კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ვინ იყო „კაზიოლი“ ვიტია, ვინც გიორგი დანელიას აწყენინა და დაეხმარა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი კინორეჟისორი გია დანელია ასეთ ისტორიას ყვებოდა: „2000 წელია. ჩემი მანქანით მივდივარ და შუქნიშანთან წითელზე შევჩერდი. უცებ უკნიდან ვიღაც შემასკდა და მანქანა საკმაოდ გამიფუჭა. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე იყო, აქეთ დამიწყო „კაჩაობა“ და თანაც, 500 დოლარს მთხოვდა – „პერედოკი“ გამიფუჭეო... ახალგაზრდა ხისთავა, ათლეტი ბიჭი იყო და აშკარად არ მიცნობდა. ისე გამამწარა მისმა თავხედობამ, რომ მოსკოვის პოლიციის უფროსს, ჩემს მეგობარს დავურეკე და დახმარება ვთხოვე.
– არსად წახვიდე, ახლავე შენს დასახმარებლად მოვლენო, – მითხრა გენერალმა და მობილური გათიშა.
ჩემს ოპონენტს შევუბღვირე და ვუთხარი:
– ახლავე გაირკვევა ყველაფერი, ფეხი არ მოიცვალო-მეთქი. უცებ ამ ბიჭის მობილურმა დარეკა და ისეთი მაღალი ხმა ჰქონდა, რომ რასაც მას ეუბნებოდნენ, მეც მესმოდა:
– ვიტია, ჩემს ძმაკაცს, ცნობილ კინორეჟისორს, გია დანელიას ვიღაც ახვარმა უკნიდან დაარტყა და მანქანა გაუფუჭა, თან იქით ედავება. ერთი, გაქანდი და იმ „კაზიოლს“ რქები მოამტვრიე, მერე კი ყველაფერი მე მომახსენეო.
ვიტიამ ერთი კი მოახერხა და კარგიო, უთხრა და ტელეფონი ხელში შეეყინა. მერე კი ჩემთან მოვიდა და მთხოვა:
– ბატონო გია, ოღონდ გენერალთან არაფერი თქვათ და 500 დოლარსაც იქით მოგცემთ, მანქანას კი ისე გაგიკეთებთ, რომ ახალივით იქნებაო.
ფული, რა თქმა უნდა, არ ამიღია. მანქანა კი მართლაც კარგად გააკეთებინა ვიტიამ. ალბათ, მიხვდით, რომ „კაზიოლი“, ანუ ვინც მე დამარტყა და ჩემი მშველელი ვიტია ერთი და იგივე პიროვნება იყო.

скачать dle 11.3