კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი: აქამდე ყველანაირი „მიქარვა“ მეპატიება

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი დაინიშნა. მისი რჩეული თამუნა ბრეგვაძეა. წყვილის ურთიერთობა ერთი წლის თავზე ნიშნობით დაგვირგვინდა და მალე საცხოვრებლად ერთად გადასვლასაც გეგმავენ. აპირებს თუ არა მსახიობი გრანდიოზული ქორწილის გადახდას და რა ხდება კიდევ მის ცხოვრებაში, ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელი: მსოფლიოში გამორჩეული რეჟისორი, ანდრი ჟოლდაკი, რომელიც ავანგარდული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელია, ორი წლის წინ თბილისში იყო ჩამოსული. ქეთი დოლიძის წყალობით და ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში, მოხდა სასწაული და ამ ადამიანმა ჩაატარა მსახიობების ქასთინგი. ერთ-ერთი არჩეული მსახიობი გახლდით მე. თუმცა, რაღაც პრობლემების გამო, პროექტი შეჩერდა და მისი დასრულება წელს მოხერხდა. ეს სპექტაკლი „მეფე ლირის“ მიხედვით დაიდგა და საკმაოდ განსხვავებული გამოვიდა. გრიბოედოვის თეატრში თვე-ნახევრის განმავლობაში ვიმუშავეთ და 29 ივლისს, ეგრეთ წოდებული, ჩაბარება გვქონდა. ნოემბერში დაიხურება ფესტივალი „საჩუქარი“ და ეს იქნება მსოფლიო პრემიერა, რომელიც ხმამაღალი სიტყვით წარსდგება მაყურებლის  წინაშე. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტი პირველი იყო და ჩემი პროფესიით „ვიკაიფე“. ეს პირადად ჩემთვის ისეთი სერიოზული ნაბიჯია, რომ ხვალ-ზეგ სათქმელად მექნება. თავისუფლად ვიტყვი, რომ მე მიმუშავია ამ რეჟისორთან და ამით ვიქნები ბედნიერი. მოკლედ რომ გითხრათ, „სივში“ რომ იწერება, ეგეთი ამბავია.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოლი მოიყვანე, მართალია?
– დიახ, მართალია, ოღონდ დავინიშნეთ.  ოთხ აგვისტოს გვქონდა ნიშნობა, რომელსაც მაინცდამაინც არ ვახმაურებ, რადგან  არ ვთვლი საჭიროდ, რომ ეს განხილვის საგანი უნდა გახდეს. იყო ჩემს ცხოვრებაში ეტაპები, როცა ძალიან დაინტერესებული იყვნენ ჩემი ცხოვრებით და ყოველ ნაბიჯს მიქვეყნებდნენ. ხალხს არ აინტერესებს ეს და შენი რაღაცები არც უნდა მოახვიო თავს. პირადში ნამდვილად მაქვს ცვლილება და ამით ვარ ბედნიერი. ოთხ აგვისტოს ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირდა. ბედნიერი ვარ ჩემი არჩევნით. ჯერ ცოლი არ არის, საცოლეა, მაგრამ ხვალ, ზეგ უკვე  ვიფიქრებთ ერთად გადასვლაზე.
– ვინ არის შენი რჩეული?
– ჩემი რჩეული არის ყველაზე მაგარი, ყველაზე ორიგინალური, ყველაზე გემოვნებიანი, თუნდაც იმიტომ, რომ მე ამირჩია (იცინის),  ყველაზე კარგი ოჯახის შვილი. თუ, საბოლოო ჯამში, ამით უნდა დაგვირგვინებულიყო ჩემი ცხოვრება, აქამდე ყველანაირი „მიქარვა“ მეპატიება. ეს ადამიანი გახლავთ თამუნა ბრეგვაძე და ვარ ძალიან ბედნიერი კაცი.
– რადენი ხანია, რაც ერთად ხართ და სად გაიცანით ერთმანეთი?
–  რა თქმა უნდა, ჩემს ლამაზ ქალაქში, ბათუმში გავიცანით ერთმანეთი. თავად არ არის ბათუმელი, თუმცა უკვე 11 წელია, იქ ცხოვრობს. დაახლოებით, ერთი წელია, რაც ერთად ვართ. არ ვმალავდით ჩვენს ურთიერთობას, უბრალოდ, მას არ გააჩნია სოციალური ქსელი და მსგავსი რაღაცებით არ არის დაინტერესებული. ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებულია, ძალიან ორიგინალური, ლამაზი და ყველაზე მაგარი გოგოა. გულწრფელად ბედნიერი კაცი ვარ, რომ ეგეთი ადამიანი მე შემხვდა.
