ჩემი სახით აკვიატებული იდეა ჰქონდა. ეს რომ თქვა, ასმეთაურმა გაოცებულმა შემომხედა და მეც ისეთივე სახე მქონდა, რადგან არ ვიცოდი ეს ტიპი ვინ იყო. იცნობთო, რომ მკითხეს, უპასუხა: იცით, ჩვენ ყოველ ღამე ვხვდებით ერთმანეთსო. გადავირიე, ვამტკიცებ, რომ საერთოდ არც ვიცნობთ ერთმანეთს-მეთქი და მერე თქვა: ეს რომ ტელევიზორში გამოჩნდება, მე მის წინ ვდგავარ და ველაპარაკებიო – მაშინ თორმეტზე მეწყებოდა ეთერი. ჟურნალში იმიტომ მოხვდა, რომ მეორედ რომ მომაკითხა სახლში, ეს ყველაფერი მაშინ მოხდა. მე და ჩემი დაქალი ვცხოვრობდით ერთად და აივანზე პირველად რომ დავინახე, კივილი ავტეხე, აქ ვიღაცა არის-მეთქი, დაქალი გამოვარდა და ცოცხით გააგდო. მერე ჟურნალისტი მოვიდა ინტერვიუზე, კარი გავუღე და მის უკან ისევ ის ტიპი დგას. მაშინ გამოვიძახე პატრული, მიშველე-მეთქი. დიდი ამბები იყო, მერე ხელწერილი დააწერინეს, რომ არ მომიახლოვდებოდა. იმ დროს ძალიან აგრესიული თაყვანისმცემლები მყავდა, ზოგი ბომბს მიგდებდა, რას ჰქვია, არ გინდა ჩემი ნახვაო (იცინის). ჩემი დაქალი მეკითხებოდა, რატომ იზიდავდი გიჟებსო და ალბათ, იმიტომ, რომ იმ პერიოდში მეც გიჟი ვიყავი (იცინის).
– ამბობდი, არ დავბრუნდებოდი თუნდაც 25 წლის ასაკშიო, არადა, ძირითადად, ყველა წარსულს მისტირის.
– არავითარ შემთხვევაში, არც ცხოვრებით და არც ვიზუალით (იცინის). რაც გავიარე, მშვენიერი იყო, კარგად ვერთობოდი. ვოცნებობდი, ცნობილი ვყოფილიყავი და გავხდი კიდეც. ვიყავი, როგორც მინდოდა, ისე. ყველა მცნობდა და სანამ პატარა ვიყავი და მარტო, ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა. მაგრამ როცა ცხოვრებაში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა დამჭირდა, ყველას ჩემი სატელევიზიო იმიჯი ახსოვდა და იმის მიუხედავად, რომ 2007 წლის მერე ტელევიზიაში აღარ მიმუშავია, დღემდე ახსოვთ.
– თქვი: „ისიც მეყოფა, რომ 2005 წელში შექმნილი კარიერა დღემდე მირტყამს პანჩურებს“ – რას გულისხმობდი?
– დღეს ვინც კი მლანძღავს, არც ერთს არ აქვს წარმოდგენა, როგორი ვარ სინამდვილეში. ყველას ახსოვს ჩემი სატელევიზიო იმიჯი. ჩემი სატელევიზიო იმიჯი კი იყო „სწერვა“ – ასეც იყო გათვლილი, ამიტომაც იყო ისეთი ყურებადი თავის დროზე. მაგრამ იმიჯი არ ნიშნავს, რომ ადამიანი ისეთია, როგორსაც ეკრანზე ხედავ. წლების განმავლობაში მხვდებოდა „პანჩურები“ ჩემი ოდესღაც წარმატებული კარიერის გამო, ამიტომ დღემდე ვინმეზე ჭორს რომ მიყვებიან, არასდროს ვიჯერებ. თუმცა ჩემი გადაცემა ჭორებზე იყო აგებული და ჭორიკანას სახელი მქონდა, სინამდვილეში ჩემი ტვინი იმდენად გადატვირთული იყო ინფორმაციით, დაქალები საკუთარ ამბებს რომ მიყვებოდნენ, მეორე დღეს აღარ მახსოვდა და სულ ამის გამო მეჩხუბებოდნენ. სხვისი პირადი ცხოვრება ჩემთვის ყოველთვის უინტერესო იყო, მაგრამ იარლიყი, რომელიც იმ წლებმა მომაწება, ამდენი ხნის შემდეგაც აქტიურია.
– გინანია ის იმიჯი?
– არასდროს. ცხოვრებაში არცერთი ჩემი ნაბიჯი არ მინანია და არც გამიკეთებია რამე სანანებელი. მე გავიზარდე სიძნელეებზე. ჩემი ცხოვრების სიძნელეები ბავშვობიდან დაიწყო. მშობლების დაშორება ძალიან მტკივნეულად გადავიტანე და მთელი ჩემი ცხოვრება დამოუკიდებლად შევქმენი. ყველაფერი ახდენადია და საკუთარ ოცნებამდე აუცილებლად მიხვალთ ნაბიჯ-ნაბიჯ – ჩემი ცხოვრება ამის მაგალითია. ჩემს მშობლებს რომ ოჯახი დაენგრათ, ცამეტი წლის ვიყავი და კარგად მახსოვს, მაშინ ჩავიფიქრე, რომ მე ოდესღაც შევქმნიდი ოჯახს, რომელიც უდიდეს სიყვარულზე იქნებოდა აგებული და არასდროს დაინგრეოდა. როგორიც მინდოდა, ზუსტად ისეთი ოჯახი მაქვს.
– ფოტო გავრცელდა, ხატია სიჭინავა პლასტიკური ოპერაციის შემდეგო, რაც ჩაასწორე – პლასტიკური ოპერაციების კი არა, ევოლუციის შემდეგო.
– მე ისეთი მახინჯი ბავშვი ვიყავი, ახალ მეგობრებს ბავშვობის ფოტოებს რომ ვაჩვენებ, ვეუბნები, ჩემი ბიძაშვილია-მეთქი (იცინის). მაგრამ ერთადერთი, რაც სახეზე შეცვლილი მაქვს ტუჩია, რომელიც ჩვიდმეტი წლის წინ გავიკეთე. პლასტიკური ოპერაციები კი არა, ისეთი ზარმაცი ვარ და იმდენად არ მიყვარს ნემსები, ელემენტარულ ბიორევიტალიზაციასაც ვერ ვიკეთებ. მაგრამ ჩემს ფოტოებს რომ ვუყურებ, თვითონ „ვღადაობ“, რომ სერიოზული ევოლუცია განვიცადე და ასაკში რაც შევდივარ, მით უფრო მომწონს ჩემი თავი. თუმცა, დავიწყე ვარჯიში. ჯერ ერთი, ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება და მინდა, მეც კარგად გამოვიყურებოდე. თან, მინდა, შვილებს ჯანმრთელი ცხოვრების მაგალითი მივცე. ყველაფერთან ერთად, ძალიან მიყვარს საკუთარი თავი და გადავწყვიტე, რომ ასაკში ვარ და უკვე დროა, ვიზრუნო იმაზე, რომ არ მოვდუნდე და ჩამოვჭკნე (იცინის). მაგრამ საუკეთესო ვარჯიში სამი შვილის დამხმარის გარეშე გაზრდაა.

скачать dle 11.3