კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№ნინო ხაჩიძე დასიცხული?!

ანუ „კონსერსუსები“!

  რაკი ფბ იქცა განცხადებების, მათ შორის, პოლიტიკურის, გაკეთების არეალად და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებადაც (მაშინაც კი, თუ ქართული ტელევიზიები გწყალობენ), ქართველ მუსლიმანთა კავშირის თავკაცი ტარიელ ნაკაიძეც სარგებლობს ამ თანამედროვე ტექნოლოგიით და კვლავ იმეორებს, გაფუჭებული პატეფონივით, (განა მეჩეთის) მეჩეთების აშენების იდეას და ისე აგრესიულად, ეჭვი მაქვს, აგვისტოს მზემ მასაც გვარიანად დააჭირა.
  ერთი სიტყვით, აჭარის თავკაცის განცხადებას, მეჩეთი საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად უნდა აშენდესო, ასეთი პათოსითა და არანორმატიული ლექსიკით გამოეხმაურა: „ფეხზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები და კონსერსუსები (დიახ – „კონსერსუსები“). მეჩეთი გაიხსნა და მალე დავიწყებთ მის აშენებას. თუ ვინმეს „ერთი ადგილი“ აქვს, შეუშალოს ხელი… არავინ გეკითხებათ თქვენ, რას ავაშენებთ მუსლიმები. ვფიცავ (ნეტავ, წმიდა პორფილეს ხატზე?!), ეს არ იქნება ბათუმში პირველი მეჩეთი. კიდევ თუ დაგვჭირდება, მესამესაც ავაშენებთ, მეოთხესაც და მეხუთესაც.“
  მე არ ვიცი, რატომ გვემუქრება ტარიელი (განა ის, სიყვარულმა რომ გადარია?! ბ-ნი ნაკაიძე), მაგრამ პათოსი ისეთი აქვს, ვეჭვობ, ფარითა და მახვილით არ დაიწყოს საქართველოს არამუსლიმანი მოქალაქეების მიქცევა.


скачать dle 11.3