კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რატომ ეუბნებოდა ნინო ვეკუა მამა პეტრეს სიყვარულზე უარს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ნინო ვეკუასა და მამა პეტრე კვარაცხელიას ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ აღმოჩენილა და ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ სკანდალურადაც. როგორია მათი ოჯახური ცხოვრება, სიყვარულის ისტორია და პასუხი საზოგადოების აგრესიაზე, ამას თავად ნინოსგან შევიტყობთ.
– ნინო, როგორი იყო პირველი პერიოდი თქვენთვის, როცა მამა პეტრემ სასულიერო ცხოვრების გზა აირჩია და თვითონ თუ შეცვალა ამ გადაწყვეტილებამ?
ნინო ვეკუა: მამაო რომ ეკურთხა, უცებ რაღაცნაირი გახდა. როგორც თვითონ ამბობს, ხიბლში იყო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი რამ ამიკრძალა, მაგრამ იყო რაღაც დეტალები. მაგალითად, აღარ სიამოვნებდა, თუ შარვალში დამინახავდა. მაგრამ რეალურ მიზეზს არ აღიარებდა და მეუბნებოდა: შარვალი მე თვითონ არ მომწონს და არა იმიტომ, რომ მამაო ვარო. არადა, მანამდე ძალიან ლოიალური იყო ამ საკითხში. ვეუბნებოდი: არა უშავს, შენ ხომ ამბობ, რომ მთავარია, თავად მოგწონდეს, რაც გაცვია და ჩემთვისაც მთავარია, მე ვგრძნობდე თავს კომფორტულად. თუკი აქამდე მოგწონდი შარვლიანი და ახლა, უცებ აღარ მოგწონვარ, ეგ ჩემი ბრალი არაა. რატომ მთხოვ ასე უცებ შეცვლას, როცა შენ მე ასეთი გამიცანი და შემიყვარე-მეთქი.  ბიბლიასა და სახარებას მეც ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცოდი, რომ შარვლის ჩაცმით არაფერს ვაშავებდი. ადამიანი თავისუფალია და მას ტანსაცმელი არ გამოხატავს, მერედა რა შავდება, მე თუ ასე მაცვიაო, თავის თავზე უთქვამს, როცა მისი ჩაცმულობა გამხდარა სალაპარაკო და მაშინ გამიხსენებია: მე რას ვაშავებდი შარვლით, ვინმეს საცდუნებლად მეცვა?  მერე მამაოს თვითონ გაუჩნდა რაღაც წესების მიმართ პროტესტი, თვითონ შეიცვალა და პირველად ამდენი ხნის შემდეგ, როცა უკვე სოფია – მექვსე შვილი მყავდა, ერთად ვიყავით საყიდლებზე და თვითონ მითხრა შარვალზე, გაისინჯეო. მამაოს არასდროს დაუწუნია ტანსაცმელი იმ მიზეზით, რომ ან გული ჰქონდა ამოღებული, ან ზურგი, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. მარიამის ბანკეტზეც მისი ნაჩუქარი უმკლავო კაბა მეცვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს ისეთი გოგოები დადიან, მე ვინ უნდა შემომხედოს?!
– ვინმემ შეიძლება, განზრახ შემოგხედოთ, იმიტომ რომ მამაოს მეუღლე ხართ?!
– პირველად შარვალში გადაღებული ფოტო რომ დავდე, ახლობელი მწერდა, რას იტყვის ხალხიო?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემმა ქმარმა მიყიდა და როდის იყო ჩემს ქმარს აინტერესებდა, რას იტყვის ხალხი?! ჩემს ქმარს გაბუძგული არ მოვწონვარ და არც მე მომწონს ასეთი ჩემი თავი. არ მიმაჩნია, რომ ექვსი შვილის დედობა და ფოფოდიობა იყოს იმის მიზეზი, რომ მე ჩემი სახე და შეხედულება დავკარგო.
– რა ხდებოდა თქვენს ოჯახში, როცა საზოგადოება მარიამის ფოტოებს განიხილავდა და ნეგატიური შეფასებების კორიანტელი წამოვიდა?
