კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ეძებე ფული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ვის პირს შაქარი?!

  თუ ანალიტიკოსების ნაწილს ვერწმუნებით, შავი ზღვა უკვე იქცა სამხედრო, მაშასადამე, გეოპოლიტიკური მანევრების სივრცედ და დიდი ცილაობაა, ვინ გააკონტროლებს შავ ზღვასაც და სამხრეთ კავკასიურ სახმელეთო დერეფანსაც (ახლო აღმოსავლეთის ეშხით უმეტესწილად).
  ამდენად, ჩვენთანაც დიდი სჯა-ბაასია ამტყდარი ანაკლიის პორტის გარშემო და ანალიტიკოსთა (ოღონდ სხვა ანალიტიკოსთა) ნაწილიც კი, რომლებიც აქამომდე აცხადებდნენ, რომ ანაკლიის პორტის ეკონომიკური გათვლები, უბრალოდ, არ არსებობდა და მიუთითებდნენ, რომ საქართველოს ოთხი პორტის განვითარების შესაძლებლობა არ აქვს, აწ აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტის აშენება უმნიშვნელოვანესია და ლამისაა, ვამბობთ პორტს და ვგულისხმობთ ხაზარაძეს და პირიქით!
  მეორე მხრივ, იმავე შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ ანაკლიის პორტს სამხედრო დანიშნულებაც ექნება (ღრმაწყლოვანია, ოხერი) და ეს სულაც არაა ცუდი, ვინაიდან ჩვენს უსაფრთხოებაზე იმუშავებს.
  არ შევუდგები ანაკლიის თემის ქექვას, ვინაიდან მეტად უმადური საქმეა: ჯერ ერთი – არ მაქვს სრული ინფორმაცია (ხაზარაძეა ანგელოზი თუ „ოცნება“ სატანის კერძი ან პირიქით); მეორეც – ბევრი პოლიტიკაა გარეული, რაც საღად მსჯელობის საშუალებას არ იძლევა, მესამეც – ეკონომიკურად პორტი დიდი ვერაფერი ბედენაა, ამიტომ პოლიტიკური ბენეფიტია დასათვლელი, რასაც სრული ინფოს არარსებობის გამო ვერ შევძლებთ, იმას გარდა, რომ ამერიკელებმა ბრძანეს, ანაკლიაში ჩინელები არ დავინახოო, ჯერჯერობით კი ჩინელის გარდა ფულის დამბანდებელი არ ჩანს.
  მაგრამ, რაკი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გააქტიურდა, მან სიტყვა ანაკლიაზეც შეგვაწია. ქ-ნი რუდის განცხადებით, „ანაკლიის პორტი აძლიერებს საქართველოს, როგორც სავაჭრო-სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალის გამოყენებას. გვჯერა, რომ ეს პროექტი უნდა შესრულდეს ამერიკული ინვესტიციით, რადგან მას შეუძლია, იყოს ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი“.
  სხვა რა გვეთქმის, თუ არა – შენს პირს შაქარი, რადგან ფული არა მხოლოდ ჯოჯოხეთს ანათებს, სტრატეგიული დანიშნულების პორტებსაც აშენებს, პარტნიორობაში კი, საერთოდაც, სამოთხის კარს აღებს!

скачать dle 11.3