კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№34 ბულგარული წიწაკის სარგებელი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით, ბულგარული წიწაკა ფასდაუდებელი ბოსტნეულია. მას უდიდესი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისათვის. მასში შემავალი მინერალები სისხლს საჭირო კომპონენტებით ამდიდრებენ და ხელს უშლიან ანემიის განვითარებას, აძლიერებენ იმუნიტეტს, ვიტამინების მრავალფეროვნება კი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გამაგრებას, თმის ზრდას, აუმჯობესებს კანისა და მისი დანამატების (თმა, ფრჩხილები) სტრუქტურასა და მდგომარეობას. ბულგარული წიწაკა ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას, ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებასა და განახლებას, დეპრესიული მდგომარეობისგან თავის დაღწევას, ძალთა მოზღვავებას. განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. ბულგარული წიწაკის კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა მადის აღძვრა, თუმცა ეს უკანასკნელი სპეციალისტებს რამდენადმე საკამათოდ მიაჩნიათ. სამაგიეროდ, მეცნიერული გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ბულგარული წიწაკის მიღება ათხელებს სისხლს, აქვეითებს არტერიულ წნევას, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) ფუნქციებზე. ნიღბებსა და საცხებს სწორედ ამ წიწაკის ფხვნილს ამატებენ და ისე იყენებენ რადიკულიტის, ართრიტისა და ნევრალგიის სამკურნალოდ. ბულგარული წიწაკა ფასობს P ვიტამინის ანუ რუტინის შემცველობის გამოც. ცნობილია, რომ რუტინი სისხლძარღვებს, მათ შორის – უწვრილეს კაპილარებს, ელასტიკურობასა და სიმტკიცეს უნარჩუნებს, მთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემას კი – ახალგაზრდობას, ამიტომ ბულგარული წიწაკის გამოყენება რეკომენდებულია თრომბოზებისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ბულგარული წიწაკა ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც გონებრივად მუშაობს, ასევე – ასაკოვანთათვის, რადგან აუმჯობესებს მეხსიერებას, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას, ხსნის უძილობას. მისი წყალობით ადამიანი თავისუფლდება სტრესისა და წინადეპრესიული მდგომარეობისგან, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ზედმეტი დაძაბულობისგან. ბულგარული წიწაკა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ორგანიზმს უნარჩუნებს ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას, აფერხებს თმის ცვენას. ეს ბოსტნეული განსაკუთრებით კარგია ორსულობისას, როდესაც ძვლოვან სისტემასა და თმას ყველაზე მეტად სჭირდება ელემენტებით შევსება.
  წიწაკაში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება თავმოყრილია ნაყოფის ყუნწში, მის შიდა, მოთეთრო რბილობსა და თესლში, ეს კი ის ნაწილებია, რომლებსაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველთვის ვყრით. კარგი იქნება, თუ მთელ წიწაკას ან მთლიანი ნაყოფისგან გამოწურულ წვენს მიირთმევთ. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ თერმული დამუშავების დროს ნაყოფი სასარგებლო ნივთიერებათა 70 პროცენტს კარგავს.
  ის, ვინც დღეში 40 გრამ ბულგარულ წიწაკას მაინც მიირთმევს, C ვიტამინის დღეღამურ დოზას იღებს, ამ ვიტამინს კი ბევრი დაავადების პროფილაქტიკა შეუძლია – ის იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ნერვული და კუნთოვანი სისტემების ფუნქციობას, აჯანსაღებს ქსოვილებს. თრომბოზების პროფილაქტიკისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის დღეში 40-50 გრამი წიწაკის წვენის დალევაა რეკომენდებული.
ბულგარული წიწაკა, თავისთავად, უვნებელია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მისი მიღება უნდა შეიზღუდოს ან საერთოდ გამოირიცხოს. კერძოდ:
* გულის იშემიური დაავადების;
* ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიების;
* კუჭის წყლულოვანი დაავადების ან მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის (კუჭის ლორწოვანის ანთება) დროს.
  ყველა ცალკეულ შემთხვევაში ექიმი დიეტოლოგი განსაზღვრავს, რამდენი ბულგარული წიწაკის მიღებაა ნებადართული, ვინაიდან ცალკეული ეთერზეთების, უხეში უჯრედისისა და განსაზღვრული კომპონენტების ჭარბი შემცველობის გამო ამ ბოსტნეულმა შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები გაამწვავოს. დაავადების მკურნალობაზე ადვილი ხომ მისი თავიდან აცილებაა, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს პროფილაქტიკას.

скачать dle 11.3