– ქორწილს გეგმავთ? თამუნაც მსახიობია?
– არაფერი მსგავსი ჯერ არ დაგვიგეგმავს. ქორწილის მომხმრე არც ერთი არ ვართ, თუმცა, ალბათ, ვიწრო წრეში გავიპარებით სადმე, ჩვენთვის ჩუმად, ოღონდ თარიღი ჯერ არ ვიცით. სიმართლე გითხრა, ამაზე არც ვსაუბრობთ. თამუნას არანაირი შეხება არ აქვს ჩემს პროფესიასთან. მთელი ცხოვრება არ უნდოდა, რომ მისი რჩეული ცნობილი ადამიანი ყოფილიყო, მაგრამ ღმერთმა არ შეუსმინა და შევხვდი (იცინის).
– „ცნობილ“ სიძეს როგორ შეხვდნენ მისი ოჯახის წევრები?
– ძალიან ჩვეულებრივად მიმიღეს. ორივე უბრალო ოჯახიდან ვართ. ყველაზე ბედნიერი ამით ვარ. დიდი პარალელი არსებობს ჩვენს ოჯახებს შორის, ერთი ყაიდიდან  წამოსულები ვართ. ჩვენთვის პირველი ადამიანობაა. ადამიანურ ხარისხს ვანიჭებთ უპირატესობას, ანუ რამდენად სწორი და კეთილი ადამიანია კონკრეტული პიროვნება. ჩვენთვის მატერიალური არ არსებობს, ის ყველაზე ბოლო საკითხია, რომელიც საერთოდ არ გვაინტერესებს. მათთვის არ იყო პრობლემა ის, რომ აი, ანრი ცნობილია და ასე შემდეგ. არანორმალურად შემაყვარეს თავი, ძალიან მაგარი ადამიანები არიან.
– ბევრი პრობლემის გადაჭრა და სირთულის გადალახვა მოგიწია. ახლა ყველაფერი დალაგდა?
– პრობლემის დაძლევა ყოველდღიურად გვიწევს როგორც მე, ასევე ყველას. ჩემი პროფესია არ არის კულტურის სამინისტროსთვის ღირებული. ყოველთვის მიწევდა დამატებით შრომა და დღესაც ასე ვარ, რაც არ მეთაკილება. დღეს არ არის ის ფუფუნება, რომ მსახიობმა თავისი პროფესიიდან აღებული ხელფასით ირჩინოს თავი. მსახიობი ვარ და ჩემი ხელფასით ვირჩენ თავს – ეს არის ზღაპარი. ალბათ, საქართველო 2070 წელს. დღეს ძალიან რთულად არის საქმე.
– პოლიტიკაში წასვლას აღარ ფიქრობ?
– საერთოდ, პოლიტიკაში არ მომწონს მსახიობები და ხელოვანები. არ მომწონს, როცა  შესაბამისი განათლების გარეშე არიან, მაგრამ იქ, სადაც არსებობს მოსაზრება, რომ ქვეყანას შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა უშველოს, თავიდან ბოლომდე ხალხისა და ქვეყნის სამსახურში უნდა ყოფნა, ამისთვის ნებისმიერ წამს მზად ვარ.  ჩემთვის პოლიტიკაში წასვლა არასოდეს არის ამბიცია და არიქა, ყველაზე მეტი მე ვიცი და ყველაზე მეტად მე გამოვადგები-მეთქი. როცა ყოველდღე გიწევს იმის ყურება, რომ შენი თანამოქალაქეების 90 პროცენტი  გაჭირვებაშია და მათზე არავინ ზრუნავს, როცა ხედავ, რომ შენს ქვეყანას სერიოზული პატრონი სჭირდება, ამ დროს სურვილი გიჩნდება მიხვიდე და თუ ვერ შეცვლი რამეს, ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს, რომელიც იყიყინებს და იტყვის ხალხის სათქმელს. თუკი ოდესმე მექნება პოლიტიკაში წასვლის სურვილი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურო. თუმცა, ამას არა პოლიტიკაში წასვლას, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნას დავარქმევ.
– ანუ, ახლა ამის საჭიროებას ვერ ხედავ?
– საჭიროება ყოველთვის არის, უბრალოდ, ახლა არ არის ძალა, რომელსაც მე შევუერთდები. თუ გამოჩნდება, აუცილებლად ვიქნები მათთან ერთად რიგითი ჯარისკაციც კი.

скачать dle 11.3