კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№34 შფოთის შემდეგ აუცილებელია, მეყსეულად აღადგინო სულიერი სიმშვიდე

  ყოველთვის, როდესაც მისატევებელ ცოდვაში ვარდები, თუნდაც ათასჯერ მოგივიდეს დღის განმავლობაში, როგორც კი შენიშნავ, თავს ნუ დაიტანჯავ და დროს ნუ დაკარგავ ამაოდ, არამედ მყისვე დაიმდაბლე თავი და აღიარე საკუთარი უძლურება, სასოებით მიმართე ღმერთს და შეჰღაღადე სიღრმით გულისად: „უფალო, ღმერთო ჩემო! ვცოდე, რამეთუ ასეთი ვარ, სხვა არა არს მოსალოდებელ ჩემგან, თვინიერ ცოდვისა, უკეთუ მადლი შენი არ შემეწევა და დამიტევებს თავისა ჩემისა თანა მინდობითა. ვწუხვარ ცოდვის ქმნის გამო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ არ ვსწორდები და არ ვპასუხობ ჩემდამი შენს ზრუნვას, არამედ მუდმივად ვეცემი, მომიტევე და მომეცი ძალა, არ შეურაცხგყოფდე მეტად და არაფრით გადავუხვიო შენს ნებას. რამეთუ გულითადად მსურს გემსახურო და ყოველივეში შენ გმორჩილებდე“. ამის შემდეგ, ნუ დაიღლი თავს ფიქრით, მოგიტევა თუ არა ღმერთმა. იგი ახლოს არის და ისმენს თავისი მონების სულთქმას. დამშვიდდი ამ რწმენით და განაგრძე ჩვეული საქმიანობა ისე, თითქოს არაფერი შეგმთხვევია.
  ასე მოიქეცი ყოველთვის, თუ დაგჭირდა – დღეში ასჯერ, ყოველ წუთს და უკანასკნელადაც ისეთივე სრული სასოებით, როგორც პირველად გააკეთე ეს. ესრეთ მოქმედი, მიაგებ პატივს ღმერთის უსაზღვრო სახიერებას, რომლის კეთილშემწყნარებლობა მუდამ თანაგაქვს, ამის შედეგად გექნება მუდმივი წარმატება და წინსვლა, არც დროს დაკარგავ უქმად და არც შრომას.
  თუ ჩავარდი ზევით ხსენებულ ცოდვებში, შინაგანი სიმშვიდის დაცვა ამგვარადაც შეგიძლია: შინაგანი მოძრაობით შეიცანი საკუთარი უბადრუკება და დაიმდაბლე თავი ღმრთის წინაშე, გაიხსენე ღმრთის უდიდესი მოწყალებანი პირადად შენ მიმართ და ესრეთ განაცხოველებ მის მიმართ სიყვარულს, განეწყვე სამადლობელად და სადიდებლად ღმრთისა, საქმითაც და სიტყვითაც ადიდე და მადლობდე მას სულის სიღრმისად, რამეთუ მადლიერება და დიდება ღმრთისა არის უმაღლესი გამოვლინება ჩვენი ცოცხალი ერთობისა ღმერთთან. დაცემის შედეგად, თუკი გონვრულად მიუდგები მას, ღმრთის შეწევნით, უდიდეს სიმაღლეს მიაღწევ. ეს უნდა მიიღონ მხედველობაში იმათ, რომლებიც ჭარბად წუხან და იურვიან მსუბუქი ცოდვების გამო, რათა შეიცნონ თვისი სიბრმავე და ვითარ ზიანს აყენებენ საკუთარ თავს განუსჯელობის გამო. სწორედ მათ ეხებათ უკანასკნელი მითითება, რომელიც ხელთ გვაძლევს გასაღებს, მისი მეშვეობით სული იღებს უდიდეს სულიერ საგანძურს და ძალუძს სულ მოკლე ხანში გამდიდრდეს მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
скачать dle 11.3