– ახლა რომ მსგავსი რამ მოხდეს, საზოგადოებას აღარ ექნება ასეთი რეაქცია. მას შემდეგ უფრო თამამი ფოტოებიც გადაუღია მარიამს, მაგრამ ისეთი შეფასებები აღარ მოჰყოლია, იმიტომ რომ ის სტერეოტიპები უკვე დაიმსხვრა. ნამდვილად მიკვრის, რატომ მოხდა ისეთი რამ. მარიამისთვის არასდროს მითქვამს, იმიტომ არ ჩაიცვა მოკლე შორტი, რომ მამაოს შვილი ხარ-მეთქი. მოკლესაც თავის ზღვარი აქვს და ჩაიცვი ისე, როგორც გიხდება-მეთქი. თუმცა, აგრესია არასდროს მქონია მათ მიმართ, ვინც მარიამზე ცუდს წერდა. გაოცებული ვიყავი და დავიწყე ძიება, რა აწერინებდა ამ ხალხს ამ საშინელებებს. მივხვდი, რომ ეს ადამიანები ასე აზროვნებენ. ალბათ, ასეთ გარემოში გაიზარდნენ და მეტი არ შეუძლიათ. მარიამსაც ვეუბნებოდი: დე, ეს ადამიანი საკუთარი ცხოვრების გამო რაღაცაზე გამწარებულია და ჩვენც მას ხომ არ დავემსგავსებით-მეთქი?!
– მარიამი როგორ გოგოდ ჩამოყალიბდა ამ ყველაფრის ფონზე?
– მარიამს იმ დროს ურთულესი პერიოდი ჰქონდა და ეს რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. დავიწყოთ ასაკობრივი სირთულეებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ დაბადებიდან რთული ბავშვი იყო. ძალით ვერაფერს გააკეთებინებდი და ყოველთვის, როგორც დიდს, ისე ვექცეოდით. წარმოიდგინეთ ასეთი ბავშვის გარდატეხის ასაკი და ამას დაემთხვა ძალიან დიდი ტრაგედია – უახლოესი მეგობარი დაეღუპა ავარიაში. ეს მარტო მარიამისთვის კი არა, მთელი ჩვენი ოჯახისთვის დაუჯერებელი ტრაგედია იყო. ბავშვი ჩვენს ოჯახში იზრდებოდა, ჩემს მეშვიდე შვილად ვთვლიდი. მისმა დაღუპვამ დამანახვა, რომ ცხოვრება ნებისმიერ წამს შეიძლება, დამთავრდეს. ახლა, მარიამს რომ ვეუბნები, დედა, ეს მერე გააკეთე-მეთქი, მპასუხობს: იქნებ, მერე არ დადგეს?! რატომ გავაკეთო მერე, ხომ შეიძლება, უცებ მოვკვდე? ნიჰილიზმმა შეიპყრო ბავშვი. ამ დროს როგორც წესი, ეკლესია შველის ხოლმე, მაგრამ მარიამს ღვთის მიმართ პროტესტი გაუჩნდა – რატომ მოხდა ეს, ზედმეტი იყო ამ ერთი ბავშვის სიცოცხლე? რატომ ის? მარიამს კი არა, მე მიჭირდა ამ ყველაფერზე პასუხების მოძებნა. აღარც სკოლა უნდოდა, აღარც მეგობრები და ყველანაირად ვცდილობდით, თავისთვის რამე არ აეტეხა, დავხმარებოდით, რომ როგორმე ამ ტრაგედიის მიღება შესძლებოდა. გვეშინოდა, ბავშვს სულს ვუბერავდით. მისმა ერთმა კლასელმა თვითმკვლელობა სცადა. ყველგან დაგვყავდა, რომ გული გადაეყოლებინა და ამ დროს, ერთი ჩვეულებრივი ფოტოს გამო წამოვიდა აგრესია მთელი ერისგან და სამღვდელოებისგან. ბავშვი ჰაერში აღმოჩნდა, ნიადაგი გამოეცალა. მაგრამ მაშინ იმდენად იყო ამ ტრაგედიით შეპყრობილი, ამდენს კიდევ ვერ აცნობიერებდა. ამ ფონზე ეს კიდევ იმდენად არ განუცდია, მაგრამ ამ ფაქტმა ეკლესიისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა. ამბობდა, რა მინდა ტაძარში, რისთვის მივიდე, თუკი მათ ასე შეუძლიათ ჩემი გაკიცხვაო?! მხოლოდ ოჯახი დარჩა, რომელიც ყველანაირად ედგა გვერდით და ამან უფრო მებრძოლ ადამიანად ჩამოაყალიბა.
– დანარჩენ შვილებსაც ნუ დავჩაგრავთ, მათზეც მომიყევით.
– სხვათა შორის, მამაო ყოველთვის გამოარჩევდა მარიამს (იცინის).
– უმცროსებს გული არ სწყდებათ მარიამის მიმართ მამაოს დამოკიდებულებაზე?
– როგორ არა, მამაო ამას არ აღიარებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა (იცინის). სანამ სოფია დაიბადებოდა, ერთი მარიამი და ოთხი ბიჭი გვყავდა. წავიდოდა მამაო ტანსაცმლის საყიდლად და მოუტანდა მარიამს ათას რაღაცას, შეიძლება, ვალიც აეღო მისთვის და ბიჭებს-მეთქი, რომ ვკითხავდი, მპასუხობდა, ბიჭებს ხვალ მოვუტანო და მოჰქონდა კიდეც, მაგრამ მათთვის თითო-თითო. ამაზე ხშირად ვკამათობდით.
– თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
– უნივერსიტეტში ფილოლოგიურზე ვსწავლობდით ორივე, საერთო მეგობრები გვყავდა. კიბეზე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს და ისე მიყურებდა, თავს უხერხულად ვგრძნობდი. მეგობარმა კი მითხრა, მოსწონხარო, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. ერთხელ მეუბნება, თქვენი სახელი დამავიწყდაო და რაც არ იცი, როგორ დაგავიწყდებოდა-მეთქი (იცინის). მერე მითხრა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს მეორე ნახევარს ნინო უნდა რქმეოდაო. ძალიან შემტევი იყო, ყველგან თან დამყვებოდა, რაც მაღიზიანებდა, რადგან არ მომწონდა. ძალიან მწარედ ვექცეოდი, ერთხელ მითხრა, შენ მართლა ვინ ყოფილხარ. არ გინდა და ნუ გინდა, თბილისში გოგოები ჭადრის ფოთლებივით ყრიაო. მერე მიდი და ახიკე, მე რას დამდევ-მეთქი, ვუპასუხე და გზა გავაგრძელე. მერე შეიცვალა, მიხვდა, რომ ჩემთან არ გამოუვიდოდა „მაგარი ბიჭის“ თამაში (იცინის). აღმოჩნდა, რომ ჩვენი შეხედულებები ბევრ რამეში ემთხვეოდა და საერთო ენა ვიპოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ თავი შემაყვარა, ჯერ დაქორწინება არ მინდოდა და შევთანხმდით, რომ უნივერსიტეტს დავამთავრებდით, სამსახურებს ვიშოვიდით და ყველაფერს ნულიდან დავიწყებდით. თუმცა, ერთ თბილისობა დღეს მთელი ჩვენი სამეგობრო დამახვედრა რუსთაველზე. მანქანა დაუქირავებია და თურმე ზუგდიდში სუფრას შლიან. გაოგნებული დავრჩი, მეწყინა კიდეც – ჩვენ ხომ პირობა დავდეთ და რატომ მაგდებ უხერხულ მდგომარეობაში-მეთქი?! ან უნდა გავყოლოდი, ან დავშორებულიყავით. მაშინ მითხრა, შენ რომ გელოდო, ვერასდროს გადაწყვეტ, მიზეზი არ დაგელევაო და მართალიც იყო. თუმცა, ასეთი მეთოდები ჩემთან არ ჭრიდა, მიყვარდა, მაგრამ უკან მივდიოდი, რადგან მეწყინა. გამაჩერა: ნახე, გული როგორ მიფეთქავს. თუ ახლა მიმატოვებ, უშენოდ არ ვიცოცხლებ. ნარიყალაზე, ჩვენ საყვარელ ადგილას ავალ და იქიდან გადმოვფრინდებიო. მართლა ისეთ დღეში იყო, შემეშინდა და ახლა ვეხუმრები ხოლმე, თურმე, პაროქსიზმული ტაქიკარდია გქონია (ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა), მე კიდევ მეგონა, ჩემი სიყვარულით გიცემდა გული-მეთქი (იცინის).
– ექვსი შვილის გაზრდა არ იქნებოდა მარტივი.
– თხუთმეტი წელი, ფაქტობრივად, არ მიძინია. ჯერ ერთი ტიროდა, მერე ორი, სამი და ასე მივედით ექვსამდე. თან, ვერ ვიტყვი, რომ მშვიდი ბავშვები იყვნენ. ძალიან რთული პერიოდი იყო. მქონდა რწმენა, რომ ღმერთმა მომცა შვილები და ძალასაც მომცემდა. ჩაკეტილი ვიყავი, ამდენი ბავშვით სად მოვახერხებდი გასვლას?! მამაო სულ წასული იყო, რადგან ეპარქიაში მსახურობდა. საღამოს დედა გამომივლიდა ხოლმე, მაგრამ დღის განმავლობაში მარტო ვიყავი. მერე მამაო თბილისში გადმოიყვანეს, მაგრამ არავისთვის ახალი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ მამაო არაა მეოჯახე ტიპი. თუმცა, რაც შეუძლია, აკეთებს. ერთი ქალი ამბობდა, ჩემი ქმარი გარბოდა ბავშვები რომ ტირილს იწყებდნენო და მამაოს ვუთხარი, როგორ დამწყდა გული, რომ ამ თვალსაზრისით გამორჩეული არ ხარ-მეთქი (იცინის). პატარებთან გამკლავება მასაც უჭირდა. ეს ჩემთვისაც რთული იყო ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, მაგრამ მთავარია, ღმერთი იყო ჩემთან და მეხმარებოდა.

скачать dle 11.3