კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 მიმზიდველი და სასურველი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  გაინტერესებთ, როგორ უნდა გახდეთ მომხიბვლელი და მამაკაცისთვის სასურველი? მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა. პირველი შეხვედრის დროს მამაკაცი აუცილებლად  აკვირდება ქალის გარეგნობას.  ანუ, მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურებით. მაგრამ შემდეგ ეტაპზე ურთიერთობის გასაგრძელებლად კაცს აუცილებლად სჭირდება რაღაც კავშირი ქალთან, რაც ურთიერთობას  უფრო სასიამოვნოს გახდის.
აი, იმ თვისებების ჩამონათვალი, რომლებიც იზიდავთ მამაკაცებს:
* პატივისცემა და გაგება – რას ნიშნავს ეს: მამაკაცს ყოველთვის ბოლომდე უნდა მოუსმინოთ და არასდროს  გააქილიკოთ მისი ნათქვამი, არც უნდა შეაწყვეტინოთ საუბარი. უნდა იგრძნოს, რომ პატივს სცემთ  და მისი ყველაფერი გესმით.  ასევე, უნდა იზიარებდეთ მის შეხედულებებს;
* თანადგომა და რწმენა – მიუხედავად იმისა, რომ  ამბობენ, მამაკაცი ძლიერი სქესის წარმომადგენელიაო, მას ყოველთვის სჭირდება თანადგომა, პარტნიორის, ქალის მხრიდან. ასევე,  იმის შეგრძნება, რომ გვერდით მყოფ ქალს სჯერა მისი ნებისმიერი წამოწყების და გვერდით უდგას. გააკრიტიკეთ სამართლიანად, მაგრამ ყოველთვის ხელი შეუწყვეთ მისი საქმიანობის წინსვლას;
* აღფრთოვანება – კაცისთვის  უბრალო კომპლიმენტები არაფერია.  აუცილებელია, აღფრთოვანდეთ მისი ჭკუით, მოხერხებულობით, ქარიზმით, ნიჭიერებით, თავდაჯერებულობით და მამაკაცურობით.  მამაკაცისთვის ეს არის ყურადღების გამოხატვის ფორმა და არა  უსასრულოდ ბევრი  მესიჯის გაგზავნა. კაცისთვის მნიშვნელოვანია  შინ დაბრუნებულს მოალერსე,  საყვარელი ქალი დახვდეს,  მშვიდი გარემო და  გუნდურობის  განცდა;
გახსოვდეთ: თქვენი „მადლობა“  და „დიდხანს და ბედნიერად ერთად ცხოვრება” ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია.
აუცილებელი არ არის, ცოლ-ქმარს ან, თუნდაც, პარტნიორებს ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება ჰქონდეთ. მაგრამ უნდა იზიარებდნენ ერთმანეთის აზრებს და  იყვნენ კარგი მეგობრები.

ფლირტის სტრატეგია

  ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა ხდება ხოლმე, როდესაც ახალგაცნობილი ადამიანი მოგვეწონება. მაგრამ, თუ ვისწავლით ფლირტს  – მოხიბვლის ხელოვნებას ისე, რომ ბუნებრივობასაც შევინარჩუნებთ, ყველაფერი კარგად გაგრძელდება.
* კონტაქტი თვალებით – თვალებით კონტაქტი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტ ხანს გრძელდება, საკმაოდ ძლიერი იარაღია. თვალებში ყურებისას შეგიძლიათ, მომავალ პარტნიორში იპოვოთ  მტკიცებულება იმის გასაგებად, მოსწონხართ თუ არა მას. მაგალითად, თუ მას თვალის გუგები გაუფართოვდა, ეს  იმის  ნიშანია, რომ მოსწონხართ;
* ფერის მაგია – ფერს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. კაშკაშა წითელ ფერში ყოველთვის კონკრეტული „მესიჯია“ ჩადებული. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, წითლის „მიმზიდველობა“ შესაძლოა, ინსტინქტებზე იყოს დამყარებული, რადგან წითლებში ჩაცმული ქალი მამაკაცისთვის უფრო „გახსნილია“;
* იუმორის გრძნობა – იუმორი მშვენიერი ფაქტორია იმის გადასაწყვეტად, მოგვწონს თუ არა ადამიანი. კარგი იუმორის უნარი ნიშნავს იმას, რომ პიროვნებას შეუძლია სწრაფად ფიქრი და ამასთან, კრეატიულია. გონებამახვილური ხუმრობის წყალობით მოახერხებთ, იმაზე ადვილად და ორიგინალურად  შეუთანხმდეთ პარტნიორს პაემანზე, ვიდრე ამას ტრადიციული ხერხით გააკეთებდით;
* ცოტა თამაში   გამართლებულია – ძველი ხერხია, მაგრამ ნამდვილად  ამართლებს. მაგალითად, დადგენილია, რომ  მაშინ უფრო მოგვწონს ადამიანი, როცა დარწმუნებულები არ ვართ მის გრძნობაში ჩვენ მიმართ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პიროვნება ინდივიდუალურია.  უკარებას  თამაში ზედმეტია, თუ უკვე დარწმუნებული ხართ პარტნიორის გრძნობებში;
* ღიმილის მაგია – ღიმილი მხოლოდ მეგობრულობისა და კეთილგანწყობის ნიშანი არ არის. კვლევებით დადგინდა, რომ მამაკაცებს მოღიმარი ქალები უფრო იზიდავთ, ვიდრე ამაყები. შეიძლება, იმიტომ, რომ ღიმილი დედობრივ სითბოსთანაა ასოცირებული. თუმცა, როცა საქმე ქალებს ეხება,  მათ  სერიოზული, ამაყი, ჩაფიქრებული მამაკაცები უფრო იზიდავთ, ვიდრე მოღიმარი.
* წარმატების გასაღები – თავდაჯერებულობა წარმატების გასაღებია. ვინც იღიმის და თავდაჯერებულად იქცევა, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ თავდაჯერებული მამაკაცი დომინანტის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც ქალების უმრავლესობას მოსწონს.
  P.S. მიმზიდველობის 55 პროცენტი სხეულის ენაზეა დამოკიდებული. ამიტომ, იმუშავეთ საკუთარ თავზე, დახვეწეთ მიმიკები. მნიშვნელოვანია, თავად  მოგწონდეთ საკუთარი თავი. ლაპარაკის მანერა ფლირტის დროს იმაზე ბევრად  უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიქრობთ.  კაცებს ის ქალები უფრო იზიდავთ, ვინც ხმის ტემბრსა და ტონს ხშირად იცვლის. ისინი, ვინც მონოტონურად საუბრობენ, კაცებში ინტერესს ნაკლებად  აღძრავენ.

скачать dle 11.3