კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ იდირიჟორა ჩაიკოვსკის ცნობილი კონცერტი ევგენი მიქელაძემ თბილისის ოპერაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  გენიალური ქართველი დირიჟორი ევგენი მიქელაძე იმდენად მაღალი დონის პროფესიონალი იყო, რომ ნებისმიერ ნაწარმოებს პარტიტურის გარეშე უძღვებოდა. მისი ნიჭით აღფრთოვანებული იყო ზაქარია ფალიაშვილიც, რომლის ოპერებსაც („დაისსაც“ კი) მიქელაძე, ასევე, ზეპირად უძღვებოდა და დიდი კომპოზიტორი თვალცრემლიანი აღნიშნავდა ხოლმე მიქელაძის ტალანტს. სამაგიეროდ, მიქელაძის დირიჟორობის სტილი არ მოსწონდათ კომუნისტური საქართველოს უნიჭო, მაგრამ მაღალჩინოსან მუსიკოს ფუნქციონერებს. ისინი ამბობდნენ, რომ თითქოსდა მიქელაძის ზეპირი დირიჟორობა აკნინებდა ორიგინალს და ნაწარმოები ისე არ ჟღერდა, როგორც ისინი დაწერეს მოცარტმა, ბეთჰოვენმა, ჩაიკოვსკიმ და ასე შემდეგ. დიდი დირიჟორის წინააღმდეგ ცენტრალურ გაზეთებში ცილისმწამებლური კამპანია იყო გაჩაღებული – კრიტიკოსთა ჯგუფი მიწასთან ასწორებდა „ზეპირად მოდირიჟორეს“.
  ერთხელ, ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტის პრემიერის წინა საღამოს ზაქარია ფალიაშვილმა მიქელაძეს სთხოვა, რომ წინ პარტიტურა დაედო, რათა ვაიკრიტიკოსებისთვის ინტრიგების საშუალება არ მიეცა. და, მართლაც, თბილისის ოპერაში შეკრებილი უამრავი მაყურებლის წინაშე მიქელაძეს წინ პარტიტურა ედო და ისე ჩაატარა კონცერტი. მისი დასრულების მერე კი ეს ვაიკრიტიკოსები მიქელაძესთან მივიდნენ და უთხრეს:
– ხომ ხედავ, როგორ აბსოლუტურად მართლები ვიყავით. დღევანდელ კონცერტს სულ სხვა, ნამდვილი ჩაიკოვსკისეული ჟღერადობა ჰქონდა, იმიტომ რომ პარტიტურით უკრავდიო.
  თუმცა პიუპიტრზე ჩაიკოვსკის ნაწარმოების პარტიტურის ნაცვლად როსინის „სეველიელი დალაქის“ პარტიტურა იდო, თანაც, უკუღმა... საქმე ის იყო, რომ მიქელაძემ საჩვენებლად პირველივე პარტიტურას დაავლო ხელი და პიუპიტრზე ისე დადო, რომ არც იცოდა, რა იყო, თავად კი, ტრადიციულად, ზეპირად დირიჟორობდა.

скачать dle 11.3